საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

არის თუ არა პატარა გიორგის გვარი ბაგრატიონ-ბაგრატიონი (წერ. I)
გაიოზ მამალაძე

რაც შეეხება მის გვარს ბაგრატიონ-ბაგრატიონი...

ბოლო ხანს, სამწუხაროდ, გამოჩნდა პუბლიკაციები თუ კომენტარები, რომ პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგარტიონი არ უნდა იწოდებოდეს უფლისწულად, არ არის თითქოს საჭირო გვარის „გაორმაგება“ და ბაგრატიონ-ბაგრატიონის გვარის ტარება მისთვის, თითქოს მამის მხრიდან არის უბრალო თავადის და არა მეფური წარმომავლობის და ა. შ.

მამამისის, დავით ბაგრატიონის შტოს ღირსების შესახებ არა ერთხელ დამიწერია და აქ არ გავაგრძელებ (იხ. ჩემი „ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს სამეფო ღირსება არ დაუკარგავს“, „ვის დაუნათესავდნენ და დაუმოყვრდნენ ბაგრატიონები ევროპაში“ და სხვა).

ხომ შეუძლია მამას, დავით ბაგრატიონს გადასცეს გვარი მემკვიდრე ვაჟს!

მაშასადამე, აქ გაუგებარი არაფერია...

რაც შეეხება დედის მხრიდან გვარის გადაცემას, აქაც ყველაფერი წესრიგშია...

კიდევ ერთხელ და დაწვრილებით განვმარტოთ:

ისტორიაში ჩვენ გვყოლია მეფეები, რომლებიც დედითა და მამით ბაგრატიონები იყვნენ, მაგრამ მათთვის ბაგრატიონ-ბაგრატიონის, ანუ „ბაგრატიონის გაორმაგებული გვარის მინიჭებისა“ თუ დარქმევის აუცილებლობა არ დამდგარა, რადგან, მაშინ მონარქია ისედაც გვქონდა და ტახტის მემკვიდრეობა კონკრეტულ სამეფოებში გარკვეული და ნაკლებად საკამათო იყო და არც საზოგადოება გახლდათ გადაჩვეული მეფისა თუ მეფის ოჯახის პატივისცემას, არც ბევრ ბაგრატიონს ჰქონდა პრეტენზია ტახტზე და ა. შ.

 ადრეც ვწერდი და უნდა გავიმეორო, დედის გვარის გადაცემის პრეცედენტი მხოლოდ ერთხელ იყო საქართველოს სამეფოს ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ბაგრატიონები ავიდნენ ტახტზე. რუსუდანის ძე დავით ნარინი მოხსენიებულია ბაგრატიონად, თუმცა მამით არ იყო ბაგრატიონი... თამარის შვილთა შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მამით ბაგრატიონები იყვნენ ისედაც.

„ზედსიძეობის“ ინსტიტუტის წესები და პრეცედენტები, პატარა გიორგის ბაგრატიონ-ბაგრატიონად მოხსენიების მოწინააღმდეგეები რომ გვიკიჟინებენ, ბაგრატიონებს არ შეეხება და ნურც გავაიგივებთ მათ ხიზნებთან, რომელთა შვილები ადგილობრივი წარმოშობის, დედის გვარზე გადადიოდნენ, ან სხვადასხვა მიზეზით ზედსიზეების სიმამრთა გვარზე გადადიოდნენ, რომლებიც ან ქონებას ან გვარს ეპატრონებოდნენ....

ბაგრატიონები, მეგობრებო, სრულიად სხვა გამზომილებაა...  ჩვენს ეკლესიას  სწამს, რომ ისინი არიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების ნათესავები, დავითიანები, ახალი უფლის რჩეული ხალხის მეფეებად უფლის მიერ გამოგზავნილები (იხ. ჩემი „„ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“ (და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“) საიდუმლო ინფორმაციები“ I და II ნაწილები) და ნუ მივუსადაგებთ ბაგრატიონებს „ზედსიძეობის“ ინსტიტუტისა თუ წესების გამოვლენას, არ შეიძლება...

რუსუდან მეფე დროებით ავიდა ტახტზე და შემდეგ, ძმისშვილის სრულწლოვანების მიღწევისას, უნდა დაეთმო ლაშას ძისთვის ტახტი, მაგრამ რუსუდანმა გადაწყვიტა მოეკლა თავისი ძმისშვილი (ასეთია წყარო, და ლოგიკურადაც ასე ჩანს), ამას ვერ მიაღწია, მაგრამ მონღოლებისგან აიღო სიტყვა, მორჩილების სანაცვლოდ, რომ მის შვილს გაამეფებდნენ. მონღოლობმა არ გატეხეს სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გამოჩნდა დავით ლაშას ძეც, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა. ქართველი სარგის თმოგველისა და სხვა ლეგიტიმისტი დიდებულების მოთხოვნით მონღოლთა ყაენმა ქართველთა მეფედ ლაშას ძე დაამტკიცეს, ასევე რუსუდანისთვის მიცემულის იტყვის გამო მონღოლებმა მისი ძეც დაამტკიცეს მეფედ. მეფედ დაამტკიცეს ორივე დავითი, ლაშას ძეს უწოდეს უფროსი - ულო, რუსუდანის ძეს უმცროსი - ნარინი (რა ვითარება იყო ლეგიტიმიზმის მხრივ ამ დროს, იხ. ჩემი წერილი „ლაშა-გიორგი (მონღოლებთან ბრძოლა და ანდერძის მნიშვნელობა ლეგიტიმიზმის საკითხის გასარკვევად“).

ამგვარად, მონღოლური წესით, დედამისის უზურპატორული და დანაშაულებრივი მოქმედებისა და თანატოლთა ინტერესების გამო დავით ნარინი გახდა მეფე და მოიხსენიებოდა ბაგრატიონად.

ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ დიდებულ მეფეს და იმპერატორს დავით ნარინს, რომელიც არ უშინდებოდა მონღოლებს და ებრძოდა, რომელიც ცდილობდა ტრაპიზონის დაბრნებას დედა საქართველოსთვის.

მაგრამ რამდენიმე თაობის მერე დავით ნარინის შთამომავლობა შეწყდა... ან, ჰიპოთეტურად შეიძლება ითქვას, - მის შთამომავლებს ჩამოართვეს გვარის ტარებისა და მემკვიდრეობის უფლება, რადგან დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ გვარს მიაჩნია, რომ დავით ნარინის შთამომავლები არიან, თუმცა ბაგრატიონის გვარი არ აქვთ. შეიძლება ეს მართალია და ისინი არიან ნარინის შთამომავლები, ბაგრატიონობა კი არ აქვთ...

ასეა თუ ისე, დროებითმა მეფემ (იხ.იქვე „ლაშა-გიორგი (მონღოლებთან ბრძოლა და ანდერძის მნიშვნელობა ლეგიტიმიზმის საკითხის გასარკვევად“) ქალმა რუსუდანმა ვერ შეძლო გადაეცა თავის შთამომავებისათვის სამუდამოდ გვარი ბაგრატიონი.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მისი ვაჟი გიორგი ნამდვილად ბაგრატიონია მამის მხრიდან და დედის მხრიდანაც, მამაზე ზემოთ ვილაპარაკეთ, და ასევე, ვითარცა გრუზინსკების შთამომავალი იღებს ბაგრატიონის გვარსაც და ამით გრუზინსკებს არ ეკარგებათ მემკვიდრეობა. და ამით, რაც მთავარია, მისი, ანას ოჯახი და შვილი ხდებიან გამორჩეული სხვათაგან.

ამგვარად, თუ საქართველოში ვიღაც-ვიღაცეები ითმენენ რომ აფრიკული წარმოშობის ადამიანი ჭავჭავაძის გვარს ატარებს, რატომ არ მოსწონთ რომ ორი შტოს ბაგრატიონთა მემკვიდრე, დავით აღმაშენებლის სისხლი და ხორცი, ბაგრატიონ-ბაგრატიონის გვარს ატარებდეს???

რუსული კოლონიალიზმის კვალს, თუდაც ღირსებისა და მნიშვნელობის გამომხატველს, ჩვენს ისტორიაში რაც უფრო მეტად წავშლით და დავუბრუნდებით ქართულს, უკეთესი არ იქნება?

მართალია, წოდება გრუზინსკი ძალიან დიდებულია, მაგრამ, მაინც რუსულია, ასევე მუხრანკია რუსული...

შეიძლება სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა საუბრებში, დოკუმენტებში და ა. შ. პატარა გიორგი ჩაიწეროს მხოლოდ ბაგრატიონად, მუხრან-ბატონიშვილად, ასევე ბაგრატიონ-ბაგრატიონად, მაგრამ, ბაგრატიონ-ბაგრატიონი რომაა ნამდვილად, მამით და დედით, ღირსებით და ლეგიტიმირად -  ამას ვერავინ წაართვევს...

საოცარია ამ გაერთიანებული ოჯახისა და პატარა ბაგრატიონ-ბაგრატიონის გერბიც, ორი შტოს გერბი ერთი გვირგვინის ქვეშ, ეს ხომ დიდი სიმბოლიკაა...

მოკლედ, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი ღმერთმა ადღეგრძელოს, თავის მშობლებთან და კეთილისმსურველებთან ერთად, ჩვენს სამშობლოსთან ერთად.


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq