|
დანებორგი მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი დროშაა, რომელიც დღემდე გამოიყენება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ.ლეგენდა დროშის წარმოშობას ლინდანისეს ბრძოლას უკავშირებს (ასევე ცნობილი როგორც ვალდემარის ბრძოლა), რომელიც 1219 წლის 15 ივნიის ესტონეთში გაიმართა. ამ ბრძოლაში მეფე ვალდემარ II–ის ჯარმა სასწაულებრივად გაიმარჯვა...
|
|
გეორგ პირველი იყო ჰანოვერთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი ბრიტანეთის ტახტზე. მან არ იცოდა ინგლისური და არც თავს იწუხებდა მის შესასწავლად. მისთვის უცხო გახლდათ ინგლისის კულტურა და ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესები.
|
|
1821 წლის 5 მაისს, 52 წლის ასაკში, ნაპოლეონი გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, იმპერატორი ტროპიკულმა ჰეპატიტმა შეიწირა, ხოლო მეორე ვერსიით ბრიტანელებმა მოწამლეს.
|
|
1429 წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟანა დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები ოსერი, ტრუა, შალონი, რეიმსი, სადაც 1429 წლის 17 ივლისს შარლ VII მეფედ აკურთხეს.
|
|
დედოფალ ევდოქსიას თავაშვებულობას დიდ წინააღმდეგობას უწევდა მაშინდელი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი იოანე ოქროპირი. რომელიც ამის გამო ჩამოშორებული იქნა საეკლესიო მმართველობას და გადასხლებული იქნა აფხაზეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც სოფელ კომანში.
|
|
მისი ტიტული უფრო მეფეა, ვიდრე იმპერატორი. საერთოდ იაპონიის მონარქს იმპერატორის ტიტული იმიტომ დაუმკვიდრდა, რომ საღმრთო წარმოშობისად და განუზომელი ხელისუფლების მქონედ ითვლებოდა, მაგრამ ეს უკვე მოძველებულია, ამიტომ სჯობს მეფედ მოვიხსენიოთ. მით უმეტეს, რომ იაპონია იმპერია არ არის, არ აქვს დაპყრობილი უცხო ქვეყნები და არის დემოკრატიული ქვეყანა.
|
|
პედრუ I მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მმართველი იყო. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად "სამართლიანი".
|