საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

პორტუგალიის მეფე პედრუ I
პედრუ I სამართლიანი (პორტ. Pedro I "o Justiceiro"; დ. 19 აპრილი, 1320, კოიმბრა, პორტუგალია - გ. 18 იანვარი, 1367, ეშტრემოში, პორტუგალია) – პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1357 - 1367 წლებში. აფონსუ III და ბეატრისა კასტილიელის შვილი.

პედრუ I მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მმართველი იყო. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად "სამართლიანი".
ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დააქორწინეს 10 წლის ბლანკა კასტილიელზე. 8 წლის შემდეგ ეს ქორწინება გააუქმეს. 1339 წელს კი ცოლად შერთეს კონსტანცა კასტილიელი, რომელთანაც შეეძინა 3 შვილი. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მეფე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა თავის საყვარელთან – ინეს დე კასტრო, რომლისგანაც მას კიდევ 4 შვილი შეეძინა. 1355 წელს საყვარელიც გარდაეცვალა და ორი წლის შემდეგ უკანონო შვილი გააჩინა ტერეზია ლორენცოსაგან. სწორედ ეს უკანონო შვილი ჟუან I გახდა პორტუგალიის მეფე და ავისის დინასტიის დამაარსებელი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq