საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ღვაწლი (მაისურაძეები, ნიკოლაიშვილები და სხვა)
ლევან ფრუიძე

მაისურაძეთა მძლავრმა, მრავალრიცხოვანმა გვარმა თავისი საგვარეულო კავშირი 1998 წელს შექმნა და უკვე მესამე ათასწლეულის დასაწყისში მათი ღვაწლი თვალსაჩინო და სამაგალითოა. გვარი ერთ ეროვნულ, მონოლითურ სხეულად შეიკრა და ფართო მასშტაბის კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობა გააჩაღა. მათი მოქმედების არეალი არა მარტო საქართველოა, არამედ უცხოეთიც. ყველგან ეძებენ და ავლენენ მაისურაძეებს და თითოეულ მათგანთან საქმიან კავშირს ამყარებენ. შეჭირვებულთ ეხმარებიან, ხოლო წარმატებულთ ქველმოქმედებისკენ უბიძგებენ, უცხოეთში მყოფ მაისურაძეებს სამშობლოში დაბრუნების ყოველგვარ პირობებს უქმნიან. მკითხველმა განსაჯოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დღეს ასეთ მოქმედებას...

1998 წლის 19 დეკემბერს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ინიციატივით, სახელგანთქმული ფალავნის კოსტა მაისურაძისადმი მიძღვნილი სრულიად საქართველოს მოჭიდავეთა ტურნირი ჩატარდა, სადაც ქვეყნის ახალი ფალავანი გამოვლინდა.

მაისურაძეებს ბევრი ამაგდარი მოღვაწე ჰყავთ (მწერლები, მხატვრები, მეცნიერები, სპორტსმენები, ომისა და შრომის გმირები, გენერლები, პოლიტიკოსები და ა.შ.). ამათგან უკვე შვიდმა დიდ ქართულ ენციკლოპედიაში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. განსაკუთრებით გამორჩეულია ფერმწერი, ქართული რეალისტური პორტრეტის ფუძემდებელი გიორგი ივანეს ძე მაისურაძე, რომელიც 1817 წელს თელავის მაზრის სოფელ წინანდალში დაიბადა. იგი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩის გარსევან ჭავჭავაძის ყმა იყო. გარსევანის ვაჟმა, რომანტიკოსმა პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ხატვით გატაცებული ნიჭიერი ჭაბუკი გიორგი მაისურაძე ყმობიდან გაათავისუფლა და 1837 წელს პეტერგურგის სამხატვრო აკადემიაში გაგზავნა. გიორგი მაისურაძე პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც პეტერბურგში უმაღლესი სპეციალური აკადემიური განათლება მიიღო, გამოჩენილი ხელოვანის კ. ბრიულოვის კლასი დაამთავრა (1844 წ.) და პროფესიონალი ფერმწერი გახდა.

1850-იანი წლებიდან გიორგი მაისურაძე ქუთაისში მოღვაწეობდა, იქაურ კლასიკურ გიმნაზიაში ხატვას, ხაზვას და კალიგრაფიას ასწავლიდა, ასობით ახალგაზრდას ქართული ტრადიციებისა და ევროპული განათლების შერწყმით ზრდიდა. ცხოვრების მძიმე პირობების გამო პროფესიონალი მხატვარი იძულებული გახდა თავისი უმთავრესი მოწოდება – ხატვა – პედადოგიური საქმიანობისათვის შეეთავსებინა და, ექვთიმე მთაწმინდელისა არ იყოს, ღამეებს შემოქმედებით რუდუნებაში ათენებდა. სამწუხაროდ, ხელოვანს იმისი მატერიალური შესაძლებლობაც არ ჰქონდა თავისი შედევრების კოლექცია შეექმნა და შთამომავლობისათვის შემოენახა. გიორგი მაისურაძის უკვდავი ფერწერული ტილოები, პორტრეტები გაბნეული იყო და, ფიროსმანის ნახატების მსგავსად, დუქნებს ან ოჯახებს ამშვენებდა. გარდა ამისა გიორგი მაისურაძის მადლიანი მარჯვენით ქუთაისის და, საერთოდ, ქვემო იმერეთის ბევრი ეკლესია მოიხატა და კანკელებით შეიმკო. მეტად დასანანია, რომ გიორგი მაისურაძის შემოქმედებიდან ძალიან ცოტა რამ გადარჩა. მისასალმებელია, რომ მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა მიზნად დაისახა, დიდი თანამოგვარის ნამუშევრები გამოავლინოს, შეაგროვოს და ეროვნულ საგანძურებს დაუბრუნოს.

გიორგი მაისურაძე 1885 წელს ქუთაისში გარდაიცვალა. მისი ნეშტი მწვანე ყვავილას სასაფლაოზე განისვენებს. საქართველოს ამ უაღრესი ძნელბედობის, სიდუხჭირის ჟამს მხატვრის საფლავი მოუვლელი და დასაკარგად განწირული იყო. მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა ომარ მაისურაძის მეურვეობით, შთამომავალთა, რბილად რომ ვთქვათ, ეს გულგრილობა გამოასწორა, საფლავის რესტავრაცია მოახდინა და მემორიალურ ძეგლად აქცია.

ფრიად სასიამოვნოა, რომ მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობა მრავალ სასარგებლო და კეთილ საქმეს აკეთებს.

მაისურაძეები სრულიად საქართველოს გვარიშვილთა-მამულიშვილთა კეთილშობილური მოძრაობის ავანგარდში არიან და ღრმად ვარ დარწმუნებული, მომავალშიც სამაგალითონი იქნებიან.

მაისურაძეთა საგვარეულო კავშირს შორსმწვდომი მიზნები აქვს:

ვინ მოთვლის რამდენი მაისურაძე ცხოვრობს თურქეთის მიერ მიტაცებულ სამხრეთ საქართველოში. ჩვენ ხომ ფუძით მესხები ვართ, მერე გარაჭველებულნი, აცხადებენ ისინი, – ყველა შთმომავლობით მაისურაძე სამშობლოსკენ უნდა მოვაბრუნოთ. 1944 წელს სამცხე-ჯავახეთში დიდი ტრაგედია დატრიალდა: საბჭოთა ხელისუფლებისათვის არასაიმედო მაჰმადიანი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს. იქ ბევრი ქართველი მოხვდა. დღეს ისედაც შეჭირვებულ საქართველოს ე.წ. ,,თურქი მესხების'' ჩამოსახლების პრობლემა დამოკლეს მახვილივით აქვს დამიზნებული. ჩვენც – მაისურაძეებმა და ყველა სხვა გვარმა – უნდა ვიზრუნოთ, რომ ე.წ. ,,თურქ მესხებში'' თანამოგვარეები მოვძებნოთ და მათ ქართველად მოქცევას ხელი შევუწყოთ. ასეთია მათი განსჯა, უსათუოდ გასათვალისწინებელი და ხელშესაწყობი.

საგვარეულო კავშირმა თავის რიგებში მოიზიდა თბილისში მცხოვრები მაისურაძეები, შემდეგ მუშაობა რაიონებში გაშალა. 1998 წლის ივნისში მაისურაძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ზემო რაჭაში, სოფელ წედისში ჩავიდნენ. წედისი საქართველოს ისტორიაში შესულია როგორც ხალხური მეტალურგიის ერთ-ერთი უძველესი კერა. აღსანიშნავია, რომ წედისის რკინის მადნის მაღარო და რკინის გამოდნობის ხალხური ბრძმედები XIX საუკუნის დამლევსა და XX საუკუნის დასაწყისშიც მოქმედებდა. წედური რკინა და ფოლადი, იქაური შრომისა და ბრძოლის იარაღი მთელ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში იყო სახელგანთქმული. ამ ძნელ საქმეს, ხალიბების თავდადებით მისდევდნენ შთამომავლობით ,,რკინის კაცებად'' მონათლული, წედისელი მაისურაძეები. დასანანია, რომ დღეს წედისში ერთი მჭედელიც აღარ ცხოვრობს. მაისურაძეთა გვარს განზრახული აქვს სოფელ წედისში აღადგინოს ხალხური მეტალურგიის ძველთაძველი ტრადიცია, ქვაწითელას მივიწყებული მაღარო, მოაწყოს ხალხური ბრძმედები, წედურ რკინა-ფოლადის ნახელავს კვლავ მოუპოვოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზარი. ეს, მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ საფუძველს მოკლებული როდია. თუ ჩვენმა ქვეყანამ კრიზისს თავი დააღწია და ტურიზმის ინდუსტრიას გზა გაეხსნა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლებით საოცრად მდიდარი, ხელთუქმნელი, ულამაზესი ბუნებით უხვად დაჯილდოებული, მაღალმთიანი სოფელი წედისი თავისი ორიგინალური ხალხური მეტალურგიით უამრავ ტურისტს მიიზადავს და გარანტირებული შემოსავლის წყაროდ იქცევა.

1998 წლის 31 ოქტომბერს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ხელმძღვანელები ახალციხეს ეწვივნენ. მათ შემოიკრიბეს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მაისურაძეები და მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ახალციხის ფილიალი დაარსეს, სათანადო პატივი მიაგეს იოანე მაისურაძის ნათელ ხსოვნას, რომელმაც 1862 წელს მესხეთში პირველი აფთიაქი გახსნა. ცნობილი წამალთმცოდნე, აფთიაქარი იოანე მაისურაძე საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მან შეადგინა და 1864 წელს გამოსცა ლოცვანი, რომელიც უფასოდ დაურიგა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას. იგი ცნობილი იყო როგორც მეცენატი, ქვრივ-ობოლთა შემწე, გაჭირვებულ ავადმყოფებს წამლებს უფასოდ აძლევდა. ქალაქ ახალციხის მერს ეთხოვა ახალციხის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს იოანე მაისურაძის სახელი, ხოლო სახლს (ნათენაძის ქ. N 27), სადაც იოანე მაისურაძე ცხოვრობდა და მესხეთში პირველი აფთიაქი გახსნა, გაუკეთდა მემორიალური დაფა.

მაისურაძეთა საგვარეულო კავშირს დიდი სურვილი აქვს, ახალციხის მკვიდრის, ცნობილი ფილოლოგის, ფოლკლორისტის და ენათმეცნიერის ილია მაისურაძის ხსოვნაც უკვდავყოს. გარდა ამისა, მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი ზრუნავს სამხრეთ საქართველოში მეტად შემცირებული ქართული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამ მხრივ მრავალრიცხოვან ქართულ გვარებს, რომელთაც სათავეში ბერიძეები უდგანან, მოუწოდებენ, რომ სამხრეთ საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

კახეთის მაისურაძეებს სათავეში უდგას სახელგანთქმული ქართველი მოჭიდავე, ნიკო კეცხოველის საყვარელი ფალავანი სვიმონ მაისურაძე.

მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის 1998 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მაისურაძეთა საგვარეულო შეკრების დღედ დაწესდა ყოველი წლის 6 მაისი – უდიდესი რელიგიური დღესასწაული – გიორგობა.

მაისურაძეები ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან, ეხმარებიან თანამოძმეებს როგორც ეკონომიკურად ისე მორალურად. ზრუნავენ ახალგაზრდობის დასაქმებისა და დაოჯახებისათვის. გამოსცეს პროფესორ გურამ მაისურაძის მონოგრაფია ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე სურთ მიხედონ ილია მაისურაძის არქივს და დროულად დაბეჭდონ მისი ქართული გვარების სრული ლექსიკონი, რომელიც ავტორს გამოუქვეყნებელი დარჩა.

გაითვალისწინა რა მაისურაძეთა ღვაწლი, 2000 წლის 10 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საპატრიარქოში მიიწვია მაისურაძეთა დიდი გვარის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის წინამძღოლმა, ბატონმა ომარ მაისურაძემ უწმინდესსა და უნეტარესს გააცნო კავშირის საქმიანობა. – პატრარქმა დალოცა და აკურთხა მაისურაძეთა სასახელო გვარი და სხვა გვარებს მოუწოდა, ეს გამოცდილება გაიზიარონ.

2008 წლის 8 ივლისს, მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის 10 წლისთავზე, კათოლიკოს-პატრიარქმა კვლავ იხმო მაისურაძეები. სამების ლავრაში აღვლენილი წირვის დროს საჯაროდ მოიწონა მათი მოღვაწეობის ათწლეული, დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

თვალსაჩინო საქმიანობას ეწევა აგრეთვე ნიკოლაიშვილების საგვარეულო კავშირი (პირველი თავმჯდომარე გიორგი ნიკოლაიშვილი, ამჟამად ერმილე ნიკოლაიშვილი). ეწყობა შეხვედრები გვარის გამოჩენილ, დამსახურებულ ადამიანებთან, დაწესდა კავშირის საპატიო წევრობის სიგელი, გამოსცეს ჟურნალი ,,საგვარეულო'', რომელსაც ცირა ნოკოლაიშვილი რედაქტორობს. ჟურნალი გვარის ისტორიას და ცხოვრებას თანმიმდევრულად აშუქებს. ყოველი ახალშობილი ნიკოლაიშვილი თავის არსებობას ამ ჟურნალით იწყებს. მუშაობენ წიგნზე – ,,ნიკო – ფუძის მქონე სახლიშვილები''. აპირებენ დედაქალაქში გახსნან საგვარეულო სასტუმრო. საგვარეულო ფილიალებს აარსებენ რაიონებში. ოჯახების შექმნის მიზნით აწყობენ ახალგაზრდობის შეხვედრებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გამოსთხოვეს ლოცვა-კურთხევა, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს ქალბატონ ლამარა ნიკოლაიშვილის პროექტი, რომ ამ გვარის ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ოჯახი საეკლესიო ჯვრისწერით განმტკიცდეს.

სამაგალითოა მიქელაძეების, იაშვილების, ნოზაძეების, ჩოხელებისა და სხვა საგვარეულო კავშირების საქმიანობა. ფრიად სასიამოვნოა, რომ თითოეული საგვარეულო კავშირის მოღვაწეობა მეტად ორგინალური და თავისებურია.

დაბოლოს, ვისურვებდით, რომ ხელისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ამ დიდ პატრიოტულ-ეროვნულ საქმეს მეტ ყურადღებას უთმობდნენ. ცენტრალური სატელევიზიო არხებით თვეში ერთხელ მაინც უნდა გაშუქდეს რომელიმე საგვარეულო კავშირის უანგარო, საშვილიშვილო ღვაწლი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq