საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

კათალიკოს-პატრიარქი დავით V
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავით V (ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) (დ. 6 აპრილი, 1903, სოფ. მირონწმინდა, ხარაგაულის რაიონი — გ. 9 ნოემბერი, 1977, თბილისი) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972-1977 წლებში.

1917 წელს დაამთავრა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი. 1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) დაადგინა მირონწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. 1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელნი და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 
1928 წელს გახდა ხარაგაულის ოლქის მთავარი ხუცესი. 1929-იდან მსახურობდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნედ, 1932-1945 წლებში - თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, 1945-1947 წლებში - კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. 
1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიები ჩააბარეს. ეპისკოპოსი დავითი დაუღალავად საქმიანობდა თავის ეპარქიაში. 1959-1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. კათ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ოლიკოს-პატრიარქი დავითი (დევდარიანი) 1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი გახლდათ.
1959-1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს XII საეკლესიო კრებამ იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში. იყო სსრკ და საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტების წევრი. 


 გარდაიცვალა 1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.



სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq