საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი: ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი (+276)

 

19 სექტემბერს (2 ოქტომბერს) აღინიშნება  წმიდა მოწამეთა: ტროფიმეს, საბატისა და დორიმედონტის (+276) ხსენების დღე.

წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.

ერთხელ ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველგან თავაშვებული ღრეობა იყო გამართული. ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი მწუხარებით შესცქეროდნენ ამ ხმაურიან, უსჯულო ზეიმს და უფალს ევედრებოდნენ, ცხონების გზაზე დაეყენებინა გონდაბინდულები. ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა წმიდანები შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ.

საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე კი სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილ ფრიგიის მმართველ დიონისესთან გაგზავნეს. უღმრთო დიონისემ ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეძლო ახოვანი ქრისტიანის მოდრეკა - წმიდანი ფსალმუნის ამ სიტყვებს იმეორებდა მხოლოდ: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან“ (ფს. 33,19). ბოლოს იგი საპყრობილეში ჩააგდეს. აქ ნეტარს ქრისტეს ფარული მიმდევარი - სენატორი დორიმედონტი აკითხავდა. როცა ამის შესახებ მტარვალებმა შეიტყვეს, ისიც დაატუსაღეს და მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. მარტვილმა უარი განაცხადა, რისთვისაც იგი ტროფიმესთან ერთად მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირებმა უფლის რჩეულებს პირი არ დააკარეს. მაშინ მათ თავები მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (+471) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი
gaq