|
|
ალექსანდრე II ფანატიკოსი მონადირე იყო. ვრცელი სანადირო ნაკრძალებიც (,,ყორუღები’’) ჰქონდა, ყველგან მოქმედებდა ქანდა-ციხეები (ქანდა-ციხე მონადირეთა სადგომს ნიშნავს). ნადირობა განიხილებოდა სამხედრო ვარჯიშად და მომგებიანი მეურნეობის დარგად. სამომხმარებლოც იყო და სასპორტოც.
|
|
ლაშა-გიორგის დროინდელი ისტორიკოსი (ასევე ანონიმი) პირდაპირ, საკმაოდ კატეგორიული ხაზგასმით უთითებს: ,,თამარის ქმარი დავითი იყო ოსთა მეფის ძე, ტომი ბაგრატიონთა’’. ,,ტომი’’ ამ შემთხვევაში ნიშნავს სწორედ გვარს. ასეთი მაგალითები თვით XIX საუკუნეშიც კი გვაქვს. მაგ., ,,ჯამბაკური, ტომი ორბელიანთა’’, ,,მზეჭაბუკი, ტომი ჯაყელთა’’ და ა.შ. მაშასადამე დავით-სოსლანის ბაგრატიონობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს,
|
|
ბავშვობა არ ჰქონია, ომი იყო მისი ბედისწერა, ომი სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის.
|
|
,,დავითიზმი’’ იყო საუკუნეებით ჩამოყალიბებული ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის მსხვრევა, რაღაც არასწორის გასწორება, ბუნებითი დაუდგომლობის წაღმართ წარმართვა. დავით IV არ აძლევდა ,,სიმშვიდეს’’ ქართველობას, აიძულებდა აქტიურობას. დიდი საქმეებისაკენ მოუწოდებდა. პატივმოყვარეობის ჭიას, გულში რომ ჰქონდა თითოეულს ცალ-ცალკე, საერთო-ქართული სიდიადის გრძნობად აყალიბებდა. განასხამდა ქართველისაგან შიშს უცხოურისადმი. მეფემ უარყო ბიზანტიური ტიტულები. არ მიიღო იმპერატორის წოდებაც. არაფერი სურდა სხვათაგან ნაბოძები.
|
|
,,ჟამი რაი წვლილთა და ხმელთა
აღმოფშვინვათაი წარმოდგეს,
ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს.
შვებაი უქმ იქმნენ,
ყვავილოვნებაი დაჭნეს,
სხვამან მიიღოს სკიპტრაი,
სხვასა შეუდგნენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო’’.
|
|
ყველაზე დიდი მეფე ქართველთა არის დავით IV, ყველაზე პოპულარული - თამარი.
|
|
მეფეთ მეფე გიორგი II-ის, როგორც პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწისადმი ინტერესი დიდი ხანია ქართველ მკვლევართა ყურადღების არეალშია მოქცეული (თ. ჟორდანია, რ. მეტრეველი, ი. სურგულაძე, ვ. სილოგავა, შ. მესხია, ლ. გრიგოლაშვილი, ე. გაბიძაშვილი, ი. ანთელავა, ჯ. სამუშია...) [1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9].
|
|
მესიანისტური იდეა, როგორც მძლავრი იმპულსი, ბიძგი და სტიმული ერის არსებობის, განვითარებისა და გადარჩენის დიად საქმეში, ამა თუ იმ სახით, ხასიათითა და ოდენობით ყველა ქვეყანაში არსებობს. ხოლო ამ ლამაზი იდეის უმთავრეს მიზანს ეროვნული ხელჩაქნეულობის, უიმედობის, ნიჰილიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და კაცობრიობის კონტრასტებით აღსავსე კონტექსტში თვითდამკვიდრებისაკენ დაუცადებელი სწრაფვა შეადგენს.
|
|
ჩვენი კალენდარი - 1223 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა გიორგი IV ლაშა
|
|