საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

აშოტ კურაპალატის გლოვა გრიგოლ ხანცთელის მიერ
აშოტ კურაპალატს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამხრეთი რეგიონების ხელახლა ათვისებაში, იქ ეკლესიებისა და ქალაქების მშენებლობაში. სამხრეთ ქართული სამეფოს დაარსებაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი, დამწყები, საქართველოს კვლავ გაერთიანებისა. მისმა შთამომავალმა ადარნასე II-მ მიიღო კიდეც ქართველთა მეფის წოდება, თუმცა აშოტ კურაპალატიც მეფე გახლდათ, „მეფეთა ტახტზე მჯდომი“.
„ქართლის ცხოვრება“ წმინდა ვახტანგ III-ის შესახებ
1308 წელს ყაენმა ოლჯაიტუმ გადაწყვიტა საქართველოში დაენგრია ეკლესიები და მოსახლეობა იძულებით მაჰმადიანობაზე მოექცია. ეს ამბავი მონღოლთა ლაშქრობიდან საშობლოსაკენ მომავალმა მეფემ გზაში შეიტყო. არ შეუშინდა მოსალოდნენ სიკვდილს, თავის მეომრებს მიმართა, აუხსნა ვითარება და შესთავაზა, თავი პირველად მათ გაეწირათ ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ქართველები გაემგზავრნენ ურდოში... მეფემ უშიშრად ეახლა მონღოლთა ბატონს. მან უთხრა ყაენს, შენი წინაპრები, ჩვენ, ქრისტიანებს კი არა, მაჰმადიან სპარსელებს ვერ იტანდნენ, ვითარცა ვერაგებს და მამათმავალთ, რომლებიც ახლა ჩვენს წინააღმდეგ გამხედრებენ, ჩვენ კი მუდამ გვენდობოდნენო... ყაენს შესთავაზა, ჯერ ის და მისი მებრძოლები მოეკლა და „წარუპყრაცა ქედი“.
გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), რომელსაც ვერ იტანდა ეკეტერინე II
გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1712 — გ. 19 დეკემბერი. 1786) — მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი, ვახტანგ VI-ის ძე. 1724 მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში.
გიორგი XII
გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გიორგი XII გარდაიცვალა ტფილისში 1800 წლის 28 დეკემბერს, დასაფლავებულია სვეტიცხოველში. მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორ პავლე პირველს მისი ვაჟი დავითი ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა აღიარებული.
მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
მირიან ბატონიშვილი გარდაიცვალა 1834 წელის 15 სექტემბერს, რუსეთში. დაკრძალულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ღირსი მამა ბასილი, ძე ბაგრატ III-ისა
27 (09.06) მაისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამა ბასილის, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ძის ხსოვნას.
დემეტრე მეფის იამბიკოები
დავით აღმაშენებლის მერე გამეფდა მისი უფროსი ვაჟი დემეტრე (დიმიტრი) I. ის საკმაოდ გამოცდილი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ - 1117 წელს დავით აღმაშენებელმა შირვანში სალაშქოდ გააგზავნა, სადაც შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას. 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მეთაურობდა გვერდითა ფლანგს, რომელმაც მტერს მოულოდნელად შეუტია.
აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი იოსები (ბაგრატიონი)
1760 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე.
იოანე ბატონიშვილის ღვაწლი
1768 წლის 16 მაისს ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის ოჯახში დაიბადა მეორე ვაჟი, იოანე, მომავალი მწერალი, მწიგნობარი, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, სარდალი და საზოგადო მოღვაწე. როგორც შეეფერებოდა სამეფო ოჯახის შვილს, მიიღო შესანიშნავი განათლება დავით რექტორის ხელმძღვანელობით. მონაწილეობდა ომებში. კრწანისის ბრძოლის დროს თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ვაჟკაც თანამებრძოლებთან ერთად მეფე ერეკლე II, თავისი პაპა, ალყიდან გამოიხსნა.
არჩილ II
ე. წ. აღორძინების ხანის (XVI - XVII სს.) ქართულ მწერლობაში არჩილ II ეროვნული მიმდინარეობის მეთაურთაგანია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტისპარსული ტენდეციის გამტარებელი, იგი ასევე შეუპოვრად ებრძოდა იდეოლოგიურ სფეროში ყოველგვარ სპარსულ გავლენას, რაც მისი აზრით, წალეკვით ემუქრებოდა ქართულ კულტურულ თვითმყოფას. არჩილ II მწერლობაში ეროვნული თემატიკის გაბატონებას მოითხოვდა. ენის საკითხებში პურიზმის პოზიციას იცავდა.
1 2 3 4 5 6 7 8

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელი
31 იანვარს (ახალი სტილით 13 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელის ხსენების დღეს,
წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვეცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია
31 (13.02) იანვარს (13 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდათა საკვირველმოქმედთა, უვეცხლოთა, კვიროსისა და იოანეს და მათთანა მოწამე ათანასიასი და ასულთა მისთა თეოდოტიას, თეოქსისტასი და ევდოქსიას ხსენების დღეს (+311)
gaq