საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ლევან ფრუიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა
georoyal.ge

6 მარტს გაიმართება

როგორც მკითხველს ვაცნობეთ, ამა წლის 25 თებერვალს გამოჩენილ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, ქართული საგვარეულო მოძრაობის ერთ-ერთ მესვეურს, საქართველოს საგვარეულოთა კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ გამგეობის თავმჯდომარეს, სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზის საბჭოს თავმჯდომარეს -  - ლევან ფრუიძეს შეუსრულდა 80 წელი. მისი იუბილე საზოგადოებამ საზეიმოდ აღნიშნა სამების საათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.

6 მარტისთვის იგეგმება მისი ნაშრომების გამოფენა იქვე (სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში), დასაწყისი 15.00 საათზე.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია.

ლევან ფრუიძის ბიოგრაფია

ლევან აკაკის ძე ფრუიძე დაიბადა 1933 წლის 24 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა ჟოშხაში. 1950 წელს დაამთავრა ჭრებალოს საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1968 წელს აკად. გიორგი ჩიტაიამ გადაიყვანა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იქვე დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. ლ. ფრუიძემ განვლო გზა ლაბორანტიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. არის რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. იყო 1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.




საგვარეულო მოძრაობით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. XX ს-ის 80-იანი წლებიდან, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ქმნის საგვარეულო კავშირებს. მათი მიზანია ქართველი ერის ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენაში დაბრუნება, თანამედროვე ვითარების შესაბამისად თავანკარა მამა-პაპური ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების აღდგენა.



საგვარეულო კავშირების რაოდენობამ როცა ოთხასს გადააჭარბა, აუცილებელი გახდა მათი კოორდინაცია, ამიტომ ლ. ფრუიძემ 2003 წელს ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ,,გვარი და გვარიშვილობა'', რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან მოქმედებს.

ბიბლიოგრაფია

სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 160გვ.

განაწესი სოფელ ჭრებალოსა და ჭრებალოს საკრებულოსათვის (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 47გვ.

ქასრაძეები და ქასრაშვილები (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 56გვ.

მოძღვარი : პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 68გვ.

იქ, სადაც იბადება რიონი : რაჭის ხსნა დღეს შეიძლება, ხვალ გვიან იქნება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 119გვ.

ყოფა და ტრადიციები : ეთნოგრაფიული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 127გვ.

რაჭა ეთნოგრაფიის თვალით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 62გვ.

ეროვნული ტრადიციების მიზნობრივი მართვა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1984. - 32გვ.

ცხრაციხეთის ლეგენდა : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 177გვ.

ქართული ეთნოგრაფია და ტრადიციები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.

საგანძურები : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 91გვ.

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. : წ. 1 : რაჭა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 336გვ.

უცხო ფრინველი : საქართველოს ფაუნა, ნარკვევი ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 50გვ.

დაკარგული ბილიკი : მოთხრობა ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 20გვ.

ლამლუზის დარბევა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1962. - 25გვ.

მემატიანე, მომსწრე, ოცნების.
მომსწრე, დიდების სიყვარულისა
ეს ხომ შენა ხარ, ეს ხომ შენა ხარ!
ხმალი უფლისა, ძე ღვთისმშობლისა.
დიდი პოეტი, დიდი მგოსანი,
თვით საქართველოს დიდი მშობლისა.
შენ ააყვირე რაჭული ვაზი,
მისი მშვენებით, მისი დიდებით.
შენ შეუქმენი თვით ქართულ მიწას,
დიდი ბარაქა, შენი შრომებით.
წინამძღოლი ხარ მთელი ერისა,
გვარი და გვარიშვილობის
ფუძემდებელი შეუპოვარი მოძრაობისა.

ნინო გურეშიძისგან

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq