|
|
ბელგიის მომავალი დედოფალი, ქვეყნის მომავალი მონარქის, ბრაბანდის ჰერცოგ ფილიპეს მეუღლე, პრინცესა მატილდა ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობდა გაიანას, როგორც ბელგიის სამეფოს უნისეფის (გაეროს ბავშვთა ფონდი) საპატიო პრეზიდენტი.
|
|
დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე ქორნოულის ჰერცოგინია ლონდონში სტუმრობდნენ იმპერიულ სახელმწიფო მუზეუმს.
|
|
დანიის მომავალი მონარქი, კრონპრინცი ფრედერიკი და მისი ავსტრალიელი მეუღლე, პრინცესა მერი სტუმრობენ ჩინეთს.
|
|
ავსტრალიური რადიოს წამყვანმა ჟურნალისტებმა მელ გეიგმა და მაიკლ კრისტიანმა მოახერხეს დაერეკათ ჰოსპიტალში და თავი წარადგინეს, როგორც დედოფალმა ელისაბედ II-მ და პრინცმა ჩარლზმა და მოტყუებით მიიღეს ინფორმაცია ერთ-ერთი მედდისაგან. ეს "ხუმრობა" საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა.
|
|
ესპანეთის სამეფო ოჯახის მიერ გასაყიდად გატანილი სამაჯური აღმოჩნდა ყველაზე ღირსშესანიშნავი ნივთი იმ 600 საიუველირო ნაკეთობას შორის, რომელიც ამ აუქციონზე იყო წარმოდგენილი.
|
|
„ევროპულ მონარქიათა საბიუჯეტო ხარჯები“
ბელგიის სახელმწიფო მმართველობისა და ფინანსების პროფესორმა ჰერმან მატისმა საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება თემაზე: „ევროპულ მონარქიათა საბიუჯეტო ხარჯები“. გასული წლის მონაცემების მიხედვით მან გააანალიზა 8 მონარქიული ქვეყნის - ლუქსემბურგის, ნორვეგიის, დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და ესპანეთის მდგომარეობა.
|
|
ბუკინგემის სასახლემ უკრაინელი დეპუტატის, ლიაშკოსაგან ამანათით მიიღო კარტოფილი და ბარათი, რომელშიც ის თხოვდა დედოფალ ელისაბედს, მიერთმია უკრაინული კარტოფილი, შეეფასებინა მისი ხარისხი და დაეცვა უკრაინელი გლეხი.
|
|
იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო და იმპერატრიცა მიჩიკო სტუმრობდნენ იაპონიის უძველეს დედაქალაქს კიოტოს.
|
|
ესპანეთის დედოფალი სოფია სტუმრობდა სამეფოს სიდიდით მეორე ქალაქს - ბარსელონას
|
|
დღეს ტაილანდში დიდი ეროვნული დღესასწაულია - მისი უდიდებულესობა რამა IX-ის დაბადების დღე. მეფე 1927 წლის 5 დეკემბერს არის დაბადებული - მას 85 წელი უსრულდება. იგი ჩაკრის დინასტიის წარმომადგენელია, დინასტიისა, რომელიც ტაილანდს მართავს 1782 წლიდან.
|
|
|
|