საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

იური სიხარულიძე – ოტია რამიშვილი
იური სიხარულიძე


ავტორისაგან

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

 

მე-18 - მე-19 სს მიჯნაზე ოსმალეთის სანაპირო ქართულ მხარეებს დიდი საფრთხე შეექმნათ. ყველა, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, მტრისთვის გზის შესაკრავად აღსდგა. ამ მამულიშვილურ საქმეში ოტია რამიშვილმაც გაითქვა სახელი. თუ ბუღარა მამალაძე ძირითადად სატობისღელით ძველკარისაკენ მიმავალ გზას დარაჯობდა, ოტიას (მეტსახელად ,,შლეგი“) ზოტისა და ქვაბღიდან მომავალ გზებზე ეჭირა თვალი.

ოტია ქვემოსურებელი (ახლა დიდი ვანი, ჩოხატაურის რ-ნი) დავით რამიშვილის უფროსი ვაჟი იყო, წარმოსადეგი, მამაცი, ჩინებული მომღერალიც.

ტყვეთა მტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჭაბუკობიდანვე ჩაება და ამ საქმეში თავისი უმცროსი ძმა საბიაც აიყოლია. რთული საბრძოლო ოპერაციების დროს ბიძაშვილებსა და სახლიკაცებსაც იშველიებდა.

ოტია შესანიშნავი მსროლელი ყოფილა.

კაჟიან თოფს გარდა, მის შეიარაღებაში ,,ფიშტო და ყამაც“ შედიოდა თურმე.

ოტიას, დიდ ფიზიკურ ძალასთან ერთად, გონიერებაც ჰქონდა მომადლებული. ამის წყალობით იყო, რომ რამდენჯერმე ,,დათვი უიარაღოდ დაუძლევია“.

თანამედროვენი აღტაცებულნი ყოფილან მისით. განსაკუთრებულ პატივს ცემდა თურმე ბუღარა მამალაძე.

კერ კიდევ გმირის სიცოცხლეშივე შეიქმნა მასზე ხალხური ლექსები და ლეგენდები.

სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია:

ესესქედის მთაზეო,

ქარი გიქრის თავზეო,

იქ ოტია დაგიხვდება,

ხმალს შემოგკრავს თავზეო...

(მთქმელი ოტიას შვილიშვილი, ფოტინე იასონის ასული რამიშვილი-ყაჭეიშვილი (1882-1974).

ოტიას საკმაოდ მრავალრიცხოვანი შთამომავლობა დარჩა - სამი ვაჟის (ფრიდონ, იასონ, ონისიმე) ნაშიერნი.

ოტია რამიშვილს მუსიკალური ნიჭიერებითაც გაუთქვამს სახელი. ამას მოწმობს ერთი ძველი ხალხური სიმღერა, რომელიც დღემდე მისი სახელით (ოტიაური)იწოდება.

 

წიგნიდან ,,სახალხო გმირები“

1995  წელი

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq