საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

სიმღერა გულისთქმაა კაცისა

„სიმღერა გულისთქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს” - ამბობდა წმინდა ილია მართალი. ქართველთა გულისთქმა სიყვარულია, ამიტომაც არის ქართული სიმღერა ასე თბილი და მრავალხმიანი. ქართველი კაცის სულია ჩაქსოვილი მრავალ საგალობელში, შრომის, საბრძოლო თუ საქორწინო სიმღერაში. ერის სარკეა „მრავალჟამიერი“, „ურმული“, „ნადური“, „ლილეო“, „ოროველა“, „ჩელა“, „ძაბრა“, „ოდოია“... სიმღერაში, როგორც „ქართლის ცხოვრებაში“, ისე იკითხება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი და მრავალწახნაგოვანი ისტორიის ტკივილიანი ფურცლები. ათასწლეულებს ითვლის საგუნდო საშემსრულებლო მუსიკალური კულტურის ტრადიცია. ქართული სასიმღერო ფოლკლორის დაცვასა და აღორძინებას წლების განმავლობაში ემსახურებოდა ისეთი მაღალპროფესიონალური ანსამბლი, როგორიცაა „ფაზისი“.

-ბატონო რეზო, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობა?

- ჩემი დებიუტი შედგა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც ბატონი ანზორ კავსაძე ხელმძღვანელობდა. 18 წლის ვიყავი, როცა აქ მოვედი - ახლა ამ ანსამბლს „ერისიონი“ ჰქვია;

 

ჩემი სასიმღერო კარიერის მანძილზე ბევრ კოლექტივში ვიმუშავე. აქედან გამოვყოფდი ისეთ ცნობილ კოლექტივებს, როგორიცაა ანსამბლი "გორდელა" (მცირე ხნით), "კოლხეთი", ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლი (ამჟ. ანსამბლი "თბილისი") და ა.შ. თუმცა ჩემი სასიმღერო შესაძლებლობის რეალიზება მთლიანად მოხდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში" (ხელმძღ. რობერტ გოგოლაშვილი და ჯ. ყოლბაია) "ფაზისი" 1976 წელს ჩამოყალიბდა. მასში მონაწილე წევრები სტუდენტური საგუნდო კოლექტივებიდან იყვნენ მოწვეული. ჩვენი მიზანი იყო სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ქართული სულიერების სადარაჯოზე ყოფნა. ახალგაზრდა მეცნიერთა ანსამბლის შექმნით დიდად იყო დაინტერესებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი ილია ვეკუა. იგი ხშირად რეპეტიციებსაც ესწრებოდა.

ანსამბლი "ფაზისი" განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. მას გააჩნდა საკუთარი ბგერა, შემართება, განსაკუთრებული რეპერტუარი. მას გამოცემული აქვს სამი ფირფიტა-გიგანტი, ორი კომპაქტ-დისკი (ჩD), სადაც შესულია ქართული სასიმღერო ფოლკლორის 80-ზე მეტი შედევრი. იგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მონაწილეობას იღებდა მრავალ საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებში, საიდანაც ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა.

- თქვენ ბრძანეთ, რომ მონაწილეობდით ბევრ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ საბჭოთა ხელისუფლება დიდად არ იყო აღტაცებული ქართული ფოლკლორის, ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანისა და ჩვენი თვითმყოფადი, მრავალსაუკუნოვანი, ორიგინალური ხელოვნების უცხო ქვეყნებისათვის გაცნობით.

- პირველი კოლექტივი, რომელმაც ქართული კულტურა საზღვარგარეთ წარადგინა იყო ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი (ამჟამად "სუხიშვილები"). თუმცა გასული საუკუნის 60-იან წლებში იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებდა ზოგიერთი მხატვრული კოლექტივი, ან ინდივიდუალური შემსრულებელი იმპერიის საზღვრების გადალახვას.

ქართული კულტურის მასობრივი ჩვენება ევროპაში 1969 წელს მოხდა, სადაც მე პირველად მომიხდა უცხო ქვეყანაში გასვლა. საქართველოს კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა თითქმის მთელი შემადგენლობა სპეციალური სამგზავრო მატარებლით ბერლინს ჩავიდა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქართული დღეების გრანდიოზული კვირეული ჩატარდა. ეს იყო მართლაც უდიდესი ისტორიული მოვლენა. ორი კვირის შემდეგ ქართული დელეგაცია თბილისს დაბრუნდა. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი კი ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით ორი თვის განმავლობაში კონცერტებს მართავდა გერმანიასა და პოლონეთში.

აქვე მახსენდება ერთი მეტად საინტერესო მოვლენა. გასტროლების დამთავრების შემდეგ, როდესაც გადმოვედით პოლონეთ - სსრკ-ს საზღვარზე მატარებლის გამცილებელმა ქალმა საზეიმოდ გამოგვიცხადა, რომ უკვე ვიმყოფებოდით ჩვენს სამშობლოში. ჩემდა გასაკვირად ამან დიდი პროტესტი გამოიწვია ჩვენს მსახიობებში. მათ, გამცილებელ ქალბატონს, რომელიც უდავოდ სპეც. სამსახურის აგენტი იყო განუმარტეს, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა რომელიმე საბჭოთა კავშირის ნაწილი, კუთხე. ამგვარი განცხადება კი იმ დაწყევლილ დროს დიდ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული. მართლაც, რომ ქართველ კაცს, სამშობლოს მიმართ გრძნობა ყოველთვის გამძაფრებული ჰქონდა და არავის პატიობდა მსგავს მკრეხელობას.

- ქართველი ადამიანის გენეტიკაში ყოველთვის იდო თავისუფლებისა და ღირსების კოდი. ალბათ არც სხვებისთვის მიგიციათ უფლება შეებღალა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის ღირსება.

- ამგვარი მაგალითები უამრავი იყო. გავიხსენებ ერთ-ერთ მათგანს. 1975 წელს საბჭოეთის დედაქალაქში, მოსკოვში ჩატარდა უნივერსიტეტის მსოფლიო ასოციაციის კონგრესი, სადაც მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციაც. აქ იმყოფებოდა ჩვენი უნივერსიტეტის თვითმოქმედი კოლექტივების წარმომადგენლებიც. ვინაიდან მოსკოვის უნივერსიტეტის საკონცერტო სცენაზე ვერ ხერხდებოდა რეპეტიციის ჩატარება, მოცეკვავეთა ჯგუფმა გადაწყვიტა ფოიეში ჩაეტარებინა. მოთელვა-რეპეტიცია კონცერტის რეჟისორს არ მოეწონა ქართველების საქციელი და ისინი არც ისე სასურველი სიტყვებით "შეამკო", სხვათაშორის "უფროსმა ძმამ" არც საქართველო და ქართველი ხალხი დატოვა "ყურადღების" გარეშე.

ქართველ სტუდენტებში ამან დიდი პროტესტი გამოიწვია და მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანებული გუნდის რეპეტიციასი, რომელსაც უნდა შეესრულებინა საუნივერსიტეტო ჰიმნი "გაუდეამიკს". წარმოიდგინეთ, გაერთიანებული გუნდი 600-მდე მონაწილე იყო თავმოყრილი. რეპეტიციაზე გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელს არ მოეწონა ჟღერადობა და მიზეზს დაუწყო ძიება. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ამხელა კოლექტივში ოციოდე ქართველის ხმა აშკარად დააკლდა საერთო ჟღერადობას. დაიწყო "გამოძიება" და აღმოაჩინეს რომ ქართველები არ მღერიან. დირიჟორმა, როდესაც შეიტყო ქართველთა პროტესტის შესახებ, თვითონ სცადა ბოდიშის მოხდა, მაგრამ ჩვენმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ბოდიში საჯაროდ, დარბაზში მოეხადა სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელს. რაც აღსრულდა კიდეც. ამგვარი ინცინდენტი შეიძლება დღეს არაფერს ნიშნავდეს. მაგრამ იმ დროს ქართველ სტუდენტთა საქციელი გმირობის ტოლფასი იყო.

აქვე ერთ ნიშანდობლივ მომენტსაც გავიხსენებ. ეს მოხდა ინგლისში. ერთ-ერთ ქალაქში დავაფიქსირეთ, რომ ჩვენს აფიშებზე ჩვენი კოლექტივი დაფიქსირებული იყო როგორც რუსული სიმღერების ანსამბლი. ჩვენ მანამ არ გამოვედით კონცერტზე, სანამ ადგილობრივმა რადიომ არ განუმარტა იქაურ მოსახლეობას იმის თაობაზე, რომ ჩვენს კულტურას არაფერი საერთო ჰქონდა რუსულ სასიმღერო ხელოვნებასთან.

ცოტა განსხვავებულ მოვლენასთან გვქონდა საქმე ნორვეგიასი, კერძოდ ქალაქ ფიორდეში. ამჯერად საქართველო უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. ტარდებოდა მსოფლიო ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო 36 ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივი. ქალაქშიც შესაბამისად 36 ქვეყნის დროშა უნდა აღემართათ, მაგრამ ჩვენ არ მოგვცეს ამის საშუალება. დავადგინეთ მიზეზი. რუსეთის საელჩო სასტიკი წინააღმდეგი იყო ქართული სამფეროვანი დროშის გამოფენისა. ჩვენს პროტესტს აქაც სასურველი შედეგი მოყვა და 36-ე ანძაზე აღიმართა ჩვენი ხელით ნაკეთები დროშა. ეს იყო 1999 წლის აგვისტოში. იყო შემთხვევები, როდესაც დიდ აქციებსაც გვიწყობდნენ, როგორც საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებს. ასეთი იყო გ.ფ.რ., სადაც მოგვთხოვეს ავღანეთიდან "ჩვენი ჯარების" გამოყვანა. განსაკუთრებით კომიკური იყო საფრანგეთში ჩვენს წინააღმდეგ გამოსვლები. ეს იყო ცნობილი ჟანა დარკის ქალაქში, სადაც კატეგორიულად მოგვთხოვეს პოლონეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანა. ჩვენმა ერთმა ენამოსწრებულმა მომღერალმა დააიმედა პროტესტის მონაწილეები, რომელთაც აუხსნა, რომ აქ ჩვენ თვითმფრინავით ჩამოვფრინდით და ვერ მოვახერხეთ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაო. პირობა დადო, რომ უკან სახმელეთო ტრანსპორტით დავბრუნდებით და პოლონეთს აუცილებლად გავათავისუფლებთო.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ხშირად პოლიტიკურ დებატებშიც გვიწევდა ჩაბმა. ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა შვეიცარიაში, სადაც სიტყვით გამოვიდა ჩვენი ანსამბლის პოლიგლოტი ავთანდილ შურღაია და სხვა მრავალი.

- ნორვეგიაში დიდი წარმატება მოყვა თქვენს მიერ შესრულებულ ხალხურ სიმღერას "მახარიას" და ნორვეგიულ სიმღერას, რომელიც თქვენი ვერსიით აჟღერდა.

- ჩვენ როდესაც მივემგზავრებოდით საგასტროლოდ უცხო ქვეყანაში, რეპერტუარში გვქონდა ადგილობრივი სიმღერა. ასე შეირჩა ნორვეგიაში ერთ-ერთი სიმღერა. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ხალხთა სიმღერები ძირითადად ერთხმიანია და ჩვენი ანსამბლისთვის ეს მიუღებელი იყო. ჩვენმა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ჯ. ყოლბაიამ ნორვეგიულ სიმღერას არანჟირება გაუკეთა და გახადა ოთხხმიანი. მახსოვს, როდესაც ვმღეროდით პირველ კუპლეტს, მაყურებელი გაკვირვებული გვიყურებდა, მეორე კუპლეტზე კი ხვდებოდნენ, რომ ეს ნორვეგიული სიმღერაა, მაგრამ გაკეთილშობილებული და შესაბამისი აპლოდისმენტით გვაჯილდოვებდნენ. შემდეგ გავიგეთ, რომ ქალაქი ფიორდე თავის რადიომაუწყებლობას ამ სიმღერით იწყებდა.

თქვენ გაინტერსებთ სიმღერა "მახარიასთან" დაკავშირებული მაყურებელთა ემოციები. უნდა გითხრათ, რომ "მახარიას" ხალხური ვერსია შევიდა "ფაზისის" პირველ ალბომში, რომელიც გამოიცა 1981 წელს. მას შემდეგ "მახარიას" არქმევდნენ ადგილობრივ ნაწარმებს, რესტორნებს, ანსამბლებს და ა.შ. იგი ხშირად ისმოდა ქართულ რადიოსა თუ ტელევიზიაში. ეს სიმღერა ანსამბლ "ფაზისის" სავიზიტო ბარათად იქცა. ნორვეგიაშიც შესრულდა ეს სიმღერა. მასზე გამოხმაურება კი მართლაც უპრეცენდენტო იყო. ადგილობრივი გაზეთები წერდნენ: ჩვენ ჩრდილო ევროპელები, თითქმის უგრძნობი ხალხი ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ ისევ ადამიანებად ვიქეცითო. ამის მომსწრეა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა კანდელაკი, რომელიც კონცერტს დარბაზიდან ადევნებდა თვალს. მისი თქმით მაყურებელი ვერ იკავებდა ცრემლებს.

ნორვეგიასთან დაკავშირებით მინდა დავამატო შემდეგი. უკვე ხსენებულ ფიორდეს საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში 1999 წ. მიგვიწვიეს, როგორც საპატიო სტუმარი. აქვე ჩამოვიდა ჰოლანდიიდან, ქალაქ როტერდამიდან ხმის ჩამწერი კომპანია AV+Rechds წარმომადგენლები და რამოდენიმე საათის განმავლობაში ჩვენგან ჩაიწერეს და შემდეგ გამოსცეს ქართული მართლმადიდებლური საგალობლები და საწესჩვეულებო სიმღერების ალბომი, რომელიც პირველი იყო საქართველოში.

- ქართული პოლიფონიური მუსიკა სრულიად განსხვავებული ფენომენია მთელს მსოფლიოში. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ მას-კულტურის მოძალების პირობებში კნინდება ჭეშმარიტი, ეროვნული კულტურული ღირებულებები. რაში ხედავთ გამოსავალს? ანსამბლ "ფაზისის" კატეგორიის ანსამბლების მომრავლება შეიძლება გახდეს ამ მეტად არასასურველი მოვლენის საპირწონედ?

- ერის სულიერი საგანძურის მოვლა-პატრონობა საუკეთესო საშუალებაა მომავალი თაობის პატრიოტული და ესთეტიკური აღზრდისათვის. რაც უფრო მეტი ასეთი ანსამბლი გვეყოლება, უკეთესია, რადგან უკვდავია ხალხი, რომელიც თავის მრავალსაუკუნოვან მდიდარ ფოლკლორულ შემოქმედებას არ ივიწყებს, მოწიწებით ეპყრობა ერის სულის გადამრჩენელ და უკვდავმყოფელ წინაპართა ქმნილებებს. ხალხის ხსოვნაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი უამრავი სიმღერა. საჭიროა მათი ნოტებზე გადატანა, რათა არ დაიკარგოს. სიმღერაში გადმოცემულია ჩვენი წინაპრების შეხედულება სიკეთეზე, ბოროტებაზე, მფარველ ძალებზე. ქართულ სიმღერაში გამოხატულია საოცრად ნაზი, უღრმესი სევდა (თვით ომახიან სიმღერებშიც კი); ქართველი კაცი არასოდეს ყოფილა დალხენილი - ილხენდა თუ შრომობდა, მაინც მტერზე ფიქრობდა და ღმერთზე ლოცულობდა. სიმღერებში ასახულია უსამართლობასთან მებრძოლი ხალხის ამაღლებული მისწრაფებები და გულისთქმები, სიცოცხლის სიყვარული და წუთისოფლის წარმავლობით გამოწვეული ტკივილი... ჩვენი წინაპრები თავდაუზოგავად შრომობდნენ ამ მიმართულებით. მათ ხმებში იკვეთებოდა ქართული მიწის სურნელი და მზის სითბო. საუკენეების მანძილზე მათ წრფელი გულითა და რომანტიკული გატაცებით ატარეს ქართული სიმღერის ჰანგი.

-როდესაც ხალხური სიმღერის ანსამბლების გამოსვლას ვუყურებთ, ეროვნულ ჰანგებს ყოველთვის იშვიათი ჰარმონიულობით ესატყვისება მათი წევრების ტრადიციული ნაციონალური ჩაცმულობა. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა საგანგებო მნიშვნელობა მომღერლის ეროვნულ სამოსში ყოფნას?

- მომღერალს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის ჩოხა, ქამარ-ხანჯალი. ჯერ ერთი, როცა ჩოხაზე ქამარი გაქვს შემორტყმული, უფრო გამართულიც ხარ წელში. ქართული სიმღერის წარმატების დიდი ნაწილი სამოსის დამსახურებაა. განსაკუთრებით ეს საზღვარგარეთ მოსწონთ. მხნეობა და ვაჟკაცური თვისებები, რაც ოდითგანვე ჩვენს ერს ახასიათებდა, თავს იჩენს ფოლკლორშიც და სამოსშიც. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის საქართველოს განუმეორებელ კოლორიტს.

- როგორც ზემოთ აღნიშნეთ, თქვენი კონცერტები ორ განყოფილებად წარედგინებოდა მსმენელსა და მაყურებელს. ხალხური სიმღერებს უთმობდით მეორე განყოფილებას, პირველში კი საგალობლებს სთავაზობდით. ესე იგი, ზეციური ხმები უწევდათ მათ მეგზურობას ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შეცნობისაკენ?

- ქართული მრავალხმიანი გალობა ჩვენი ერის სულიერი და მუსიკალური კულტურის მაღალ განვითარებულობას ადასტურებს. სიმღერა გალობიდან იწყება. თუ კარგად გალობს ადამიანი, სიმღერა აღარ გაუჭირდება. ქართულ გალობაში განსხეულებულია ადამიანის ყველაზე მაღალი და ნატიფი გრძნობები, რელიგიური მრწამსი. ის რომ უზადოდ შეძლო, სუფთა სინდისი და წრფელი გული უნდა გქონდეს. ღმერთის წინასე უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას. პირადად მე, ყოველი კონცერტის დაწყების წინ გულში ვლოცულობდი, ღმერთს შემწეობას ვთხოვდი. რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, თავდაჯერებული მაინც ვერ იქნები; გარდა ამისა, წინასწარ არ იცი, როგორ იმღერებ. ხანდახან ხმაც არ გემორჩილება და შეგრძნება გაქვს იმისა, რომ ღმერთის ხელში ხარ. უფლის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებს. ყველა სასიკეთო საქმეში მისი ხელია ჩარეული.

- თქვენ როგორ გრძნობთ ამას დღეისათვის? ვიცით, რომ იღვწით პედაგოგიურ სარბიელზე და წინაპართა მემკვიდრეობას ხელოვნების 26-ე სკოლის მოსწავლეებს გადასცემთ; გაქვთ ჩამოყალიბებული ვოკალისა და ფოლკლორის განყოფილება. თქვენი ხელმძღვანელობით ახლა უკვე მომავალი თაობა ოსტატდება წინაპართა სიმღერების შესრულებაში.

-ადამიანი წინ, მომავლისკენ უნდა მიდიოდეს, მე კი სულ უკან ვიხედები, წარსულისაკენ. ჩემი „წინ“იქ არის, წარსულში. ვცდილობ იმ გზის პოვნას, რომელიც სიმღერის ფუძესთან მიმიყვანს, ძველთან დამაბრუნებს. ახლანდელი ბგერა მკვეთრად განსხვავდება ძველი, თუნდაც საუკუნის წინანდელი ბგერისაგან. ახლანდელი ბგერა ცოტა მკვახეა, თითქოს ჟღრიალებს. ძველი კი რბილი იყო და ნარნარი. სხვათა შორის, ეს მეცნიერებმაც დაასაბუთეს: მანქანურმა ცივილიზაციამ, გამონაბოლქვმა ხმის იოგები გააუხეშა. ბგერაც შეიცვალა. ადრე უფრო ჯანსაღი და სუფთა ჰაერი იყო, მაშინდელი სიმღერაც, შესაბამისად - თბილი, დახვეწილი. ჩვენი წინაპრების აზროვნება, ქცევა, ცხოვრებაც სულიერებით იყო აღბეჭდილი. ამიტომაც განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული იგრძნობა წინაპრების სიმღერაში. ვაზის ლერწმის ნაღვერდლის თვისება აქვს ჩვენს სიმღერას - იგი ნელ-ნელა იწვის, ლამის მარად ღვივის. ოღონდ მას ხშირი ჩხრეკვა და თვალყურის მიდევნება სჭირდება. ჩვენც ვისურვოთ, რომ მრავალჟამიერ ენთოს ეს ცეცხლი და მრავალჟამიერ ისმოდეს ქართული სიმღერა „საკვირველი და შეურყვნელი“...

ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი.


Georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq