საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

კიდევ რამდენიმე პოლიტიკური დამოყვრების შესახებ
(დიმიტრი შველიძის წიგნიდან ,,პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში’’)
სიუზერენულ-ვასალური პოლიტიკური შეუღლებანი
(დიმიტრი შველიძის წიგნიდან ,,პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში’’)
თემო სახურია - ,,კოლხური თეთრი
ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას.
თემო სახურია – ,,თამარ მეფის საფლავის საიდუმლო“
საქართველოში ბევრი ლეგენდა არსებობს თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ.
სამეფო პორტრეტი ჲენაშის ჲანის ეკლესიის მოხატულობაში
ზემო სვანეთი შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთ-ერთი თავისებური და მრავალმხრივ საყურადღებო კერაა. სვანეთის სოფლებში მიყუჟული მოკრძალებული სამლოცველოების კედლებზე შემონახულ გამოსახულებებს, ლამისაა ლანდად ქცეულთ, მაინც საკმარისი ძალა შერჩათ საიმისოდ, რომ ჩვენამდე მოიტანონ გარდასულ დროთა ის უცნობი, ზოგჯერ ჩვენთვის ძნელად გასაგები სინამდვილე, რასაც დღეს სრულიად გაუცხოვებულად და ცივად ისტორიულ ეპოქას ვუწოდებთ.
დიმიტრი შველიძე - თანასწორუფლებიანი პოლიტიკური შეუღლებანი
რიგ შემთხვევაში დამოყვრება ხდებოდა თანაბარი პოტენციური შესაძლებლობების მქონე ორი ქვეყნის სამეფო დინასტიებს შორის. იგი გამოხატავდა სახელმწიფოთა კეთილმეზობლურ, ურთიერთმეგობრულ მისწრაფებებს. ასეთი სახის პოლიტიკურ შეუღლებებს - თანასწორუფლებიანი შეიძლება ვუწოდოთ.
დიმიტრი შველიძე - ცოტა რამ ევროპის ისტორიიდან
ვაქვეყნებთ ნაწილებს დიმიტრი შველიძის წიგნიდან "პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში". დღეს გთავაზობთ 1 თავს "ცოტა რამ ევროპის ისტორიიდან"
საქართველო და სომხეთი XII – XVIII საუკუნეებში
დავით აღმაშენებელი წარმატებით იბრძოდა თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან სომხეთის გასათავისუფლებლად.
რუსეთ - საქართველოს ომი (1812)
რუსეთ - საქართველოს შეირაღებული დაპირისპირება, 1812 წლის 31 იანვრიდან – 1813 წლის ზაფხულამდე, 15-თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, განადგურდა ათობით დასახლება და დაიღუპა რამოდენიმე ათასი ადამიანი! ხოლო მისი წარმოშობის უმთავრესი მიზეზი გახლდათ: რუსეთის იმპერიის უსამართლობის, უზნეობისა და არაადამიანური დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოსადმი - "ისე ეპყრობოდა საქართველოს, როგორც ველურ ტომს, როგორც უმნიშვნელოსა და გათახსირებულს" (ი.ფრონელი).
ქართველები და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
ჩვენს ნაშრომში სამხედრო ისტორიულ ჭრილში გაშუქებულია ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა, როდესაც მთელი ქრისტიანული სამყარო წმინდა მიწების გასათავისუფლებლად გაერთიანდა. სწორედ ამან განაპირობა ევროპელების ჯვაროსნული ლაშქრობები პალესტინასა და მცირე აზიაში და ”მეორე ფრონტის” გახსნა, რომლის წყალობით თურქ-სელჩუკებმა ვერ შეძლეს გაენადგურებინათ ქრისტიანული სახელმწიფოები მცირე აზიასა და კავკასიაში. ამიტომ, ევროპელი ქრისტიანების დარტყმა სავსებით დროული იყო. ეს რომ არ მომხდარიყო, უკვე XI საუკუნეში თურქ-სელჩუკებს შეეძლოთ დამუქრებოდნენ ევროპასაც და ქრისტიანობასაც, როგორც ეს მოხდა არაბთა დაპყრობების დროს.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq