|
|
რას წერს ტახტის მემკვიდრე
|
|
თუ კარგად დავაკვირდებით, ოთხმოცდამერვე ფსალმუნი გვამცნობს (სხვაგანაც შეიმჩნევა), რომ უფალმა აღთქმა დაუდო დავითს, რომ მისი თესლი და საყდარი (ტახტი) უკუნითი უკუნისამდე იქნება. აქედან გამომდინარე, დავითის შთამომავლობა, მისი თესლი ანუ მისი ძეები (თესლი მამრობითი ხაზის მემკვიდრეობას ნიშნავს) იმეფებენ სამყაროს დასასრულამდე. თუ ისინი დაივიწყებენ უფლის სიტყვას, დაისჯებიან, მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის აღთქმას. სამართლიანობისა და უფლის გზით სიარულის შემთხვევაში ღმერთი წყალობას მოუვლენს მათ.
|
|
მკითხველს ვთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის საინტერესო ნაშრომს ("შეუმჩნეველი" პოლიტიკური ავანტიურა "ვეფხისტყაოსანში", 2006 წ. რომელსაც ახლახანს წავაწყდი ინტერნეტში). ის ეხება "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტს, კერძოდ ინდოეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც მართლაც პოლიტიკური ხასიათისაა. ნაშრომი საინტერესოა და ჩვენი აზრით სწორად გადმოსცემს მოვლენათა განვითარების მიზეზებს.
წინამდებარე წერილი ერთგვარად ეხმიანება ჩვენს დაკვირვებას "ვეფხისტყაოსანში" გადმოცემულ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპების შესახებ ("ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში", რომელიც დაახლოებით ამავე დროს ან ცოტა ადრე გამოვაქვეყნე გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში" და შევიდა ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007). ელექტრონული ვერსია http://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=86&id=477),
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევის საგანი სხვადასხვაა, და ზოგიერთ დეტალში შეიძლება არ დავეთანხმო მკვლევარს, როგორც ჩანს, ბ-ნი ლევან გიგინეიშვილი და თქვენი მონა მორჩილი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მივედით მსგავს დასკვნებამდე "ვეფხისტყაოსანში" წარმოდგენილი ინდოეთის სამეფოს (სიმბოლურად საქართველოს) ლეგიტიმიზმის პრინციპთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტახტზე შეიძლება ავიდეს მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი, თუ დინასტიას ჰყავს მოგვარე პრინცი, გვერდითი შტოს წარმომადგენელი.
მკითხველს ვთავაზობთ ლევან გიგინეიშვილის აღნიშნულ ნაშრომს.
გაიოზ მამალაძე
|
|
|
|
|
|
ეს წერილი დაიწერა XXI საუკუნის დასაწყოსში და შევიდა 2007 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის".
გია მამალაძე
|
|
სხვათა შორის, ყველაფერი ხდება, ესპანეთში ტახტზე ავიდა ხუან კარლოსი, ის არ ყოფილა დინასტიის უფროსი, მაგრამ, ასე მოხდა, რადგან ჩათვალეს, რომ ხუან კარლოსმა დაიმსახურა და არა მისმა მამამ, ბიძამ თუ ბიძაშვილმა... ამქვეყად ყველაფერი ხდება.
|
|
|
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
| 27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს. |
| | | |
|