საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი მიხეილ კლოპელი, ნოვგოროდელი (+დაახლ. 1453-1456)

ღირსი მიხეილ კლოპელი, ვისი ხსენებაც არის 24 იანვარს,  ბოიართა გვარის ჩამომავალი იყო და დიდ მთავარ დიმიტრი დონელს (1363 – 1389) ენათესავებოდა. მან ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი იტვირთა, დატოვა მოსკოვი და ძაძებით მოსილი ჩავიდა კლოპის მონასტერში, ნოვგოროდის მახლობლად.

წმიდანი ტაძარში მგალობლად და მკითხველად გაამწესეს, ტრაპეზის დროსაც ის უკითხავდა ძმებს წმიდანთა ცხოვრებებს და თავისი მშვენიერი, ღვთივსულიერი ხმით ყველას გულს ულბობდა. ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, კლოპის სავანეში ჩამოვიდა დიმიტრი დონელის ვაჟი -კონსტანტინე. როცა წირვა დამთავრდა, იგი მეუღლესთან ერთად ტრაპეზზე მიიწვიეს, უცნობი მოწესე იობის წიგნს კითხულობდა. მთავარს ხმა ეცნაურა, მივიდა მკითხველთან, მასში თავისი ნათესავი მიხეილ მაქსიმეს ძე შეიცნო და თაყვანი სცა.

სალოსმა მიუგო: „მხოლოდ ჩემმა შემქმნელმა ღმერთმა უწყის მე ვინა ვარ,” მაგრამ ის კი დაადასტურა, რომ მიხეილი ერქვა. ღირსი მამა 44 წელი ცხოვრობდა მონასტერში, დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტის უნარი მიმადლა. იგი ამხელდა ადამიანთა ნაკლოვანებებს და არ უფრთხოდა ძლიერთა ამა სოფლისათა.

ერთხელ ღირსმა მიხეილმა ქვიშაზე დააწერა: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო“ (ფს. 115,4), ამ ადგილას წყარო აღმოცენდება“. მართლაც, მიწიდან წყალმა ამოხეთქა. შიმშილობის დროს წმინდა მამის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა მონასტრის ბეღელში, თუმცა ბერები უხვად ურიგებდნენ მას დამშეულებს. ღირსი მიხეილი გარდაიცვალა 11 იანვარს (+დაახლ. 1453 – 1456წწ.). იგი დაკრძალეს იმ ადგილას, რომელზეც თვითონვე მიანიშნა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
22 სექტემბერს არის ხსენება მესამე მსოფლიო კრებისა. კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.
წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
9 (22) სექტემბერი
gaq