საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

„სათნოების გოდოლი“ – ისიდორე სამთავნელი

25 ივნისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს „სათნოების გოდოლად“ წოდებულ ერთ ასურელ მამათაგანს – ისიდორე სამთავნელს.

როგორც ცნობილია, 13 ასურელი მამა თავდაპირველად ზედაზენზე დასახლდა, საიდანაც შემდეგ მთელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაემკვიდრენ იოანე ზედაზნელის სულიერი შვილები.

წმიდა ისიდორე სამთავნელი, ზედაზნიდან წამოსვლის შემდეგ მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე დაეფუძნა.  იგი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. ხანგრძლივი მოციქულებრივი მოღვაწეობის შემდეგ, სოფელ ჭალის სიახლოვეს ააშენა მონასტერი. გადმოცემის მიხედვით, მამა ისიდორეს თან ჰქონდა მაცხოვრის – იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, რომელიც თავის მიერ აგებულ ეკლესიაში დააბრძანა.  წმინდა ისიდორეს აგებული ეკლესიიდან დღეისათვის აღარაფერია შემორჩენილი – ამჟამინდელი სამთავისის ტაძარი სამთავნელ ეპისკოპოსს, ილარიონს აუგია –X-XI საუკუნეებში; თუმცა, ცხადია,  ისიდორე ამ სამონასტრო კომპლექსის სულისჩამდგმელია. ისიდორე სამთავნელი თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვეა დასაფლავებული.

 

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე (249-251)
წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესათვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას.
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
gaq