საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა ფილიპე – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, სასწაულთმოქმედი (+1569)

ხსენება - 9 (22) იანვარი

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში თევდორე) 1507 წელს დაიბადა. იგი ერთგული სამსახურის გამო მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევების გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის მამა - ბოიარი სტეფანე ივანეს ძე, განათლებული და მხედრული სულისკვეთებით აღსავსე კაცი, გულმოდგინედ ამზადებდა შვილს სახელმწიფო სამსახურისთვის. დედა კი – კეთილმსახური ბარბარე, გულწრფელი სარწმუნოებისა და ღვთისმოშიშების მარცვლებს თესდა მის სულში (ბარბარე შემდგომ მონაზვნად აღიკვეცა ბარსანოფიას სახელით).

 ყმაწვილი საოცარ გულმოდგინებას იჩენდა საღვთო წერილისა და წმიდა მამათა ნაშრომების შესწავლაში. მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი III ივანეს ძემ, ივანე მრისხანეს მამამ, სამეფო კარზე მიიწვია ახალგაზრდა თევდორე. მომავალ წმიდანს არ იზიდავდა სასახლის კარის ამაოებით აღსავსე და ცოდვებით დამძიმებული ცხოვრება. ის კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდა სასულიერო ლიტერატურას, უმატა ტაძრებში სიარულს. მოსკოვის სულისშემხუთველი ატმოსფერო თრგუნავდა წმიდანს, მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ მიისწრაფოდა. წმიდანმა ფარულად დატოვა მოსკოვი. კარგა ხანი ონეგის ტბის სანაპიროზე, სოფელ ხიჟში ცხოვრობდა და თავს მწყემსობით ირჩენდა, შემდეგ კი სულიერი მოღვაწეობის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკების მონასტერში მიიყვანა. აქ წმიდანი ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ასრულებდა: შეშას ჭრიდა, მიწას ამუშავებდა, წისქვილში მუშაობდა. წელიწადნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი, მისივე სურვილით, ბერად აღკვეცა იღუმენმა ალექსიმ და მას ფილიპე უწოდა.

1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ფილიპე სოლოვკების სავანის იღუმენად აკურთხა. ახალმა წინამძღვარმა ბევრი იღვაწა მონასტრისათვის: შეადგინა ახალი წესდება, ააგო ორი დიდებული ტაძარი ღვთისმშობლის მიძინებისა და უფლის ფერისცვალების სახელზე. თვითონაც რიგითი მუშაკივით მუშაობდა მშენებლებს შორის. ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მან საკუთარი ხელით გაითხარა სამარე თავისი მოძღვრის იონას საფლავის გვერდით. მონასტერში სულიერი ცხოვრება ყვაოდა.

18 წელი წინამძღვრობდა სოლოვკების სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად, მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად. შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა: სოლოვკელი განდეგილი ივანე მრისხანეს მოაგონდა და გადაწყვიტა, იგი რუსეთის ეკლესიის მესაჭედ დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე შეიქნებოდა მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან.

ფილიპე დიდხანს უარობდა: იოანესთან იგი სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობდა. ის სთხოვდა მეფეს, გაენადგურებინა ოპრიჩნინა – სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი ეჭვმიტანილი იქნებოდა მეფისადმი არაკეთილგანწყობაში და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა, იოანე კი ირწმუნებოდა, სახელმწიფოსათვის აუცილებელია მისი არსებობაო. ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს: ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო მისი წინამორბედი მიტროპოლიტების მსგავსად. 1566 წლის 15 ივნისს ფილიპე მოსკოველი მღვდელმთავარი გახდა.

მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, რომ წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.

1567 წელს ახალი შეთქმულება გაიხსნა: მოღალატეები აპირებდნენ, ხელში ჩაეგდოთ მეფე და გადაეცათ იგი პოლონელებისათვის, რომლებიც რუსეთის საზღვარს მოსდგომოდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად გაუსწორდა შინამტრებს. ძალიან უმძიმდა ფილიპეს, მაგრამ, როგორც ერის სულიერი მამა, თავს ვალდებულად თვლიდა, სიკვდილით დასჯილებს გამოსარჩლებოდა. საბოლოო განხეთქილება მეფესა და მღვდელმთავარს შორის მოხდა 1568 წელს. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება. ივანემ მას რისხვით მიმართა: „ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!” და დასძინა: „თქვენ მე ძალიან რბილად გეპყრობით!”

მეფე კიდევ უფრო სასტიკი გახდა მოწინააღმდეგეთა მიმართ, სისხლისღვრამ იმატა. აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესრიგის დაცვით აღესრულებინათ. ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ საჯარო სასამართლო მოუწყვეს მიტროპოლიტ ფილიპეს. ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, ფილიპესგან უსაზღვროდ შეყვარებული სოლოვკების სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერ ხელდასმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში დებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც. „მე, ჩემი წინაპრების მსგავსად, მწირი ვარ ამსოფლად – მზად ვარ, ვეწამო ჭეშმარიტებისათვის!” – აღუშფოთებლად პასუხობდა მღვდელმთავარი. მან უარყო ყველა ბრალდება და ნებით განაცხადა უარი მიტროპოლიტობაზე.

 წმიდანს ახალი შეურაცხყოფა ელოდა: მას შემდეგ, რაც სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, ლიტურღია აღესრულებინა მიძინების ტაძარში. ეს მოხდა 1568 წლის 8 ნოემბერს. შუა მსახურების დროს ეკლესიაში შემოცვივდნენ ოპრიჩნიკები, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს ცხებდა მღვდელმთავარს, შემოაგლიჯეს მთავარეპისკოპოსის შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, გამოაგდეს ტაძრიდან და უბრალო მარხილით წაიყვანეს ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში. შემდეგ მოსკოვის მონასტრების სარდაფებში დიდხანს აწამებდნენ, ბორკილებით შებოჭეს, ქედზეც დიდი ხუნდი ედო. ბოლოს წმიდანი ოპრიჩნიკების მეთაურმა მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა. სიკვდილამდე სამი დღით ადრე განჭვრიტა მღვდელმთავარმა თავისი სიკვდილი და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. ფილიპეს წმიდა ნაწილები ჯერ იქვე, მონასტერში გადაასვენეს (1591 წ. 11 აგვისტოს), ბოლოს კი – მოსკოვში (1652 წ. 3 ივლისს).

წმიდა მღვდელმთავარმა ფილიპემ მრავალი სასწაული აღასრულა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq