|
|
21 აპრილს, კვირას, 16 საათზე სამების ტაძრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ენუქიძეთა საგვარეულო კავშირის კრება
|
|
ნიშანდობლივია, რომ 15 მაისს მეფისა და სამშობლოსათვის თავის განწირვის მიზნით ფიცის დასადებად ყველა წოდების ჭაბუკები მოდიოდნენ, ვისაც კი 15 წელი შეუსრულდებოდა, უფროსებს კი წინა წლებში ჰქონდათ მიღებული ფიცი, მაგრამ შთამაგონებელ სიტყვებს და ლოცვას მაინც იმეორებდნენ. ფიცის კაცთა თითოეული სახლი მეფის ციხე-სიმაგრე იყო, თან ტაძრის სათნოებით და მრავალძალიანობით შემოსილი. ვინც იქ თავს შეაფარებდა, მეფისაგან უსათუოდ სამართალს მიიღებდა.
|
|
მაისურაძეთა მძლავრმა, მრავალრიცხოვანმა გვარმა თავისი საგვარეულო კავშირი 1998 წელს შექმნა და უკვე მესამე ათასწლეულის დასაწყისში მათი ღვაწლი თვალსაჩინო და სამაგალითოა. გვარი ერთ ეროვნულ, მონოლითურ სხეულად შეიკრა და ფართო მასშტაბის კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობა გააჩაღა. მათი მოქმედების არეალი არა მარტო საქართველოა, არამედ უცხოეთიც. ყველგან ეძებენ და ავლენენ მაისურაძეებს და თითოეულ მათგანთან საქმიან კავშირს ამყარებენ. შეჭირვებულთ ეხმარებიან, ხოლო წარმატებულთ ქველმოქმედებისკენ უბიძგებენ, უცხოეთში მყოფ მაისურაძეებს სამშობლოში დაბრუნების ყოველგვარ პირობებს უქმნიან.
|
|
საგვარეულო მოძრაობა საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ის ყოველთვის საეკლესიო ხასიათს ატარებდა. გვარი და გვარიშვილობა მართლმადიდებლური რწმენით მირონცხებული სამშობლოს ერთგულ მამულიშვილებს აყალიბებდა და ქართველი ერის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფდა.
|
|
6 მარტისთვის იგეგმება მისი ნაშრომების გამოფენა იქვე (სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში), დასაწყისი 15.00 საათზე.
|
|
4 მარტს, ორშაბათს 17 საათზე თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება გვარების წინამძღოლთა დარბაზის სხდომა.
|
|
რუსეთის იმპერიის ორასწლოვანმა ბატონობამ, განსაკუთრებით კი საბჭოთა წყობილების სამოცდაათწლიანმა ანომალიამ, ქართული ცხოვრების წესი ფრიად შებღალა და დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ეროვნული ხელისუფლების წინაშე მისი აღდგენის აუცილებლობა მთელი სიმწვავით დადგა.
|
|
2013 წლის 25 თებერვალს, 15 საათზე, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში
|
|
კვირას პატრიარქმა დალოცა შემდეგი გვარები: მიქიაშვილები, ჯაჯანიძეები, ამისულაშვილები, სამუშიები, ბარამიეები, მეიშვილები, გოჩაშვილები, ნონიაშვილები და მრელაშვილები.
|
|
სამეფო საიტმა მიიღო წერილი ყველაშვილების საგვარეულო კავშირის წინამძღვრისაგან, ბატონ ნუკრი ყველაშვილისაგან, ეს ინფორმაცია, ვფიქრობთ, დააინტერესებს ჩვენს მკითხველს. წერილში საინტერესო ინფორმაციაა გვარებთან დაკავშირებით და სიამოვნებით ვავრცელებთ.
|
|
|
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა.
შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს. | წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს.
წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
|
| | | |
|