საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ქართლ–კახეთის მეფის, თეიმურაზ მეორის უხრწნელი ნეშტის შესახებ
თეა პაიჭაძე

ქართლ–კახეთის მეფის, თეიმურაზ მეორის უხრწნელი ნეშტის შესახებ

 

კარგა ხანს მოწიწებით უვლიდნენ მეფეთა საფლავებს ასტრახანის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში, მაგრამ იცვალა ჟამი. 1801 წელს მათი საფლავის ძეგლები და წარწერები მოიშალა, ხოლო 1917 წლის სისხლიანი რევოლუციის შემდეგ ტაძრის შენობას ხან საწყობად, ხან კი არქივის საცავად იყენებდნენ და საფლავების კვალიც კი დაიკარგა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი ასტრახანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა, როგორც მე-17-18-ე საუკუნის რუსული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი და დაიწყო დიდი სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც ქართველ მეფეთა სამარხებიც აღმოაჩინეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყდა, მოეწყოთ სპეციალური გამოფენა სახელწოდებით: ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მე-18 საუკუნეში“. ვარაუდობდნენ, რომ დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი ეყოლებოდა მუზეუმს, რადგანაც ასტრახანის მიძინების ტაძარი ტურისტულ მოგზაურობათა გეგმით გათვალისწინებულ დასათვალიერებელ ობიექტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

ყოველივე ამის გამო გადაწყდა, გაეხსნათ ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორეს აკლდამები და მათი ნეშტები იმავე ტაძარში გადაესვენებინათ.

მიიწვიეს ქართველი მეცნიერებიც.

1973 წლის 13 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტიდან ასტრახანში გაგზავნეს: პროფესორი - გიორგი პაიჭაძე, ისტ. მეცნ. კანდიდატი - ვახტანგ ჯაფარიძე და ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის გამგე - ნ. არჩვაძე.

17 თებერვლიდან დაიწყო მეფეთა აკლდამების გახსნა და ქართველ და რუს მეცნიერებს თვალწინ წარმოუდგათ შემდეგი სურათი:

ვახტანგ მეექვსის სამარხში წააწყდნენ მეფის ცხედრის ნაშთებს: ცალკეულ დაშლილ ძვლებს და კუბოსა და სამოსის ნარჩენებს.

ხოლო როდესაც თეიმურაზ მეორს სამარხი გაიხსნა:

,,მოულოდნელი და გასაოცარი სურათი გადაიშალა ჩვენ წინაშე სუდარის ახდის შემდეგ, - ვკითხულობთ გიორგი (გიგა) პაიჭაძისა და ვახტანგ ჯაფარიძის სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომში - ,,ქართული ისტორიული ძეგლები ქალაქ ასტრახანში“ (თბილისი, 1974 წ., გვ.17) -  თვალწინ წარმოგვიდგა თეიმურაზ მეორე თავის მდიდრულ სამეფო ტანსაცმელში, რომელიც დაუზიანებლად იყო მოღწეული ჩვენამდე. მიცვალებული იწვა გულაღმა, თავით დასავლეთისაკენ, ხელები ეწყო ჯვარედინად, ცოტა მკერდს ქვემოთ. 211 წლის შემდეგ ნეშტს შემხმარ კანზე შერჩენილი ჰქონდა მოკლე და ჭაღარა წვერი, ულვაშები, შეთხელებული თმები, წარბები...

სრულიად განსაკუთრებული იყო მისი სამეფო ტანსაცმელი; ეს იყო თეთრი ფერის ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი სამეფო კაბა, შემკული მცენარეული სახეებით - ვარდების გამოსახულებებით; თითოეული ვარდი ჩასმული იყო რომბისებურ ჩარჩოში, ხოლო რომბები თავისი კუთხეებით ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, რაც მცენარეული ორნამენტის უწყვეტ ბადეს ქმნიდა. ქსოვილი, როგორც ჩანს, ნაქსოვი იყო აბრეშუმით და ოქრომკედით.

ასეთი ძვირფასი კაბა ორი ეცვა - გარეთა და შიგნითა; ორივე კაბა გრძელი იყო... კაბები წელსზევით ღილ-კილოებით იკვროდა. გარეთა კაბას 22 ღილი და შესაბამისი კილო გააჩნდა. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო გირჩების ფორმის მსხვილი ღილები, რომლებიც კაბას მარცხენა მხარეს ჰქონდა დაკერებული; ღილებს, პირველი დაკვირვების მიხედვით, უნდა გააჩნდეს ვერცხლის  ვიწრო ფირფიტისაგან გაკეთებული ,,ჩონჩხი“ გირჩის ფორმისა, ხოლო შემდეგ გარედან ამ ,,ჩონჩხზე“ ოსტატურად, პირდაპირ მხატვრულად შემოწნულია გრეხილი ძაფისაგან გაკეთებული ,,ბადე“, რომელიც სავსებით ფარავს ღილის ,,ჩონჩხს“. ღილების ხელსაქმის იშვიათი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს. კილოები გრეხილი ძაფისაგანვე ყოფილა გაკეთებული და კაბას მარჯვენა მხარეს ეკერა. კაბას აქვს დაბალი და ,,გახამებული“, დამდგარი საყელო, რომელიც ყელის ორსავე მხარეს თანდათან ვიწროვდება და დაბალი, წამახვილებული ბოლოებით თავდება. გულმკერდის მთელ სიგანეზე, კაბის ჭრილის ორსავე მხარეს, თითოეული ღილის გასწვრივ, ჰორიზონტალურად დაკერებულია სახიანი, ვიწრო ზონრები. ასეთი სახიანი ზონრები, ისედაც ლამაზსახიან კაბას კიდევ მეტ სილამაზესა და საზეიმო იერს აძლევს. ერთი სიტყვით, თეიმურაზ მეორის გარეგნობა, მისი საზეიმო ტანსაცმელი და ტანსაცმლის დეტალებიც სწორედ ისეთივე იყო, როგორსაც ჩვენ ვხედავთ მხატვარ ა. ანტროპოვის ნახატის მიხედვით შესრულებულ გრავიურაზე...

შიდა კაბაზე, წელზე შემორტყმული ჰქონდა თხელი და ნაზი აბრეშუმის ქსოვილის სარტყელი, რომელიც ძლიერ იყო დაშლილი... მთლიანად იყო შერჩენილი შინდისფერი აბრეშუმის ზოლიანი შარვალი, რომლის ტოტები მაღალყელიან ოქროსფერ აბრეშუმის წინდებში იყო ჩატანებული.

მიცვალებულს გულზე ეკიდა მინანქრიანი ოქროს პატარა ჯვარი, ბერძნული დაქარაგმებული წარწერით; თავქვეშ ედო ნარინჯისფერი აბრეშუმის ქსოვილისაგან გაკეთებული ორი ბალიში, რომლებიც ზემოხსენებული მცენარეული მასით იყო გატენილი. ქვემოდან დაფენილი ჰქონდა მთელ სიგრძეზე ისეთივე მცენარეული საფენი, როგორიც მას ზევიდან ეფარა. მცენარეულ ფენას გადაფარებული ჰქონდა ნარინჯისფერი აბრეშუმის ქსოვილი ნაპირების გაყოლებაზე, ხოლო შუა ნაწილი მთელ სიგრძეზე ღიად იყო დატოვებული“ (გვ. 17-19).

მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზ მეფის სხეულის უხრწნელობა მხოლოდ ერთი მწირი ფრაზით არის გადმოცემული, ხოლო შესამოსელის აღწერილობას ვრცელი ადგილი ეთმობა, მორწმუნეთათვის ეს ფასდაუდებელი ინფორმაციაა...

მეცნიერებისათვის იმდენად აშკარა და ხილული იყო თეიმურაზ მეფის უხრწნელობის ფაქტი, მაგრამ ამავე დროს იმდენად ამოუხსნელი და წარმოუდგენელი, რომ იძულებული გახდნენ, ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა ეძებნათ. ჩვენ არ ვიცით, რომელ ისტორიულ წყაროებს ეყრდნობოდნენ მკვლევარები, როდესაც წერდნენ: ,,იმისათვის, რომ დაეცვათ ცხედარი და რამდენიმე ათას კილომეტრზე მოხერხებულიყო ტრანსპორტირება, წინასწარ სათანადო ზომები იყო მიღებული მისი ბალზამირებისთვის, რამაც დაიცვა ცხედარი გახრწნისაგან და შესაძლებელია, ხელი შეუწყო ტანსაცმლის შენარჩუნებასაც“.

თეიმურაზ მეფე გარდაიცვალა 1762 წლის 8 იანვარს პეტერბურგში. 3 მარტს იგი ჩაასვენეს მოსკოვში, ხოლო 4 ივნისს დაკრძალეს ასტრახანში ე.ი. სულ მცირე 5 თვის განმავლობაში ცხედარი იმყოფებოდა წელიწადის სხვადასხვა დროის ზამთრის, გაზაფხულისა და ზაფხულის ზემოქმედების ქვეშ. და ამის შემდეგ გადის ორი საუკუნე და მის სახეზე კანი უხრწნელად რჩება?! ბალზამირების ასეთი რა უნიკალური მეთოდი გააჩნდათ მე–18 საუკუნის სწავლულებს, რომლის შესახებაც არსად არაფერი ინფორმაცია არ შემორჩენილა და რომელიც მხოლოდ თეიმურაზ მეორის ნეშტზე გამოიყენეს?!

ბალზამირებას როგორ უნდა დაეცვა მიცვალებულის სხეული და ტანისამოსიც კი ორი საუკუნის მანძილზე? (რამდენი ჩვენგანია მოწმე იმ ფაქტისა, რომ ბალზამირება 3–4 დღეს ძლივს იცავს ხოლმე მიცვალებულის გვამს გახრწნისაგან?!) თანაც ეს ხდება არა ეგვიპტის მშრალ და ტენისაგან საგანგებოდ დაცულ პირამიდებში, არამედ ისეთ მხარეში, სადაც თოვლი, სიცივე, ბურუსი და ღრუბლიანი ამინდი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ხოლო მეფის აკლდამაში რომ საკმარისზე მეტი ტენი იყო, ამაზე თავად მკვლევართა მიერ შედგენილი ოფიციალური აქტიც მიგვითითებს:

,,В ногах погребенного находится деревянный поставец с двумя небольшими металлическими ручками... Состояние поставца: Крышка и нижние части сгнили, ручки окислены“. (გვ.53)

ტენის არსებობა მეფის აკლდამაში დასტურდება იმითაც, რომ კუბოს გახსნისას დიდი რაოდენობით ხავსის ფენა აღმოაჩინეს. თუმცა ჩვენმა მეცნიერებმა ამ ფაქტს მეტად ორიგინალური ახსნა მოუძებნეს: ,,მცენარეული ნიმუშები საანალიზოდ გადავეცით ბოტანიკის ინსტიტუტს (დირექტ. ნ. კეცხოველი). მიკროსკოპული ანალიზის შედეგად უკვე არსებობს ბოტანიკის ინსტიტუტის უფრ. მეცნ. თანამშრომლის ნ. ჩიქოვანის წერილობითი დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის მცენარეული ფენა, რომელშიც გახვეული იყო თეიმურაზის ცხედარი, ყველაზე ახლო მსგავსებას ამჟღავნებს სფაგნუმთან ანუ ტორფის ხავსთან. სფაგნუმისათვის დამახასიათებელია მაღალი ჰიგროსკოპიულობა და ასეპტიკურობა. ამის გამო მას უძველესი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა პროდუქტების კონსერვაციისა და შენახვისათვის, აგრეთვე როგორც სადეზინფექციო და ცუდი სუნის მშთანთქავ საშუალებას. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ნ. ჩიქოვანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია, სფაგნუმი (ტორფის ხავსი) გამოყენებული იყო თეიმურაზ მეორეს ცხედრის გახრწნის პროცესის შემაფერხებელ საშუალებად. ის გარემოება, რომ თეიმურაზ მეორის ცხედარი ასე გულმოდგინედ იყო გახვეული ამ სფაგნუმის ფენაში და ორ საუკუნეზე მეტი ხნის მიუხედავად ასე კარგად იყო შენახული, როგორც ცხედარი, ისე ტანსაცმელი, მხარს უჭერს ზემოხსენებულ ვარაუდს. ეს ფაქტი თავისთავად მეტისმეტად საინტერესოა!“ (გვ.21)

ჩვენ ვერ დავადგენთ მცენარეული საფარი დაკრძალვისას ჩააყოლეს ცხედარს, თუ შემდეგ სინოტივის გამო მოედო მეფის ნეშტს. ისიც გაუგებარია, თუ რატომ იყო აბრეშუმის ქსოვილისაგან დამზადებული ბალიში მაინცდამაინც სფაგნუმის მსგავსი ხავსით სავსე (ქრისტიანული დაკრძალვის წესის მიხედვით მიცვალებულს თავქვეშ უდებდნენ ბალიშს, რომელსაც ავსებდნენ ან ბამბით ან ეკლესიაში ბზობაზე და სულთმოფენობაზე ნაკურთხი გამხმარი ბზით (საქართველოში), ბაიის ტოტებით და არყის ფოთლებით (რუსეთში). მთავარია სხვა რამ. როგორც ცნობილია, ტორფიან ჭაობებში ჩაფლული ცოცხალი სხეული, რომელსაც არანაირი შეხება არა აქვს ატმოსფეროსთან, არ იხრწნება, მხოლოდ იერი ეცვლება. ამას ხელს უწყობს ტორფიან ჭაობში არსებული ნეშომპალიანი - მჟავური შენაერთების სიჭარბეც. თეიმურაზ მეფის შემთხვევაში კი სხეული არ იყო ატმოსფერულ ჰაერს დაცილებული და ლპობის პროცესი აკლდამაში არ იყო შეჩერებული. ამის დასტურია თავად მეცნიერთა მიერ შედგენილი აქტი: ,,Пояс матерчатый, полностью разложившийся“ (გვ. 54)

ასევე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან იქვე: ,,За время пребывания на воздухе пуговицы верхней одежды подверглись разрушению“ (გვ.54) ე.ი. ჰაერზე გამოტანისას მხოლოდ ღილებმა დაიწყეს დაშლა, რაღა უნდა მოსვლოდა მაშინ თავად მეფის სხეულს? კანს? თუკი მისი ხრწნადობა ხელოვნურად იყო შეჩერებული?

აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ამ ორი მეფის აკლდამის გახსნასთან დაკავშირებული ოფიციალური აქტების შინაარსს ვეცნობით, ვახტანგ მეფის სამარხის აღწერისას დეტალურად არის ჩამოთვლილი მეფის ნეშტის ნარჩენები:

,,Сохранились следующие хаотично разбросанные кости скелета:

а) крупные кости нижних конечностей;

б) крупные кости верхних конечностей;

в) часть костей грудной клетки, позвоночника;

г) отдельные кости плюсны и кистей;

д) височная часть черепа;

е) фрагменты (2) таза фрагменты ткани одежды... (გვ. 50)

ხოლო თეიმურაზ მეფის აკლდამის გახსნისას შედგენილ აქტში გამოწვლილვითაა აღწერილი მხოლოდ მისი შესამოსელი, თარგი, ქსოვილი, ფერი, ნაქარგობა, ღილ-კილოებიც კი დათვლილია, ხოლოდ თავად მეფის უხრწნელი სხეული მოხსენიებულია ერთი სიტყვით - ჩონჩხი. (გვ.53)

აშკარაა, რომ ოფიციალურ დოკუმენტში თეიმურაზ მეფის სხეულის უხრწნელობის ხსენებას თავი აარიდეს.

...

სანამ დაწვრილებით შევეხებოდეთ თვით თეიმურაზ მეფის ცხოვრებას, თვალი გადავავლოთ მისი ეპოქის ძირითად მოვლენებს.

1744 წ.  ნადირ-შაჰმა რჯულის შეუცვლელად ქართლის ტახტზე ერეკლე პირველის (ნაზარალი-ხანის) ძე თეიმურაზი დასვა, კახეთის ტახტზე კი თეიმურაზის ძე ერეკლე პირველი დაამტკიცა.

თეიმურაზ მეორემ ერეკლე მეორესთან ერთად მრავალჯერ სძლია მტერს ბრძოლაში. (ზამირის ცნობით, ერევნის დაცვის დროს მათ დაამარცხეს მრისხანე აღა-მაჰმად-ხანის მამა, მაჰმად-ხანი, რომელსაც შაჰის რეგალიები – მათ შორის გვირგვინი, სკიპტრა და ხმალი ჩამოართვეს და თბილისში წამოიღეს).

1754 წელს თეიმურაზ მეორემ შეიტყო ანტონ პირველი კათოლიკოსის კათოლიკურ რჯულზე გადასვლის ამბავი.

მეფის დავალებით ნინოწმინდის (ბოდბის) მიტროპოლიტმა საბამ (ტუსიშვილი) გამოიძია ფაქტი და უტყუარი საბუთი წარუდგინა მეფეებს თეიმურაზ მეორეს და ერეკლე მეორეს.

დამწუხრებულმა მეფემ განდევნა კათოლიკე მისიონერები თბილისიდან და გორიდანაც. მათ თავი სამცხეს შეაფარეს. 1755 წელს მეფემ ეპისკოპოსთა კრება მოიწვია და კათოლიკოსობიდან განაყენა ანტონი.

თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ ხელწერილით დადეს ფიცი: ,,...უკეთუ... რომლითამე მიზეზითა ესე აღთქმული შევცვალოთ  და კუალად მისი კათალიკოზად დადგინება მოვინდომოთ, რისხვასამცა შევცვივით წმიდისა და ერთ არსისასა სამებისასა და ყოველთა მგმობართა თანა დაიწესების ცხოვრება ჩვენი და წმიდათა დიდთა მსოფლიოთა კრებათაგან ხვებულად შეჩვენებითამც აღვიხოცებით“.

1756 წელს თეიმურაზ მეორემ შეიწყნარა ანტონის თხოვნა, კვლავ მოიწვია კრება და რუსეთში გამგზავრების ნება დართო.

1762 წელს მეფე თეიმურაზ მეორე მოულოდნელად გარდაიცვალა პეტერბურგში. მისი ტახტი ერეკლე მეორემ დაიჭირა. იმავე 1762 წელს ერეკლემ ანტონ კათალიკოსი გამოიწვია საქართველოში და კვლავ საკათალიკოსო ტახტზე დასვა, რითაც 1755 წელს დადებული ფიცი დაარღვია. საკათალიკოსო ტახტზე დაბრუნებულმა ანტონმა დაიწყო ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მოძღვართა დევნა-შევიწროება. ეკლესიიდან განკვეთა თეიმურაზ მეორის მოძღვარი – მამა ზაქარია გაბაშვილი.

1773 წელს თბილისში გაჩნდა ჭირიანობა, რომელმაც უშუალოდ ქალაქში 6 000 კაცი იმსხვერპლა. ჭირი ახალციხიდან გავრცელდა.

1795 წლის 10 სექტემბერს ირანელთა ლაშქარი აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით კრწანისის მინდორზე დაბანაკდა.

თბილისი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq