|
|
ხატის სამუდამო დასაბრძანებელი, გვარის ოჯახების მოლოცვის შემდეგ, ნუნისის ღვთისმშობლის შობის ტაძარია, სადაც ყოველი წლის 21 სექტემბერს შევიკრიბებით ხატისა და ტაძრის მოსალოცად; გვარის დალოცვის დღეს 21 სექტემბერი ანუ ნუნისობა, საგვარეულო დღესასწაულადაც გამოცხადდა. უწმინდესისა და უნეტარესის ბრძნული ხედვა მომავლისა, რომ გაძლიერდეს საქართველოს ყველა მხარე და არ დავკარგოთ კავშირები ფუძისეულ კუთხეებთან, ამ ტრადიციის საფუძვლის ჩაყრით ვფიქრობ, უფრო გამყარდება.
|
|
სიყვარულით გევლოს წინ, წინაპრებისკენ, ჩვენო ჯიშო და ჯილაგო, ჩემო მთლიანო საქართველო!
|
|
გენერლის საგანგებო როლზე ქვეყნის ცხოვრებაში არაორაზროვნად განაცხადა ბარაკ ობამამ –სამძიმრის სიტყვაში ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა: “მან განვლო არაჩვეულებრივი ცხოვრების გზა, რომელშიც ჩააქსოვა ამერიკელთა რწმენა ოცნებაზე“.
|
|
,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.
|
|
მარიამ ბუკისციხელი იმ სანაქებო ქართველ ქალთა პლეადას ეკუთვნის, რომელსაც მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვანელისა, თინა წავკისელის და სხვათა უკვდავი სახეები ამშვენებენ.
|
|
,,არს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუვალი გარე მტრისაგან. ჰავითა კეთილმშვენიერი, ზაფხული გრილი, ზამთარს თბილი და უქარო, მოსავლიანი, თვინიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი“.
|
|
1747-1752 წლების ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთის სამეფო ამიერკავკასიის ჰეგემონი გახდა, ერეკლე II-ის სახელი კი ევროპას მისწვდა.
|
|