საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ალექსანდრე ყაზბეგი – "სამშობლოვ"
„თუ ჩემს ნაწერებს კითხულობს ვინმე, თუ პოულობს იმაში რასმე გულის გასართობს, თუ არა სწყინდება და ბოლომდე ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა“. მან ხომ უბრალო ადამიანების ცხოვრება გაითავისა, მათი სიხარულითა და მწუხარებით ცხოვრობდა.
ალექსანდრე სიგუა – “ვლადიმერ მაიაკოვსკი და ტერენტი გრანელი”
ვლადიმერ მაიაკოვსკი და ტერენტი გრანელი შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ მწერალთა კავშირში და იქ ტერენტი მიუტანდა მას ლექსებს, რომელსაც თვითონ ვლადიმერი გადათარგმნიდა და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდავდა. საუბარი ორ პოეტს შორის დამთავრდა. მაგრამ მე არ ვიცი მიუტანა თუ არა ტერენტი გრანელმა ლექსები მაიაკოვსკის. ამ თემაზე მე ტერენტთან შემდეგ საუბარი არ მქონია.
რევაზ მარგიანი
უცნობი ავტორის „კონსტანტი კახის წამება“
დღეს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა კოსტანტი კახის ხსენების დღეს, რომელიც არაბებმა წამებით მოკლეს 853 წლის 10 (ახალი სტილით 23 ნოემბერს).
გალაკტიონის დაბადების დღე
1891 წლის 5 (ახალი სტილით 17) ნოემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (იმერეთში სხვა ჭყვიშიც არსებულა) დაიბადა გალაკტიონი.
გრიგოლ რობაქიძე – „საქართველოს“
„ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა“ არა მხოლოდ ჩვეულებრივი მამულის ჩვეულებრივი სიყვარულია თუ ერის შენარჩუნების შეგნებისათვის წარმოთქმული დევიზი. იოანე საბანისძის, გიორგი მერჩულისა და იოანე-ზოსიმეს შემდეგ (და მანამდეც) ყოველ შეგნებულ ქართველს ესმოდა, რომ საქართველო რაღაც უფრო სხვაა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა…
იაკობ გოგებაშვილი ქართულ პატრიოტიზმზე (დაბადების დღე)
იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტია რაც თითოეული ქართვლისათვის მესამე მშობელივითაა, თითოეული ქართველის აღმზრდელია, პედაგოგია. მისი შედგენილი "დედა ენა" ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. სანამ საქართველო იარსებებს, იარსებებს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" და მისი ძვირფასი სახელი დიდი ილიასა და აკაკის სახელების გვერდით მოიხსენიება.
„სული ობოლი“
ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 (ახალი სტილით 17) დეკემბერს.
უკვდავი პიესის ავტორი – პოლიკარპე კაკაბაძე
1972 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა შესანიშნავი ქართველი დრამატურგი პოლიკარპე კაკაბაძე.
დიდი ქართველი მწერალი იაკობ ხუცესი
შუშანიკის წამება დაწერილი უნდა იყოს 476-483 წლებში. VI საუკუნის დამდეგს იხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი. ცურტავი მდებარეობდა რუსთავსა და ბოლნისს შორის, მდინარეების ქციისა და მაშავერის შესართავთან, ქვემო ქართლში. ამან მეცნიერთა ნაწილს აფიქრებინა, რომ „შუშანიკის ცხოვრების“ აღმწერი იაკობ ხუცესი, შესაძლოა შემდეგში გამხდარიყო ცურტავის ეპისკოპოსი. თუმცა, სავსებით დარწმუნებით ძნელია ამის მტკიცება. ამიტომ, სჯობს გენიალური თხზულების ავტორი იაკობ ხუცესად მოვიხსენოით, რაც დანამდვილებით ვიცით.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq