საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

ნიდერლანდების 200 წელი და დედოფალ მაქსიმას 3 სხვადასხვა ტანსაცმელი
georoyal.ge

შაბათს, 30 ნოემბერს, ნიდერლანდებში აღინიშნა მნიშვნელოვანი თარიღი - მისი დაარსებიდან 200 წელი. დღესასწაულთან დაკავშირებით ჰააგის პლაჟზე ჩატარდა ორსაუკუნოვანი ხანდაზმულობის მოვლენათა რეკონსტრუქცია - ჰოლანდიურ ნაპირზე პრინც ვილჰელმ VI ორანელ-ნასაუელის ჩამოხდომა, რომელიც მომავალში იქცა ვილემ  I-ად, ნიდერლანდების პირველ მეფედ.

ცერემონიის სტუმრები იყვნენ დედოფალი მაქსიმა და მეფე ვილემ ალექსანდერი.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათს ჰააგაში ძალიან კარგი ამინდი იდგა - პირველი მზიანი დღე ერთი კვირის გადაუღებელი წვიმების შემდეგ, ჩრდილოეთის ზღვის ნაპირზე რამდენიმე საათს ყოფნა შესაძლებელი იყო მხოლოდ თბილ ტანსაცმელში.

ამ დღეს პაპარაცები განსაკუთრებულად დადარაჯებულნი იყვნენ დედოფლის ჩაცმულობის მიმართ. მათ ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ დედოფალი 3 სხვადასხვა სამოსში იყო ამ დღეს გამოწყობილი - პალტოთი ზღვის სანაპიროზე, ატლასის კაბით შუადღისას მიღებაზე ნიდერლანდების მთავარ ციხე-სიმაგრეში - რიდდერზაალში და საღამოს ” Circus Theatre”-ში შავ კაბაში გამოწყობილი. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq