საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ქართველი ხალხის ლიტერატურა და ხელოვნება
georoyal.ge

საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთა, მოცეკვავეთა, ხალხურ მელექსეთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება: ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, ქართული ჩუქურთმა, ფარდაგი, კერამიკა, ტიხრული მინანქარი, კედლის მხატვრობა, ქართული სამოსი, ოქრონემსული, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობა, ქართული საჭურველი...

 საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისათვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი. ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო. დროთა განმავლობაში გროვდებოდა, თვისობრივად და რაოდენობრივად იცვლებოდა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა. ფოლკლორი თავისთავად გულისხმობს სინკრეტიზმს და ორგანულ მთლიანობაში მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს.

საქართველოში, განსაკუთრებით მთაში, დღემდე იმართება ხალხური პოეზიის საღამოები, სადაც სპონტანურად, ექსპრომტად იქმნება ლექსი–შედევრები. მსოფლიოში უნიკალური მოვლენა გახლავთ ხალხური ლექსისათვის აგებული ძეგლი – იგი დგას თბილისში: „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ და უმაღლესი ადამიანური ღირებულებების წარმოდგენას ემსახურება. ქართველ ხალხში იშვა ამირანის მითი, რომელიც ბერძნებმა გამოიყენეს პრომეთეს მითის შესაქმნელად. სწორედ ხალხური შემოქმედება ასაზრდოებდა ისეთ დიდ პოეტ–მოაზროვნეს, როგორიც იყო ვაჟა–ფშაველა და გენიალურ რუსთველს, რომლის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ბიბლიური სოლომონისეული „ქებათა ქების“ ტოლფასი ახალი სახარებაა ქართველთა.

მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო, სამწუხაროდ, მსოფლიო ხალხებისთვის იოლად მისაწვდომი როდია უცხო ქვეყნის პოეზიის ნიმუშები; სამაგიეროდ ყველასათვის მისაწვდომია მუსიკალური ენა. ქართველებს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვითმრავალხმიანი ხალხური სიმღერისა და ქრისტიანული საგალობლების განვითარებაში. მრავალხმიანობა და გუნდურობა ქართული მუსიკალური აზროვნების ყველაზე უფრო ნიშანდობლივი თავისებურებებია.

 ამ გზით ქართველებმა შექმნეს თავიანთი მუსიკალური ინდივიდუალობა. ქართული მრავალხმიანი ხალხური მუსიკის უნიკალურმა ჟღერადობამ ათქმევინა ფოლკლორისტ ალან ლომაქსს: „საქართველო მსოფლიოს ხალხური მუსიკის დედაქალაქია“. შემთხვევითიც არ გახლავთ, რომ ამერიკელებმა, 1977 წელს საჰაერო ხომალდით, კაცობრიობის სხვა დიდ მუსიკალურ მონაპოვრებთან ერთად, კოსმოსურ სივრცეში (მათი რმწმენით – სხვა ცივილიზაციებთან შესახვედრად) ქართული სიმღერა, სახელად „ჩაკრულო“ გაგზავნეს!

2001 წლის მაისის მიწურულს ქართული ხალხური სიმღერა კაცობრიობის მუსიკალური საგანძურის შედევრად აღიარეს და მასზე განსაკუთრებული მზრუნველობა იკისრა იუნესკომ. დღეს ქართულ ხალხურ სიმღერას მონდომებით სწავლობენ და ასრულებენ არა მარტო ამერიკაში, არამედ – მთელ მსოფლიოში: გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოკიდებული –იაპონიამდე.

 ქართველთა მუსიკალური სააზროვნო სისტემა ოდითგან მრავალხმიანი იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ წარმართობის ჟამს ჩასახულმა საერო მრავალხმიანმა მუსიკამ ქართულ ქრისტიანულ საგალობელში მრავა

ლხმიანი ფორმების ჩასახვა-განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. საქართველო არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიან გალობას დაუდო საფუძველი.

რაც შეეხება ქართულ ხალხურ ცეკვას – მან რა ხანია დაიპყრო მსოფლიოს ქორეოგრაფიის დამფასებელთა გულები, რომლებიც ეცნობიან მას „დიდი ქართული ბალეტის სახელწოდებით“. ქართულ ხალხურ ცეკვაში ირეკლება ერის მითოლოგიური საწყისები და მისტიკური წარმოდგენები. იმავე ამერიკაში, გასული საუკუნის დასაწყისში, ქართული საცეკვაო ხელოვნება პერსონალურადაც იყო დელეგირებული ქართული წარმოშობის ბალეტმეისტერის – ჯორჯ ბალანჩინის სახით, რომლის სახელზეც დღეს დასავლეთის ნახევარსფეროში „ამერიკული ბალეტი“ ფუნქციონირებს, ხოლო ძეგლი დგას საქართველოს დედაქალაქში, თბილისის საოპერო თეატრის წინ.

 ნიშანდობლივია, რომ, როგორც სასიმღერო, ისე საცეკვაო ხელოვნებისთვის ქართველებს მოეპოვებათ თავისი ეროვნული მუსიკალური საკრავები –ისინი წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფებად. სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ დახ ემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი ჭუნირი ანუ ჭიანური. ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი და ჭიბონი, პილილი. კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი. დასარტყამ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა.

ქართველმა ხალხმა თავისი ხელი დაატყო ეროვნულ ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურასაც. აღმოსავლეთის ბარში – ქვითკირის შენობებით, მთაში – ტერასულად შეფენილ სოფლებში, ფიქლით ნაგები ბრტყელსახურავებიანი შენობებით; დასავლეთის ბარში – ხის ოდა–სახლებით, ხოლო მთაში – გოროზი მრავალსართულიანი კოშკებით. ეროვნულმა ხელწერამ საეკლესიო მშენებლობაშიც ჰპოვა თავისი ასახვა – სრულიად გამორჩეული ქართული არქიტექტურული სტილით არის ნაგებიქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მშვენება „ჯვარი“ და „სვეტიცხოველი“ ქართლში, „ალავერდი“ და „კვეტერა“ კახეთში, „ბაგრატი“და „გელათი“ იმერეთში, „ნიკორწმინდა“– რაჭაში, „ბედია“ –აფხაზეთში; „მარტვილი“ – სამეგრელოში...

 ეროვნულმა ესთეტიკურმა მრწამსმა სახვით ხელოვნებაშიც ჰპოვა თავისი გამოხატულება – ხალხურ შემოქმედებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ფერმწერის – ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, რომელმაც მთელ მსოფლიო აღაფრთოვანა და რომლის გრაფიკული პორტრეტი, მისი შემოქმედებით აღფრთოვანებულმათვით პიკასომ შექმნა. მართლმადიდებლური ხატები და ფრესკები, რომლებიც ქართულ ტაძრებს ამშვენებენ, ასევე ეროვნული ნიშან–თვისებებით არიან აღბეჭდილნი, მოკიდებული ძველი უბისადან და ყინცვისიდან –ქაშვეთში თანამედროვე, გუდიაშვილისეულ ხატწერამდე.

ქართველებმა, თავისი ხალხური შემოქმედებით, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების საგანძურში. მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი - ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წინასწარმეტყველი ნაუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)
1 (14) დეკემბერი არის წინასწარმეტყველ ნაუმის ხსენების დღე. ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ.
gaq