საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ღირსი ზენონი – ბასილი დიდის მოწაფე (V)
მართლმადიდებელი ეკლესია 30 იანვარს, ახალი სტილით 12 თებერვალს აღნიშნავს ღირსი ზენონის ხსენების დღეს.
ღირსი პალადი მეუდაბნოე (VI)
28 (10.02) იანვარი
წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი - ღვთისმეტყველი (+389)
25 (07.02) იანვარი
ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა
ქართველ საზოგადოებრიობას ანასტასია წარუდგა ვალტერ სკოტის “ირლანდიელი ქვრივის” თარგმანით, რომელიც გაზეთ “დროებაში” დაიბეჭდა 1879 წელს. ანასტასიამ გამოსცა ლამაზად გაფორმებული საბავშვო წიგნები “მოლაღური”, “ხუთი ამბავი”, “ხატაური”. თარგმნა “რობინზონ კრუზო”, “ტახტის მემკვიდრე”, “მათხოვარი”, ლანშის კომედია “ბაქი-ბუქი” და სხვა.
წმიდა მოწამე აგნია ქალწული (+დაახლ. 304)
21 (03.02) იანვარი
კალისტრატე ცინცაძე - საქართველოს ავტოკეფალიისთვის მებრძოლი კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე იყო გამორჩეული სასულიერო მოღვაწე იმ დროს, როცა ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იდევნებოდა, როცა ანტირელიგიური კამპანიის, უღმერთოთა კავშირის, ფინსაკომის საგადასახადო პოლიტიკის წყალობით მოქმედი ეკლესიების, სასულიერო პირების ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა, უწმიდესმა კალისტრატემ ხელისუფლებასთან გონივრული კომპრომისების პოლიტიკის წყალობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეინარჩუნა.
ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი (+473)
20 იანვარს (ახალი სტილით 2 თებერვალს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი და ღმერთშემოსილი მამის ექვთიმე დიდის ხსენების დღეს (+473).
„ქართლის ცხოვრება“ ანტონ მარტყოფელის შესახებ
ანტონ მარტყოფელს დიდი დამსახურება მოიძღვის ქართული ეკლესიის წინაშე, ისევე როგორც მის მეგობრებსა და სულიერ ძმებს, ასურელ მამებს, რომელნიც მეექვსე საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ეკლესიის გაძლიერების, მართლმადიდებლობის განმტკიცებისა და გავრცელების საქმეში.
ღირსი აქილა აღმსარებელი (V)
17 (30) იანვარი
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)
მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq