საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)

ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.

 ერთხელ მეუდაბნოე ბერს, ღირს პიტირიმს უფლის ანგელოსი გამოეცხადა და უთხრა: „წადი ტავენის მონასტერში. იქ იხილავ დას, რომელიც ჩვარს ატარებს თავზე. ის ყველას სიყვარულით ემსახურება და მორჩილად ითმენს მათ ზიზღს. გული და გონება მისი მარად ღმერთთანაა, შენ კი მარტოობაში მყოფობ და ფიქრით მთელ სამყაროში მიმოიქცევი“.

 ბერი ტავენის მონასტერში წავიდა, მაგრამ შეკრებილ დათა შორის ვერ იპოვა ღვთაებრივ ხილვაში მითითებული მოღვაწე. როცა ისიდორა მიჰგვარეს, სალოსი მუხლებზე დაემხო მის წინაშე და კურთხევა სთხოვა. ღირსმა პიტირიმმა თვითონ დაუჩოქა და უთხრა: „ჯერ შენ მაკურთხე, წმიდაო დედაო!“ გაოცებული დების შეკითხვებზე ღირსმა მამამ უპასუხა: „ისიდორა უპირატესია ღვთის წინაშე!“ დებმა სინანულით სთხოვეს პატიება ღირს ისიდორას. მოულოდნელი დიდებით შეწუხებული წმიდანი მალულად წავიდა სავანიდან.

სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი

მამული, ენა, სარწმუნოება

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
22 სექტემბერს არის ხსენება მესამე მსოფლიო კრებისა. კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.
წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
9 (22) სექტემბერი
gaq