საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ნიკოლოზ აბაზაძე
ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე (დ. 19 ივლისი, 1863, სოფ. სურამი — გ. 1 ოქტომბერი, 1931, იქვე) — ქართველი ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1890). მუშაობდა თბილისსა და სურამში. იყო ნაფიცი მსაჯული, ადვოკატთა კოლეგიის წევრი. აბაზაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის სოციალური და სამეურნეო ყოფის შესწავლაში. მისი მთავარი შრომებია: "საოჯახო თემი ქართველებში" (1893) და "ხანულობა" წველაში მოზიარეობის წეს-ჩვეულება» (1898, ორივე რუსულ ენაზე).

გთავაზობთ გიორგი ჩუბინიძის სტაიას ნიკოლოზ აბაზაძი შსახებ:

ლესია უკრაინკას მუზეუმის ამბავი და ყველასგან მივიწყებული პერსონა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ზინდისში, ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძის სახლში 1952 წლიდან განთავსებულია ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის - ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩის) მუზეუმი. 


ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენს საკუთრივ ნიკოლოზ აბაზაძის პერსონა, რომლის შესახებაც ამჟამად მხოლოდ ბიოგრაფიული მონაცემები მოგვეპოვება და არ ვიცით სად ინახება მისი ნაშრომები. 


ნიკოლოზ აბაზაძე 1863 წლის 14 აგვისტოს, სურამში, სოფ. ზინდისში (ამჟამად დაბა სურამის ერთ-ერთი უბანი) დაიბადა თავად ლევან აბაზაძისა და მაგდანა ზაალის ასული ყიფიანის ოჯახში. მაგდანა ყიფიანი დიმიტრი ყიფიანის ნათესავი ყოფილა. ნიკოლოზ აბაზაძის დას - ნინა აბაზაძეს ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებელი დაუმთავრებია (ეს გამოშვება ამ სასწავლებლისთვის პირველი იყო), მეორე დას - მარიამს კავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ხოლო ძმას - ალექსანდრე აბაზაძეს ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ თბილისის რეალურ სასწავლებელში უსწავლია. 


თავად ნიკოლოზ აბაზაძემ 1884 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და მომდევნო წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1890 წელს დაამთავრა. ამ პერიოდში იგი ხდება ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოების წევრი, აქვე მას 1889 წელს მოუმზადებია მოხსენება “ქართული საოჯახო თემი", რომელიც დაბეჭდილა რუსულ და გერმანულ გამოცემებში, ხოლო მოგვიანებით მისი ნაშრომი ბროკჰაუზისა და ეფრონის დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონის სტატიებში “ქართველისა" და “საქართველოს" განსასაზღვრად გამოუყენებიათ. 


მას აგრეთვე მოუმზადებია ნაშრომი “ხანულობა". 1889 წელს ნიკოლოზ აბაზაძე აირჩიეს მოსკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. იგი საქართველოს ტერიტორიაზე აგროვებდა სახალხო თქმულებებს, ლეგენდებს, ლექსებს, ზღაპრებს. 


საქართველოში ნიკოლოზ აბ

აზაძემ თბილისის საოლქო სასამართლოში, შემდეგ სურამის საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და ეთნოგრაფიულთან ერთად იურიდიულ საქმიანობასაც მიჰყვებოდა. 


ნიკოლოზ აბაზაძის მეუღლე იყო ნანა მუატი, წარმოშობით გერმანელი. ნანა მუატის მამა იყო გენრიხ მუატი, რომელიც სურამის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ერთ-ერთი მონაწილე იყო. 


ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ნიკოლოზ აბაზაძის ოჯახი ჯერ გაკულაკებული, ხოლო შემდეგ კულაკობიდან განთავისუფლებულია. ამავე მოვლენებიდან მალე, 1931 წელს იგი გარდაიცვალა, ხოლო ადგილობრივთა ცნობით აბაზაძეებს მათი მამულები გლეხებისთვის მიუყიდიათ, თუმცა, ცხადია, მიწების გაყიდვა იმ დროს მეტად გასაკვირი ფაქტია. 1952 წელს კი სახლი მთავრობის ხელშია გადასული, სადაც გიორგი ლეონიძის თაოსნობით ლესია უკრაინკას მუზეუმი გაიხსნა. 


აბაზაძეების სახლის წინ პატარა ეკლესია და საძვალეც ყოფილა, თუმცა მისი დანგრევის მიზეზები და დრო უცნობია, ამჟამად კი ამ ადგილას თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული ლესია უკრაინკას ბიუსტია აღმართული. 


სასახლე ამჟამად მეტად დაზიანებულია, თუმცა იქ განთავსებული მუზეუმი მაინც ფუნქციონირებს და შედის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფ ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებაში, კიდევ ორ მუზეუმთან ერთად. ვფიქრობ, აუცილებელია საკუთრივ ნიკოლოზ აბაზაძის პიროვნებაზე, მისი შემოქმედების ძიებაზა კვლევა გაგრძელდეს, მოხდეს მისი სახლის რესტავრაცია და არსებულ მუზეუმთან ერთად მცირე სივრცე დაეთმოს ნიკოლოზ აბაზაძის მემორიალურ კუთხეს.


2017 წლის სექტემბერში, გამოჩენილი უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში სამუშაო შეხვედრა შედგა. 


ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვს მუზეუმთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გააცნეს. 


შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი კახა სამხარაძე.


მხარეებმა მუზეუმის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ადგილზეც შეისწავლეს და რეაბილიტიტაციისთვის ოპტიმალური სამოქმედო გეგმებიც დასახეს.


იმედი ვიქონიოთ ნგრევის პირას მყოფი მუზეუმი დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფუნქციას და ნიკოლოზ აბაზაძის სახელიც მეტი ქართველისთვის გახდება ცნობილი.


გიორგი ჩუბინიძე


http://intermedia.ge/სტატია/88922-ლესია-უკრაინკას-მუზეუმის-ამბავი-და-ყველასგან-მივიწყებული-პერსონა/36/

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq