საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლაშა-გიორგი (მონღოლებთან ბრძოლა და ანდერძის მნიშვნელობა ლეგიტიმიზმის საკითხისათვის)
რუსუდანი გახლდათ დ რ ო ე ბ ი თ ი მეფე. ლაშას ანდერძი ამას კარგად გვიჩვენებს. დედის შესანიშნავი მეფობის მაგალითისა და შვილის მცირეწლოვნობის გამო ლაშამ ანდერძით მეფობა დაუტოვა თავის დას, რუსუდანს, მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მისი ვაჟი, დავითი (მომავალში დავით ულუ) სრულწლოვანი გახდებოდა. ეს კარგად ჩანს ლაშა გიორგის ანდერძში, რომელიც ქვემოთ მოგვყავს.
ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები კონსტიტუციაში (განხილვის განმარტება - I)
რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში სამეფო გვარი არ გადადის ქალის ხაზით. ევროპაში თუ ტახტზე ადის ქალი, იქ დინასტიის გვარი იცვლება (ამაზე ოდნავ ქვემოთ, გაგრძელებაში). რუსეთი საერთოდ განსხვავებული მოვლენაა ამ მხრივ და მადლობა ღმერთს, საქართველო რუსეთი არ არის. მაშასადამე, რეალურად გვარი შეიცვლებოდა.
ბაგრატიონთა დინასტია და ქართული პოლიტიკური თეოლოგია
მთელ ევროპულ ქრისტიანულ სივრცეში - რა თქმა უნდა, საქართველოს ჩათვლით - მეფის ლეგიტიმურობის ანუ კანონიერების დამადასტურებელი ორად-ორი ფორმულა არსებობს: „მეფე მადლითა ღვთისათა“ და „მეფე ნებითა ღვთისათა“. პირველი ტიტულატურული ფორმულა საერთოა ყველა ევროპული ქვეყნის ქრისტიანული მონარქიისთვის, მეორე მხოლოდ საქართველოში არსებობს და ბაგრატოვანთა დინასტიის პრივილეგიაა.
დემეტრე–დემნა, უფლისწული
XII საუკუნის მეორე ნახევარი დემეტრე I-ის შვილიშვილი, გარდ. 1177 წ
ჯაბა სამუშია - გიორგი III-ს მიერ ლეგიტიმიმზმის დარღვევის პერიპეტიებზე
სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან
ევროპული ლეგიტიმიზმის პრინციპები საკმაოდ განსხვავდება ქართულისაგან. ევროპაში უმთავრესი იყო და არის მონარქის მეფური წარმომავლობა, ხოლო საქართველოში უმთავრესი იყო მეფეთა ღვთის ნათესაობა. ევროპაში მონარქები ითვლებოდნენ ღვთის მიერ ცხებულებად, თუმცა დინასტიურ ცვლილებებს ევროპელი ერები სულ ადვილად ურიგდებოდნენ. შეეძლოთ და შეუძლიათ მონარქად მიიღონ სრულიად სხვა ეროვნების წარმომადგენლები, თუნდაც მტრულად განწყობილი ქვეყნიდან.
არის თუ არა პატარა გიორგის გვარი ბაგრატიონ-ბაგრატიონი (წერ. I)
რაც შეეხება მის გვარს ბაგრატიონ-ბაგრატიონი...
გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი
2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც გიორგი უწოდეს.
"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში" (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
რუსთველისეული აფორიზმი, - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", - დიდი ხნის მანძილზე "ვეფხისტყაოსნის" ავტორის გენდერული, ფემინისტური თანასწორობის შეგნების გამომხატველ, მაშასადამე ქართული იდეოლოგიისა და ტრადიციის "პროგრესულობის", "დემოკრეტიულობის" დამამტკიცებელ საბუთად ცხადდებოდა. რუსთველი, თავისთავად, იმ და ამ ეპოქებისათვის ფრიად დაწინაურებული პიროვნება, უდიდესი მოაზროვნე გახლავთ. იგი არავის არ ამცირებს თავის გენიალურ პოემაში. ყველა ადამიანი მისთვის ძვირფასია. მაგრამ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი.
1 2

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq