საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან
გაიოზ მამალაძე

საქართველოში კი სამეფო ტახტზე მხოლოდ ბაგრატიონი შეიძლება ასულიყო. მხოლოდ ორიოდე შემთხვევაა გამონაკლისი, ისიც ძალადობით, უზურპაციით, ისიც მხოლოდ იმერეთში, ისიც მცირე ხნით. სხვა გვარი ტახტზე ვერ დამკვიდრდა. ვერც ბედავდნენ.

როდესაც ლიპარიტ ბაღუაშმა დაამარცხა მეფე ბაგრატ IV, თავად კი არ ავიდა ტახტზე, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტია უმაგრებდა ზურგს, არამედ მეფედ აკურთხებინა ბაგრატის ძე, მცირეწლოვანი გიორგი II.

საქართველოში მხოლოდ ვაჟი ბაგრატიონი აჰყავდათ ტახტზე, რათა დინასტიის გვარი არ შეცვლილიყო. ევროპაში სხვაგვარად იყო საქმე.  

გადავხედოთ ისტორიას და დავინახავთ როგორ იცვლებოდა დინასტიის გვარები სხვა ქვეყნებში.

ინგლისი: 1153 წელს უილინგფორდის შეთანხმებით ინგლისის სამეფო გვირგვინი უილიამ დამპყრობლის (ნორმანი) შთამომავალ მეფე ჰენრი I-ის ასულის, დედოფალ მატილდას მემკვიდრეებს ერგოთ. ტახტზე ავიდა მატილდას ვაჟი ჰენრი II. დინასტიის გვარი შეიცვალა და გახდა პლანტაგენეტი.

რამდენიმე მეფის მერე ტახტი დაიკავეს პლანტაგენეტების გვერდითმა შტოებმა, ჯერ ლანქასთერებმა, მერე იორკებმა.

1485 წელს მეფე რიჩარდ III მოკლა და ტახტზე დაიკავა უელსელმა ჰენრი VII-მ, რომელმაც იქორწინა ელისაბედ იორქელზე. დინასტიის გვარი გახდა ტიუდორი.

1603 წელს გარდაიცვალა ელისაბედ I ტიუდორი. მას მემკვიდრე არ ჰყავდა. ანდერძით ტახტი დაუტოვა თავის ნათესავს, შოტლანდიის მეფე ჯეიმს VI (ინგლისში ჯეიმზ I) სტიუარტს. დინასტიის გვარი გახდა სტიუარტი.

1714 წლიდან ინგლისის მმართველი დინასტია კვლავ შეიცვალა. დედოფალ ანა სტიუარტის უმემკვიდროდ გადაგების მერე ტახტზე ავიდა ჯეიმზ  I-ის შვილიშვილის, სოფიას ვაჟი ჯორჯ (გეორგ) I, რომლის მამა იყო გერმანული წარმოშობის დიდგვაროვანი ჰანოვერი. დინასტიის გვარი გახდა ჰანოვერი. მეფემ ინგლისური არ იცოდა და არც უსწავლია წესიერად სიცოცხლის ბოლომდე.

1837 წელს გარდაიცვალა უილიამ IV. დინასტიას ვაჟი არ ჰყავდა. ტახტზე ავიდა უილიამის ძმის, კენტის ჰერცოგის ასული ვიქტორია ჰანოვერი. მისი მეუღლე იყო გერმანელ მთავართა შთამომავალი ალბერტ საქს-კობურგ-გოთა. 

1901 წლიდან, როცა მათი ვაჟი ედუარდ VII ავიდა ტახტზე, დინასტიის გვარი გახდა საქს-კობურგ-გოთა.

1917 წელს გერმანიასთან ომის გამო, დინასტიამ გერმანული გვარი საქს-კობურგ-გოთა გადაიკეთა უინძორად.

1952 წელს ინგლისის ტახტზე ავიდა ელისაბედ II. მისი მეუღლეა მთავრული წარმომავლობის ფილიპე მაუნთბეთენი (მანამდე მაუნთბეთენების გვარი იყო ბათენბერგი, 1917 წელს, ასევე ბრიტანული პატრიოტულის მოტივით, ბათენბერგის გერმანული გვარი გადაკეთდა მაუნთბეთენად. გერმანული ბათენ _ მთა შეიცვალა ინგლისური მაუნთ-ით, რაც აგრეთვე მთას ნიშნავს).

1960 წელს დიდი ბრიტანეთის დინასტიის გვარი, პრინც ფილიპეს პატივსაცემად, გახდა მაუნთბეთენ-უინძორი. თუმცა, ტახტის მემკვიდრე ჩარლზი და მისი ვაჟები ჯერჯერობით უინძორებად ითვლებიან (რეალურად რომ ვთქვათ, სამეფო გვარი სხვა გვარით შეიცვალა).

ავსტრია: 1740 წელს ავსტრიის ტახტზე ავიდა იმპერატორ კარლ VI-ის ასული მარია-ტერეზა. მისი მეუღლე იყო ფრანც I სტეფან ლოთარინგელი (ლოთარინგიის საჰერცოგო დასავლეთ საფრანგეთში იყო). დინასტიის გვარი გახდა ჰაბსბურგ-ლოთარინგი.

ესპანეთი: 1516 წელს ესპანეთის მეფე გახდა კარლ V. იგი იყო შვილი ხუანა არაგონელისა („შეშლილის“) და ფილიპე I ჰაბსბურგის („ლამაზის“). ფილიპე „ლამაზი“ იყო გერმანელი ერის წმიდა რომის იმპერიის იმპერატორი. ამ დროიდან ესპანური დინასტიის გვარი გახდა ჰაბსბურგი.

1700 წელს ესპანეთის დინასტიის გვარი გახდა ბურბონი. იმიტომ, რომ ტახტზე ავიდა ფილიპე V ანჟუელი (ფრანგი მეფის შვილიშვილი). მისი ბებია მამის მხრიდან იყო მარია ტერეზა ესპანელი (ჰაბსბურგი).

ფილიპე V-ს მამას ერქვა ლუი დოფინი. იგი უნდა ასულიყო საფრანგეთის ტახტზე. მაგრამ ლუი დოფინი და მისი უფროსი ვაჟი ადრე გარდაიცვალნენ და საფრანგეთის ტახტი ლუი XIV-ის შვილიშვილმა, ლუი XV-მ დაიკავა.

პორტუგალია: დედოფალ მარია II ბრაგანსას მეუღლე იყო ფერდინანდ II საქს-კობურგ-გოთა, ამ შტოს ეწოდა კობურგ-ბრაგანსა. შემდეგ ეს შტო შეწყდა. ახლა სამეფო სახლის უფროსად ითვლება ბრაგანსას ჰერცოგი დუარტე დე ბრაგანსა.

ბრაგანსების დინასტია მეფობდა ბრაზილიაშიც. ბრაზილიის დედოფალი ცოლად გაყვა ორლეანელ პრინცს (ბურბონების გვერდითი შტო). ახლა ბრაგანსათა ამ შტოს ორლეან-ბრაგანსა ეწოდება.

რუსეთში სამეფო გვარი გადასულა დედიდან, მაგრამ ასეთ დროს უმთავრესი პირობა იყო მამის მეფური წარმომავლობა, რუსული სახელის, მამის სახელის, გვარის და მართლმადიდებლობის მიღება (მაგ. დღეს რუსეთის ტახტის მემკვიდრედ ითვლება გიორგი რომანოვი, რომლის მამას, მიხეილ პავლეს ძეს, ადრე ერქვა ფრანც ვილჰელმ ჰოჰენცოლერნი).

რუსეთში მანამდე, პეტრე I ასულ ანას ქმრად ჰყავდა კარლ-ფრიდრიხ შლეზვინგ-ჰოლშტეინ-გოტორპის ჰერცოგი. დანიის ოლდენბურგთა სამეფო გვარის შთამომავალი.

სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი რუსეთის სამეფო გვარი სინამდვილეში ოლდენბურგ-ჰოჰენცოლერნია.

საინტერესოა მართლმადიდებლური ქვეყნების თანამედროვე სამეფო საგვარეულოებიც:

საბერძნეთში სამეფო გვარია დანიური შლეზვინგ-ჰოლშტეინ-გლიუკსბურგთა დინასტიის გვერდითი შტო. 1863 წელს იქ ტახტზე ავიდა ვილჰელმი და დაირქვა გეორგ I ელინთა მეფე. მისი ცოლი იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ვაჟის, კონსტანტინეს ასული ოლღა.

რუმინეთში 1886 წლიდან გამთავრდა, 1891 წლიდან კი გამეფდა კაროლ I ჰოჰენცოლერნ-ზიგმერინგენი.

ბულგარეთის ახალი სამეფო გვარია საქს-კობურგ-გოთა.

მხოლოდ იუგოსლავიის (სერბიის) სამეფო დინასტია არის ადგილობრივი - ყარაგიორგიევიჩები (სერბიის მთავრის „შავგიორგის“ (1768-1817) შთამომავლები), რომლებიც არამეფური წარმომავლობის არიან (იყვნენ) და ჩერნიგორიის დინასტია - პეტროვიჩ-ნეგოშები.

თუ დავაკვირდებით, მართლმადიდებლურ სამყაროში თითქმის მხოლოდ ქართველებს გვყავს ნამდვილად ქართული სამეფო დინასტია.

საქართველოში არასოდეს გამოუცხადებიათ ტახტის მემკვიდრედ ქალი. მხოლოდ ერთხელ - როცა უზურპატორმა გიორგი მესამემ მოკლა თავისი ძმისწული, ტახტის კანონიერი მემკვიდრე დემნა უფლისწული. ამიტომ ტახტზე ავიდა (მამის სიკვდილის მერეც აკურთხეს) თამარი. მას, გარკვეული დაჯგუფების ინტერესების გამო, არ დაუჯერეს და ქმრად მოუყვანეს ხელმწიფის შვილი გიორგი რუსი. ამ დროს საკმაო არეულობები იყო სახელმწიფოში. როცა რუსმა არ ივარგა, თამარ მეფე დააქორწინეს ასევე მეფური წარმომავლობის დავით სოსლანზე, რომელიც გვარად იყო ბაგრატიონი.

დავით სოსლანის ბაგრატიონობა იყო გადამწყვეტი ამ ქორწინებაში. მემკვიდრე გიორგი-ლაშა ამის გამო ბაგრატიონი გახლდათ.

რუსუდანი მხოლოდ დროებით ავიდა ტახტზე, როდესაც ლაშას ვაჟი დავითი სრულწლოვანებას მიაღწევდა, რუსუდანს უნდა დაეთმო მისთვის მეფობა. მაგრამ ვერაგმა რუსუდანმა გადაწყვიტა ძმისწულის მოშორება და მისწერა თავის სიძეს, რუმის (იკონიის) სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხოსროვ II-ს, ჩემი ძმისშვილი და ქალიშვილი, შენი ცოლი, ერთმანეთს თანაეყოფიან და მოკალი დავითიო.   

ღმერთმა მართალი უფლისწული არ გაწირა. მართალია, რუსუდანის ვაჟი ავიდა საქართველოს ტახტზე, მაგრამ იმიტომ, რომ ლაშას ძე დაღუპული ეგონათ, თუმცა მალე ლაშას ძეც გაამეფეს. დიდი იმპერატორი იყო დავით ნარინი რუსუდანის ძე, მაგრამ მისი შთამომავლობა შეწყდა.

საქართველოში ტახტზე მხოლოდ ვაჟები ადიოდნენ, ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არაკანონიერად, ქორწინების გარეშე იყვნენ ნაშობი და ჰყავდათ კანონიერად ნაშობი ნახევარდები. მაგალითად, იმერეთის მეფეს ალექსანდრე IV-ს ჰყავდა ორი კანონიერად შობილი ნახევარდა, მაგრამ მაინც იგი, უკანონოდ შობილი ვაჟი, გაამეფეს. რათა ბაგრატიონთა ტახტზე სხვა გვარი არ დამკვიდრებულიყო.

ამით განსხვავდება ქართული დინასტია ევროპული დინასტიებისგან.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq