საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ვატერლოოს ბრძოლა - ნაპოლეონის საბოლოო მარცხი
ვატერლოოს ბრძოლა მოხდა ქალაქ ვატერლოოსთან (Waterloo, გამოითქმის [watəʀˈloː]) ბელგიაში 1815 წლის 18 ივნისს და ნაპოლეონ ბონაპარტის ბოლო ბრძოლა იყო. ვატერლოოთი დასრულდა პერიოდი, ცნობილი როგორც "ასი დღე", რომელიც დაიწყო 1815 წლის მარტში ნაპოლეონის ელბადან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის თავს აფარებდა 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლასა და 1814 წელს საფრანგეთის კამპანიაში დამარცხების შემდეგ. ამ დამარცხებამ ბოლო მოუღო ნაპოლეონის იმპერატორობას საფრანგეთში.

1815 წელს ბელგიაში, სოფელ ვატერლოოსთან გაიმართა ბრძოლა, სადაც ინგლისის, ჰოლანდიის და პრუსიის ალიანსი დაუპირისპირდა ნაპოლეონის ფრანგულ არმიას. ბრძოლის წინა დღეს უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო, რადგან ლინის ბრძოლის შემდეგ პრუსიელთა ძალები, რომელთაც ფელდმარშალი ბლუხერი ხელმძღვანელობდა მოწყვეტილი იყო ინგლის-ჰოლანდიის კოალიციისგან. ამის შემდეგ ნაპოლეონი ბრიტანალების პოზიციებისკენ დაიძრა, თუმცა ლორდი უელინგტონი უკვე წასული დაუხვდა. ფრანგები კოალიციას უკან გაყვნენ, თუმცა მათ შორის ბრძოლას კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა ხელი.

მეორე დღეს ჯარები განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ. რვა საათზე აპირებდა ნაპოლეონი ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ჩათვალა რომ, კავალერია და არტილერია ვერ მოახერხებდა გადაადგილებას ტალახში, რითაც რამდენიმე საათი წააგო, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. კარგი განწყობა შეინიშნებოდა ფრანგულ არმიაში, საფრანგეთის მარშალი და ნაპოლეონთან დაახლოებილი ადამიანი მიშელ ნეი არ აფასებდა მათ წინააღმდეგ მებრძოლ ალიანსს და ამბობდა რომ სულ რაღაც ორ საათში გაანადგურებდა "სიპაების გენერალს" (უელინგტონს). ნაპოლეონის დავალებით, მარშალი ემანუელ დე გრუში გაემართა ბლუხერისკენ, რათა გზა გადაეკეტა მასთვის და არ მიეცა საშუალება შეერთებოდა უელინგტონს.

თორმეტ საათზე ნაპოლეონის არტილერიამ ველინგტონის ჯარების ცენტრისკენ მიიტანა შეტევა, სადაც პიტკონის ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. "ინგლისელები ისე ეცემოდნენ ძირს როგორც კეგლის გრუზები"(ჯ.ლოუფორდი). ბრძოლის დროს ველინგტონი ამბობდა: "ღმერთო დიდებულო, ეს კაცი ას ზარბაზანს ისე მარჯვედ ატრიალებს, როგორც ერთ პისტოლეტს." ინგლისელ გენერალს თავისი შტაბი უკანდახევას თხოვდა, მაგრამ ის არ აპირებდა "შეშინებული ქათამივით აქეთ-იქით სირბილს" და ბრძანება გასცა რომ მდგარიყვნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. ნაპოლეონის არტილერია კი ცეცხლს აძლიერებდა, საბოლოოდ ველინგტონმა თახნმობა მისცა თავის გენერლებს რომ ასი მეტრით უკან დაეხით და როგორმე თავი დაეღწიათ ჭურვების წვიმისგან.


ნეიმ ბრიტანელების ეს ნაბიჯი უკანდახევად ჩათვალა და ყველაზე კარგ დროდ შეტევისთვის. მან 16 000-იანი ესკადრონი ორად გაყო და შეუტია ალიანსს. რუკაზე არ იყო დატანილი ხრამი ვატერლოოს ველზე სადაც 8000 ცხენოსანი მიემართებოდა და იქიდან რამდენიმე ასეულიღა გადაურჩა ჩაჩეხვას. ნეი მაინც არ შეეგუა ესკადრონის ნახევრის დაკარგვას, ინგლისელების ცამეტ კარეს შეუტია და 8 გაარღვია კიდეც. ამ დროს ნაპოლეონი გაწბილებული იყო ნეის საქციელით და იძახდა: "როგორ შეიძლება კავალერიის შეტევა ინფანტერიის დახმარების გარეშე". მაგრამ კავალერ

იის როლი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, 8 კარეს განადგურების გარდა მათ ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ფეხოსნებს და შოტლანდიელებისგან შემდგარი "Royal Greys" კავალერია თითქმის ბოლომდე გაანადგურეს.


ბრძოლის მიმდინარეობისას გორაკზე გამოჩნდა მომავალი ჯარი. უელინგტონს ისინი პრუსიელები ეგონა, ხოლო ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ მათ გრუშის ნაწილები უახლოვდებოდნენ, რომლებმაც პრუსიელებს უკან დაახევინეს და ახლა იმპერატორის დასახმარებლად დაბრუნდნენ. ველინგტონის ჰერცოგი ხვდებოდა რა ახლოს იყო დამარცხებასთან და ამბობდა: "ღმერთო მომეცი ღამე ან ბლუხერი". იმ დღეს იღბალი აშკარად ინგლისელების მხარეს იყო, ღმერთმა მისცა ბლუხერი. გორაკზე გაჩერებული ჯარს შავი მუნდირი ემოსა, რომელიც პრუსიელების ნიშანი იყო. გრუშიმ ვერ მოახერხა აღეკვეთა პრუსიელთა მოძრაობა და არასწორად იმოქმედა, რის შედეგადაც ბლუხერის გენერალი ბიულოვი სწრაფად დაიძრა ვატერლოოსკენ, მას სხვა კორპუსებიც მიჰყვნენ.


ნაპოლეონმა ჩართო უკანასკნელი რეზერვი ბრძოლაში, საიმპერატორო გვარდია (გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი). ამ გვარდიის შეტევისთვის ჯერ არავის ჰქონდა გაძლებული და იმპერატორი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი ხაზი, გადათელეს არტილერია, დაამრცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო. ველინგტონის ფერდობზე ჩასაფრებული მეიტლენდის რამდენიმე რაზმმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და საბოლოოდ დაახევინა უკან ფრანგებს. ორგანიზებულად იხევდა უკან გვარდია, რასაც ველინგტონის კიდევ ერთი აღფრთოვანება მოჰყვა: "დიდებულია, დიდებულია". 5 ათასი ჯარისკაცი მოექცა 80 000 მოკავშირის ალყაში, ველინგტონის ჯარისკაცები ყოველი მხრიდან ესროდნენ მათ. გენერალმა კოლმა არტილერიას ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა:"ეს უკვე მკვლელობაა, ნამდვილი მკვლელობა. შეწყვიტეთ სროლა". მან აღმართა თეთრი დროშა და ჯარისკაცებს მიმართა რომ არავინ დაივიწყებდა მათ გმირობას, მაგრამ მოვიდა დრო რომ დანებდნენ. ფრანგების გენერალმა პიერ კამბრონმა კი ამაზე დაუყვირა: "merde!" რაც უკიდურესი ფორმაა დაუმორჩილებლობის და შეურაცყმყოფელ ფორმაში გამოითქმის (ფრანგული გინებაა). არსებობს მეორე რომანტიკული ვერსია სადაც კამბრონი პასუხობს:"ნეხვო!!! გვარდია იღუპება მაგრამ არ ნებდება". ამის შემდეგ დაჭრილი კამბრონი მიწაზე ეცემა.

როდესაც გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი გმირულად იბრძოდა, ძველ გვარდიას ნაპოლეონი გაყავდა ბრძოლის ველიდან. კიდევ შეეძლო ნაპოლეონს ბრძოლების წარმოება, მის განკარგულებაში იყო 120 000 ჯარისკაცი, მაგრამ მას აღარ უნდოდა კამპანიებში მონაწილეობის მიღება. არსებობს ვერსია რომ, რიგითი ფრანგები მას სასახლეში უვარდებოდნენ და ინგლისელების განადგურებასაც თხოვდნენ. ის გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც სავარაუდოდ მოწამვლით მოკლეს 1821 წელს.

გრუშის შეცდომას არასდროს დაუვიწყებენ ფრანგები, მოღალატედაც შერაცხეს. იმ დროინდელ საფრანგეთში არსებობდა ეჭვი რომ ის შეეკრა ინგლისელებს, რაც შემდგომ გაქარწყლდა და მისი მოქმედება უინიციატივობას მიაწერეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq