საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი აპოლინარია (+დაახლ. 470)

ღირსი აპოლინარია, ვისი ხსენებაც არის 18 იანვარს,  იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა.

როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით.

შემდეგ ქალწული უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი ეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი მოსაგრე ცხოვრებით. აპოლონარიას მშობლებს მეორე, ეშმაკეული ასულიც ჰყავდათ. მათ იგი ღირსი მაკარის სავანეში გაგზავნეს. იღუმენმა სნეული ბერი დოროთეს (წმიდა აპოლინარიას) მიჰგვარა, რომელმაც ლოცვით განკურნა იგი.

 სახლში დაბრუნებულ ქალწულს კვლავ დაეუფლა ბოროტი. ეშმაკმა თავის ჭურჭელს ორსული ქალის ფორმა მისცა. ამან საშინლად განარისხა მისი მშობლები. მათ მეომრები გაგზავნეს სავანეში და შვილის შეურაცხმყოფელი გამოითხოვეს.

წმიდა აპოლინარიამ თავის თავზე აიღო დანაშაული და მეომრებს მშობლიურ სახლში გაჰყვა. აქ ის გამოეცნაურა დედ-მამას და ისევ სავანეში დაბრუნდა. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ მოსაგრე დოროთე ქალი იყო. წმიდანის ცხედარი დაკრძალეს წმიდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq