|
|
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, ელისაბედ II-ის მეთაურობით მიიღო მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის უძველეს რაინდთა ორდენის - „წვივსაკრავის ორდენის“ კავალერთა ყოველწლიურ მსვლელობაში. საზეიმო მსვლელობა მოეწყო ტრადიციისამებრ ვინძორის ციხრე-სიმაგრესთან.
|
|
საქველმოქმედო ასპარეზობაზე პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ ითამაშეს პოლო
|
|
მეფეებს უამრავი პრივილეგია აქვთ, მათ შორის ორმაგი დაბადების დღის. ტრადიცია ედვარდ VII დაამკვიდრა, რომელიც ნოემბრის თვეში იყო დაბადებული. ერთხელ, მან მოულოდნელად გადაწყვიტა დაბადების დღე თბილ ივნისში აღენიშნა, აქედან იღებს სათავეს ეს ტრადიციაც.
|
|
„n24.by“-ის ცნობით, ლიტვის მოქალაქემ, ვალენტინას კაირისმა საჩუქარი უძღვნა ქეით მიდლტონს - მისთვის მოქსოვა წითელი კაბა.
მისი სიტყვებით, როდესაც გაიგო, რომ პრინც უილიამის მეუღლე ფეხმძიმედ იყო, გადაწყვიტა მისთვის გაეკეთებინა საჩუქარი.
|
|
ყველასათვის გასაკვირად, პირმშოს მოლოდინში მყოფი ჰერცოგინია ქეთრინი, ფეხმძიმობის უკანასკნელ თვეებშიც აგრძელებს თავისი საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას. იგი ესწრებოდა საკრუიზო ლაინერის ნათლობის ცერემონიას საუთჰემპტონში. ჰერცოგინია ჩავიდა იქ, საიდანაც ტრადიციის მიხედვით, ვერ გავა პირველ რეისში ხომალდი სამეფო ოჯახის კურთხევის გარეშე.
|
|
მონაკოს მთავრის - ალბერის მეუღლეს, შარლენს იცნობენ, როგორც „მოწყენილ პრინცესას“. მაგრამ მისი გამოცოცხლება შეძლო უზარმაზარმა თოჯინა-ზვიგენმა პრინცის პაპის - ალბერ I-ის მიერ დაარსებულ მონაკოს ოკეანოგრაფიის მუზეუმის შესასვლელში.
თუკი გაუცინარი პრინცესის გაცინება ყოფილა შესაძლებელი, მით უფრო ადვილია დანარჩენ გვირგვინოსანთა კარგ გუნება-განწყობაზე დაყენება თოჯინების მეოხებით.
|
|
დიზაინერი რობერტო კავალი ნათელ, სექსუალურ, ფერად და უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის. ის ახალგაზრდა ქალბატონებს ურჩევს, სამოსი უფრო თამამად აირჩიონ.
ამასვე ურჩევს კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონს: "ის ახალგაზრდულად უნდა გამოიყურებოდეს, უფრო თანამედროვედ და სექსუალურად. მე ვისურვებდი მისთვის შემექმნა კაბა".
|
|
პრინცი ფილიპის ბიოგრაფმა ეშლი უოლტონმა მას დაარქვა „ჩვენი ეროვნული სიმდიდრე“. რას ნიშნავს გაერთიანებული სამეფოსათვის ეს ხნიერი ჯენტლმენი, რომელმაც 66 წელი გაატარა დედოფლის გვერდით?
პრინცს ქვეყანაში მეტად თავისებური რეპუტაცია აქვს - ერთის მხრივ მოსავს პატივისცემა, როგორც ეს მის სახელსა და ტიტულს შეეფერება, მეორეს მხრივ კი - იგი იმდენად გამოირჩევა უხეშობამდე მისული პირდაპირობითა და ჯიქურ პირში მიხლილი სიტყვით, რომ ავიწყდებათ მახვილსიტყვაობისადმი მისი მიდრეკილება და ზოგჯერ „gaffe“-ს - უადგილო გამონათქვამებს აბრალებენ ხოლმე.
|
|
8 ივნისს შვედეთში შედგა პრინცესა მადლენისა და ფინანსისტ კრისტოფერ ო’ნილის ქორწინება.
ფოტოსესია ჩატარდა სასახლის ბიბლიოთეკაში, საზეიმო ვახშმამდე ცოტა ხნით ადრე. ახალდაქორწინებულებს შეუერთდნენ ნეფრე-დედოფლის მშობლები - მათ შორის მეფე კარლ გუსტავ XVI და დედოფალი სილვია.
|
|
კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი გეგმავს შეუერთდეს იმ დედების რიცხვს, რომლებიც ეწევიან უმტკივნეულო მშობიარობის პროპაგანდას. ბევრი მომავალი დედა თვლის, რომ ზეპირი გადმოცემები მშობიარობის ტკივილების შესახებ ერთობ გაზვიადებულია. ამიტომ ბუნებრივი მშობიარობა ანესთეზიის საშუალებების გარეშე სულ უფრო პოპულარული ხდება.
|
|
|
|