|
კიდევაც დაიზრდებიან მერაბები და ზვიადები გია მამალაძე
ბოლო ხანს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნულ გმირს - მერაბ კოსტავასაც გადაწვდენ... ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციის მცდელობანი რომ დიდი ხანია მიმდინარეობს, ესეც ყველამ იცის...
ზოგი "მართლმადიდებელი" მერაბზე წერს, როზენკროიცერი (მასონი) იყოო (ანუ ცუდი იყოო, ანუ მართლმადიდებელი არ იყოო)... ნუ, საკითხი რომ არ ესმით, გასაგებია, მაგრამ, კონტექსტი რასაც გულისხმობს, ესეც ნათელია - სურთ მისი დისკრედიტაცია, უნდათ ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია, და რაც ყველაზე მთავარი მიზანია მათი, სურთ გმირობისა და თავდადების მისაბაძი მაგალითები წაართვან ახალგაზრდობას, რათა აღარ დაიზარდონ ჩვენს სამშობლოში გმირები, რამეთუ, გმირები მაგალითებით აღიზრდებიან...
ქართველო ახალგაზრდებო, გმირებზე, მერაბ კოსტავასა და, ზვიად გამსახურდიაზე არა ერთი წერილი დამიწერია, და ბევრს არ ვილაპარაკებ ახლა. რაც მინდა გახსოვდეთ, გეტყვით მოკლედ:
მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მხრიდან შტაინერის ნააზრევით დაინტერესება არ გახლდათ მათი რელიგია, მათი სარწმუნოება. ეროვნული გმირები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გარდაიცვალნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლად და ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში...
მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაცის მცდელობა ნიშნავს საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობას; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ეროვნული გმირი, ქართული საქმის კეთების გამო მოკლული - ახმედ მელაშვილი მაჰმადიანი იყო, საქართველოსთვის ტანჯული სულხან-საბა ორბელიანი კი კათოლიკე; დიმიტრი თავდადებულს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, რაც მართლმადიდებლობისთვის მიუღებელია, მაგრამ გადამწყვეთ მომენტში თავი გასწირა სამშობლოსთვის და საქართველოს ეკლესიამ მას უწოდა წმინდა თავდადებული მეფე,
როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მერაბისა და ზვიადის "მაბრალობელთა" მამები და პაპები სტალინისა და კომუნისტური პარტიის სადღეგრძელოებს სკამზე ან მაგიდაზე ასულები სვამდნენ, მაშინ, მერაბი და ზვიადი სამშობლოსთვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ...
ყველამ თავისი ცოდვები და შეცდომები დაითვალოს.
ღმერთი ყველაფერს ხედავს!
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში კიდევაც დაიზრდებიან მერაბები და ზვიადები!
|
|
|
|