|
|
აღვნიშნავ იმ საერთოს, რაც მათ ახასიათებს. უპირველესად, ესაა სამხმიანობა. ის, რომ ამ რეგლამენტს დიდი ისტორია აქვს, გვიდასტურებს XI_XII საუკუნის ქართველი ფილოსოფოსის იოანე პეტრიწის მიერ ყოვლადწმინდა სამების ერთიანობის ამქვეყნიურ ხატად სამი ხმის - მზახრის, ჟირისა და ბამის ერთიანობის მოხმობას. სწავლული, ცხადია, მაგალითად იღებს მაშინდელ პრაქტიკაში ცნობილ მოვლენას - სამხმიანობას.
|
|
გიორგი პაპაშვილი (23 აგვისტო, 1898, კობიაანთკარი - 29 მარტი, 1978, კემბრია, კალიფორნია) - ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე. 1920 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის მეუღლესთან თანაავტორობით დაწერილ წიგნს "Anything Can Happen" (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.
|
|
ქართველებმა, თავისი ხალხური შემოქმედებით, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების საგანძურში. მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი - ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა.
|
|
ზიგფრიდ ნადელი-გერმანელი მუსიკისმცოდნე: "ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს."
|
|
წერილის ავტორი,ალან ლომაქსი - ამერიკელი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ისტორიკოსი, რეჟისორი - უპირველესად ცნობილია, როგორც უდიდესი ფოლკლორისტი და ხალხური მუსიკის მკვლევარი და კოლექციონერი. მას აქვს წარმოთქმული ისტორიული ფრაზა: „საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია“. სწორედ ალან ლომაქსის რჩევით გაგზავნეს ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით, დედამიწის ცივილიზაციის გასაცნობად, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, ჩიტების ჭიკჭიკი და "ჩაკრულო" ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით.
|
|
„სიმღერა გულისთქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს” - ამბობდა წმინდა ილია მართალი. ქართველთა გულისთქმა სიყვარულია, ამიტომაც არის ქართული სიმღერა ასე თბილი და მრავალხმიანი. ქართველი კაცის სულია ჩაქსოვილი მრავალ საგალობელში, შრომის, საბრძოლო თუ საქორწინო სიმღერაში. ერის სარკეა „მრავალჟამიერი“, „ურმული“, „ნადური“, „ლილეო“, „ოროველა“, „ჩელა“, „ძაბრა“, „ოდოია“... სიმღერაში, როგორც „ქართლის ცხოვრებაში“, ისე იკითხება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი და მრავალწახნაგოვანი ისტორიის ტკივილიანი ფურცლები.
|
|