საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

პეტრე უმიკაშვილის დაბადების დღე
გაიოზ მამალაძე

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლისცისტი, თეატრალი, თერგდალეულთა მოდასე - პეტრე უმიკაშვილი დაიბადა 1838 წლის 17 ოქტომბერს, ტფილისში, ქართველი კათოლიკეების ოჯახში.

სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში, შემდეგ, 1864-1867 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წელს კარამზინის თხზულების „ მწერალს რა ეჭირვების“ თარგმანით. მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, ნარკვევები, „საშინაო მიმოხილვები“ ქვეყნდებიდა „ცისკარში“, „დროებაში“, ივერიაში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „კვალში“, „ჯეჯილში“.

1864 წელს შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის.

ჰქონდა ორიგინალური პიესები: „ჯოჯოხეთში“, „მისანი“, „ბენეფისის წინ“, „ალერსთა ბადე“, „დამარცხებული“, „სამზადისი“. ასევე თარგმნიდა სხვათა პიესებს.

გამოსცემდა წიგნებს, რამდენიმე დღის წინ გრიგოლ ორბელიანის შესახებ პუბლიკაციაში ჩვენ ვწერდით, რომ გრიგოლ ორბელიანის პირველი კრებული გამოსცა პეტრე უმიკაშვილმა 1873 წელს. ასეთი მაგალითები ბევრია, მისი ინიციატივით დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, დავით გურამიშვილის ნაწერები, სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ვახტანგ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის ლექსები, ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალი“...

დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში, როგორც ჩვენს სამშობლოში, ისე უცხოეთში, პეტრე უმიკაშვილის ინიციატივით დაიწყო ქართულ წიგნთა გაგზავნა ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებში.

დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული თეატრის აღდგენა-განივითარების საქმეში. ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტრე უმიკაშვილის დიდი დამსახურება ქართული ხალხური სიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნების საქმეში. პირველი წიგნი ამ მიმართულებით გამოსცა 1874 წელს. პეტრე უმიკაშვილმა მოამზადა რამდენიმე გამოცემა სახალხო სიმღერებისა და მდიდარი ფოლკლორული კოლექციებისა. მისი მომზადებული „ხალხური სიტყვიერება“, სადაც მის მიერ შეგროვებული მასალის უდიდესი ნაწილია მოთავსებული, გამოიცა 1964 წელს 4 ტომად მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურუის ინსტიტუტის მიერ, მიხეილ ჩიქოვანის რედაქციით.

მიხეილ ჩიქოვანი წინასიტყვაობაში წერდა: „ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ისეთ თვალსაჩინო მოღვაწეებს, როგორიც იყვნენ აკაკი წერეთელი და რაფიელ ერისთავი, ბევრჯერ მოუთხოვიათ პეტრე უმიკაშვილის კოლექციის გამოცემის დაჩქარება, მაგრამ საქმის წინ წაწევას მაინც არაფერი ეშველა. თვითმპყრობელობის პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოში არა თუ ისეთი დიდი კრებულის განხორციელება, რასაც მისი შემდგენელი ვარაუდობდა, არამედ უფრო ნაკლები მოცულობის წიგნების დასტამბვაც.. რაკი მოზრდილი ანთოლოგიების გამომზეურება არ მოხერხდა, პ. უმიკაშვილი 70-იან წლებში მცირე ზომის იაფფასიანი სახალხო წიგნაკების გამოცემას შეუდგა და ამ გზით იწყო ფოლკლორული შემოქმედების შესანიშნავი ნიმუშების მასებში გატანა („არსენას ლექსი“, „ეთერიანი“, ანდაზები და სხვა).

პ. უმიკაშვილი ხალხურ სიტყვიერებას ჰკრეფდა საქართველოს ყველა კუთხეში. თვითონ უშუალოდ მთქმელებისაგან რამდენიმე ასეული ნაწარმოები ჩაუწერია ქართლსა და კახეთში, ხევსა და მთიულეთში, იმერეთსა და აჭარაში. სადაც თვითონ ვერ სწვდებოდა, იქ მუდმივ თანამშრომლებს იჩენდა ადგილობრივ მუშაკთაგან და მათი დახმარებით ამდიდრებდა კოლექციას. ამ საქმეში პეტრეს დიდ დახმარებას უწევდნენ აგრეთვე მსმენელები, გიმნაზიის მოსწავლეები. როცა შემკრებთა შემადგენლობის თვალსაზრისით ვეცნობით უმიკაშვილის კოლექციას, ათეულობით ვპოულობთ შემკრებ-ენთუზიასტთა ნაკლებად ცნობილ სახეებს“...

როგორც ვთქვით, „ხალხური სიტყვიერების“ სრულად გამოცემა მოხერხდა 1964 წელს, მანამდე 1937 წელს, ამის მცდელობა ჰქონდა ფილიპე გოგიჩაიშვილს, რომელსაც პეტრე უმიკაშვილის ანდრეძის თანახმად გადაეცა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, უნიკალური ფოლკლორული კოლექცია. თუმცა ფილიპე გოგიჩაიშვილის უდროოდ გარდაცვალების გამო ეს საქმე ბილომდე მიყვანილი ვერ იქნა.

„ხალხური სიტყვიერების“ პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში ფილიპე გოგიჩაიშვილი წერდა: „პეტრე უმიკაშვილი ხალხური სიტყვიერების შეკრების პიონერი იყო ჩვენში, მას ეს საქმე დაუწყია ახალგაზრდობაშივე (20-21 წლისას) და არ დაუგდია სიკვდილამდე (მისი უკანასკნელი ჩანაწერი დათარიღებულია 1903 წლით)“...

პეტრე უმიკაშვილმა თარგმნა „ლაზარიო ტორმოსელის ცხოვრება“ (1899 წ., გამიოცა 1933 და 1959 წლებში), მაინ რიდის „ტყის შვილები“ (დაუმთავრებელია), მოლიერის „მიზანტროპი“ და სხვა ნაწარმოებები.

დიდი მოღვაწე - პეტრე უმიკაშვილი გარდაიცვალა 1904 წლის 23 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა. 

მამული, ენა, სარწმუნოება

3 მაისი - ხსენება წმიდა თეოდორე ტრიხინისა
ღირსი თეოდორე ტრიხინი მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს.
წმიდა ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
gaq