საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

პოეტი ია ეკელი - ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი
georoyal.ge
მაია ოთარის ასული ქანთარია, ლიტერატურული ფსევდონიმი - ია ეკელი. დაიბადა სენაკში 1974წლის 17 მარტს, მრავალშვილიან ოჯახში, მერვე შვილად.
1990წელს წარმატებით დაამთავრა სენაკის რკინიგზის 1 საშუალო სკოლა-ინტერნატი.
1993-95 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე.
შემდგომ სწავლა განაგრძო, ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2000 წელს, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. არის მაგისტრი.
უფროსი მასწავლებელი. დღემდე ასწავლის თბილისის 147 საჯარო სკოლაში ისტორიას. მიღებული აქვს მადლობა არაერთი, კლასგარეშე ღონისძიებების მაღალ დონეზე წარმართვისათვის. 2 წლის განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის გამგე.
არის:
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
აფხაზეთის მწერალთა შემოქმედებიტი გაერთიანების წევრი.
ფაზისის აკადემიის წევრი.სახალხო დიპლომატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის პალატის წევრი.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურულ-საქველმოქმედო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
2017 წელს გახდა სამეფო კლუბის წევრი.
პირველი ლექსი დაიბეჭდა 1990წელს რაიონულ გაზეთ,,კოლხეთში''.
არის 5 პოეტური და ერთი პროზაული წიგნის ავტორი. გამომცემლობა ,,ტრიასი'', გამომცემლობა ,,მერანი''.
არის
კონკურსის ,,მე და აფხაზის'' გამარჯვებული.
მისი შემოქმედება იბეჭდება გაზეთებში ,,მწერლის გაზეთი'', ,,ლიტერატურული საქართველო'', ,,სახალხო განათლება''.
მისი ლექსები შესულია ,,თანამედროვე ქართული ანთოლოგიის'' გამოცემაში. რედ დ. ახლოური. მისი შემოქმედებითი საღამოები გაიმართა თბილისსა და ბათუმში.
ამა წლის 25 ივნისს, მწერლის სახლში, მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, გადაეცა ნიკო ნიკოლაძის პრემია.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მისი დევიზია ,,ნურაფერს მომილოცავთ, ჯერ იბერია ხომარ გაბრწყინებულა!''...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq