საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი თომა (X)

ღირსი თომა, ვის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 დეკემბერს,  ბითვინიაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა.

ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა.

როცა ერთმა კეთილმსახურმა ბიზანტიელმა დიდებულმა მდინარე საღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი - თომა ახალი სავანის წინამძღვრად აირჩია.

ეშმაკის მანქანებით ბერთა საძმოში, გაურკვეველი მიზეზით, შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. თანდათან წმიდა მოსაგრეს მიაშურეს ერისკაცებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით შედგომოდნენ ბერულ ღვაწლს, ასე წარმოიშვა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი თომა გახდა.

ბოროტმა ახალი განსაცდელი დაატეხა წმინდანს: კოღოების გუნდი, რომელიც გამუდმებით თავს ეხვეოდა წმინდანს, მოსვენებისა და ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. ამგვარმა უბედობამ სამ წელს გასტანა, მაგრამ თომა გამუდმებით მადლობდა უფალს და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. შემდეგ კოღოები გაქრნენ, მაგრამ გაჩნდნენ დიდი ბუზები, რომლებიც გამუდმებით კბენდნენ ღირს მამას. კიდევ სამი წლის შემდეგ ბუზებს გველების სიმრავლე შეენაცვლა. ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დროს, როცა მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, საიდანღაც უზარმაზარი გველი გამოძვრა და ტაძრის კარებთან დაიგორგლა. წირვა რომ დამთავრდა, თომა სრული სამღვდელო შესამოსლით მიუახლოვდა ზღურბლს, სადაც ქვეწარმავალი იწვა და მიმართა: „გველო, თუ შენი გამოჩენა ჩემი უფლის შემწეობით შენს აღსასრულს მოასწავებს, მომყევი“.

ამ სიტყვებზე გველი წმიდანის სამოსლის კიდეს კბილებით მოეჭიდა და ტაძრისგან მოშორებულ, ღრმა ორმოსკენ გაჰყვა წმინდანს. ნეტარის ლოცვით ქვემძრომი ორმოში ჩავარდა და გაუჩინარდა. მაშინ სხვა გველებიც, ამდენი წლის განმავლობაში მოსვენებას რომ არ აძლევდნენ ღვთის რჩეულს, გაწყდნენ.

ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი თომა საცთურთაგან განთავისუფლდა და უფლისაგან კურნებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. შეჭირვებული ადამიანები შორეული ადგილებიდან მიდიოდნენ მასთან შემწეობის სათხოვნელად.

ერთხელ თომას სავანეში იმპერატორი ლეონ VI ბრძენი (886-912) ჩავიდა რჩევა-დარიგების მოსასმენად. წმიდა მამა სავანეში რომ არ დახვდა, თვითმპყრობელმა დესპანი გაგზავნა მასთან წერილით. ის-ის იყო ელჩი მამის სენაკს მიუახლოვდა, რომ ამ უკანასკნელმა მას უკვე საპასუხო ეპისტოლე მიაგება.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq