საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

კონსტანტინოპოლის დედაქალაქად გამოცხადების დღე
კონსტანტინე დიდის მოზაიკა აია სოფიის დიდებულ ტაძარში
330 წლის 11 მაისს იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა გამოაცხადა, რომ რომის იმპერიას ექნება ახალი დედაქალაქი ბოსფორის სრუტესთან, სახელწოდებით - ახალი რომი, კონსტანტინოპოლი.


კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις) იყო თანამედროვე სტამბოლის (თურქეთი) სახელი საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს.

ბიზანტიონის ხელაყრელმა მდებარეობამ ორი კონტინენტის შესაყარზე და მთავარ საზღვაო მაგისტრალზე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის, ხელი შეუწყო მის აყვავებულ ქალაქად გადაქცევას. მისი ასეთი მდებარეობის გამო ის ხშირად ყოფილა მაშინდელი დიდი იმპერიების ქიშპობის საგანი და ბევრჯერაც დაურბევიათ. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ მისი როლი რამდენადმე დააკნინა.


როგორც ითქვა, კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დააარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა. იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნ
ძველი კონსტანტინოპოლი
იშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი“ იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს.


მანამდე რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) სახელთან არის დაკავშირებული. ახალი სარწმუნოებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიანიჭა. მაშინ, როდესაც რომის იმპერია დაღუპვის პირას იყო, დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო გვიანდელი რომის იმპერიისთვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისთვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დე
კონსტანტინოპოლის გალავნის კედლები
ვნის დროს ჩამოართვეს.


„თავისუფლება რელიგიაში არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ყველას გულსა და გონებას უნდა მიეცეს უფლება, იზრუნოს ღვთიურ საგნებზე თავისი ნების მიხედვით...“ - ასე თვლიდა იმპერატორი კონსტანტინე. - ... „გადავწყვიტეთ, რომ ქრისტიანებსა და სხვა ხალხებს ჩვენს იმპერიაში მივცეთ სრული თავისუფლება მისდიონ იმ სარწმუნოებას, რომელსაც თვითონ აირჩევენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება ქრისტიანი გახდეს, არც ერთი ღმერთის თაყვანისცემა და არც ერთი სარწმუნოება ჩვენგან შეზღუდული არ იქნება. ამდენად, ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დავადგინეთ: ვისაც ჩვენი ხაზინიდან ან სხვა ვინმესგან შეუძენია ადგილები, სადაც წინათ ქრისტიანები იკრიბებოდნენ, ის ადგილები უკან დაუბრუნდეს ქრისტიანებს უსასყიდლოდ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე.“


რომის იმპერია, მიუხედავად სირთულეებისა, არსებობას განაგრძობდა, თუმცა სიმძიმის ცენტრმა იმპერიის უფრო მდიდარ აღმოსავლურ პროვინციებში გადაინაცვლა. კონსტანტინე დიდმა 330 წელს იმპერიის ახალი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, კარგად დაცული ძველბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილას დააარსა (აქედან მოდის სახელმწიფო სახელწოდებაც, რომელიც რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ შემოიღეს). ბიზანტიელები საკუთარ ქვეყანას რომის იმპერიას უწოდებდნენ, თავს რომაელებად, ღვთის რჩეულ ხალხად, ხოლო იმპერატორს სრულიად საქრისტიანოს მეთაურად თვლიდ

ნენ.


კონსტანტინოპოლს, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებული ქრისტიანულ დედაქალაქს, განსაკუთებული მნიშვნელობა მიენიჭა. „ახალი რომი“ აღმოსავლურ და დასავლურ კულტურის ბუნებრივი დამაკავშირებელი იყო. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის თეოდოსიუს I-ის (379-395) გარდაცვალების შემდეგ იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) და დასავლეთ რომის იმპერიად.


ბიზანტიამ შეინარჩუნა განვითარებული და მოქმედი სახელმწიფო, აგრეთვე ძლიერი არმია, გაუძლო ბარბაროსთა შემოტევას ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში. ბიზანტიამ ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებიდან უმრავი ფასეული რამ შეითვისა. ბიზანტიაში ერთმანეთს შეერწყა ქრისტიანობა, ელინური კულტურა, რომაული სახემწიფოებრიობა და ქვეყანა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულად განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
ქრისტიანული ეკლესიის იერარქიული წყობილების გართულებასთან ერთად წარმოიქმნა მთელი რიგი ავტოკეფალიური (დამოუკიდებელი) ეკლესიები, რომელთა სათავეში პატრიარქები იდგნენ. თავდაპირველად სამი ავტოკეფალიური ეკლესია იყო: რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის, შემდეგ დამოუკიდებელი სტატუსი მიიღო იერუსალიმის ეკლესიამ, ხოლო V საუკუნეში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმაც მოიპოვა პატრიარქის წოდება. ამ პერიოდში ავტოკეფალია მოიპოვა საქართველოს (იბერიის) ეკლესიამაც და გახდა საკათალიკოსო ეკლესია,
რაც ნიშნავდა იმპერიის გარეთ არსებულ დამოუკიდებელ ეკლესიას. 
სულ მალე შესამჩნევი გახდა განსხვავება დასავლეთისა (ლათინური) და აღმოსავლეთის (ბერძნული) ეკლესიებს შორის. აღმოსავლეთში დროთა განმავლობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოიპოვა კონტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც „მსოფლიო საეკლესიო პატრიარქად“ იწოდებოდა. ქრისტიანებზე გავლენისათვის კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და რომის პაპს შორის მუდმივი მეტოქეობა იყო. თუ დასავლეთში ეკლესია ცდილობდა საერო ხელისუფლებაზე უპირატესობის მოპოვებას, აღმოსავლეთში ეკლესია და სახელმწიფო ერთიანი, კარგად აწყობილი სახელისუფლებო მექანიზმი იყო.
ბიზანტიაში საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობის კონცეფციას დიარქიის იდეა დაედო საფუძვლად. ამ იდეის თანახმად, საერო ხელისუფლება განაგებდა ქვეშევრდომთა საერო, ხოლო სასულიერო ხელიწუფლება — სულიერ ცხოვრებას. დიარქიის იდეის მთავარი პრინციპი ფუნქციათა განაწილება და მოვალეობათა ერთიანობა იყო.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq