საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე
მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე (დ. 5 თებერვალი, 1864, სოფ. ტაბაკანი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 აგვისტო, 1942, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 

1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული.

შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა.

მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი, იგი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში, თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
მეუღლე ოლღასთან ერთად
დეკანოზი კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე (1864-1942) ახრახაძე-კელენჯერიძე ოლღა, კელენჯერიძე, ლევან
ჯგუფური ფოტო: დეკანოზი კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე (1864-1942), კალანდარიშვილი ნიკოლოზ

მამული, ენა, სარწმუნოება

უფლისწულთა აღმზრდელი ღვთისმსახური – ღირსი არსენი დიდი
ღირსი არსენი დიდი (+449-450) დაიბადა 354 წელს რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში, ღრმა სარწმუნოებამ ყმაწვილში მეცნიერებათა შესწავლის შეწყვეტისა და ღვთის მსახურებისთვის თავის გადადების სურვილი აღძრა. მალე წმიდა არსენის დიაკვნად დაასხეს ხელი. რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა იმპერატორმა თეოდოსიმ (379-395) მისი განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ შეიტყო და თავისი ვაჟების, არკადისა და ჰონორიუსის აღზრდა დაავალა.
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი
8 (21) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა დიდებულის, ყოვლადქებული მოციქულის და მახარებელის, იოანე ღვთისმეტყველის (98-117) ხსენების დღეს.
gaq