საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)

ხსენება 18 (31) მაისი

 

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.

 იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ანკვირიაში დანიშნეს სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი. თეოტეკნმა ქრისტიანები გააფრთხილა, რომ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წამება და სიკვდილი არ ასცდებოდათ. მრავალმა ქრისტიანმა დატოვა სახლი და ქალაქიდან გაიქცა. დარჩენილებს წარმართები გვემდნენ და ძარცვავდნენ.

 ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ მძიმე დღეებში წმიდა თეოდოტე კვებავდა ქრისტეს აღმსარებლებს, გაძარცულ ეკლესიებს სწირავდა საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმიდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს და განამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ, მეომრებისაგან გამოსასყიდით გამოხსნილ ქრისტიანების გვამებს კი პატივით მარხავდა. როცა ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, საღვთო ლიტურღია წმიდა თეოდოტეს სახლში სრულდებოდა.

 იმ დროს ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსი, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმიდანებმა ტეკუსიმ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ

სამეფო კლუბი
და ევფრასიამ სიყრმითგან უფალს უძღვნეს თავი. თეოტეკნის სამსჯავროზე წარდგენილმა მოწამეებმა თამამად აღიარეს ქრისტე. წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ტბაში ჩაახრჩვეს. მეორე ღამეს წმიდა ტეკუსი ძილში გამოეცხადა წმიდა თეოდორეს და შეევედრა, ტბიდან ამოეღო მათი ცხედრები და ქრისტიანულად დაემარხა. წმიდანმა წაიყვანა მეგობარი პოლიხრონიოსი, სხვა ქრისტიანები და უკუნ ღამეში ტბისკენ გაემართნენ. ამ დროს ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს გამოეცხადა წმიდა მოწამე სისანდრე. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ქრისტიანებმა მოწამეთა გვამები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა გაიგო წმიდანთა ცხედრების ამბავი, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად პოლიხრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმიდანი სასამართლოზე წარადგინეს. მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაპირდნენ ქრისტეს უარყოფისათვის. წმიდა თეოდოტემ ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებულმა წარმართებმა გააგრძელეს წმიდანის ტანჯვა, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და ცოცხლად გადარჩა. წმიდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერას გახდებოდა და თავის მოკვეთა ბრძანა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმიდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისც
სამეფო კლუბი
ა. ღვთის ნებით ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონმა, წმიდა ცხედარი ვირს აჰკიდა და წმიდა თეოდოტეს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას დაკრძალა იგი. მოგვიანებით წმიდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმიდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წელს.

ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq