საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

წმიდა სტეფანე უროში - სერბეთის მეფე
georoyal.ge

15 დეკემბერს არის დუშან ნემანის ძის, სერბეთის მეფე სტეფანე უროშის ხსენების დღე. იგი  დაიბადა 1337 წელს. სტეფანისათვის მისმა მამამ, დუშანმა საფრანგეთის მეფეს სთხოვა  ასულის ხელი, მაგრამ რომის პაპმა არ მისცა პრინცესას კათოლიკობიდან განდგომის უფლება. დუშანს კი არ სურდა კათოლიკე რძლის ოჯახში ყოლა და უროშმა ცოლად მოიყვანა ვალახთა თავადის, ვლადის ქალიშვილი.

მამის სიკვდილის შემდეგ (+1355) სტეფანე უროში გახდა სერბეთის დამოუკიდებელი და ქმედითუნარიანი გამგებელი.  ის სათნოეყოფოდა უფალს, განიკითხავდა ქვრივ-ობოლს,  ყოველგვარ სადავო საკითხებს კეთილად აგვარებდა, ღარიბებს წყალობას არ აკლებდა, დაჩაგრულთ მფარველობდა.

სერბეთში მშვიდობიანობის დასაცავად და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იგი იძულებული ნგახდა შეხიზნულიყო ნათესავთან, თავად ლაზარესთან და მაშინვე მისი ტახტი დაიკავა  ვულკაშინმა - სტეფანეს ბიძამ, რომელსაც ამ ნაბიჯის შემდეგ  მეტოქეობის შიში  მოსავენებას არ აძლევდა.   საკუთარი დის -  სტეფანეს დედის  შუამავლობით, ვითომცდა შერიგებისათვის,   დისშვილი თავისთან დაიბარა სკოპლეში. ვულკასინმა სტუმარი მიიღო როგორც მეფეს შეშვენოდა - პატივითა და დიდებით და სანადიროდ დაპატიჟა. როდესაც ნადირობით დაღლილი სტეფანე ცხენიდან ჩამოვიდა და წყლის დასალევად ჭისკენ დაიხარა, ვულკაშინმა სასიკვდილოდ დაჰკრა თავში კვერთხი. ეს მოხდა 1367 წელს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq