საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რატომ თქვა უარი გოტფრიდ ბულონელმა იერუსალიმის მეფის გვირგვინის დადგმაზე

გოდფრუა ბუიონელი (გოდფრუა ბულონელი, გოტფრიდ ბულონელი ან გოდფრუა დე ბუიონი, ფრანგ. Godefroy de Bouillon; დაახ. 1060, ბულონი — 18 ივლისი 1100,იერუსალიმი), ასევე ცნობილი, როგორც გოტფრიდ ბულიონელი (გერმ. Gottfried von Bouillon) —ქრისტეს საფლავის ლეგენდისეული მცველი, რომელიც პირველ ჯვაროსნულ ომში რომის პაპის ურბან II-ის მიმართვისთანავე ჩაერთო.


ბუიონის ჰერცოგი გოდფრუა ლოთარინგიის ოციათაისიან რაინდთა ლაშქარს სარდლობდა. ამ დროს იგი 35 წლისა ოყო. მან იერუსალიმამდე მიაღწია და იყო ერთ-ერთი, ვინც პირველმა აღმართა ქრისტიანული დროშა 1099 წელის 15 ივლისს. მთელი ლაშქრობის განმავლობაში გამოირჩეოდა რაინდული სულისკვეთებით ქრისტიანობით და ასევე სამართლიანობით. იერუსალიმის მეფედ არჩევისას წარმოთქვა:


„ქალაქში სადაც მაცხოვარი იესო ქრისტე ეკლიან გვირგვინს ატარებდა, მე სამეფო გვირგვინს ვერ დავიდგამ“

მაშინ მას მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიენიჭა. იდუმალებითაა მოცული მისი გარდაცვალების ამბავი. იგი 1100 წლის 18 ივლისს აღესრულა. გოდფრუა ბულონელის საფლავი მე-19 საუკუნემდე მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კარიბჭეში მდებარეობდა. მალე მისი საფლავი გაძარცვეს და მისი სხეულის ნაწილები დაკარგულად ითვლება. 1830 წლიდან, მას შემდეგ რაც ბელგია დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა, გოდფრუა ბუიონელი ბელგიის ეროვნულ გმირად ითვლება. მისი ქანდაკება ბელგიის დედაქალაქ ბრ

იუსელშია აღმართული.

ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I შეხვედრაზე
იერუსალიმის პირველი მეფის საფლავი
გოტფრუა ბულონელის ძეგლი ბრიუსელში

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq