საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)

 ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა. ერთ-ერთმა მნათემ წმიდა ისააკს პირმოთნე უწოდა და სილა გააწნა. ღვთის რისხვა მეყვსეულად დაატყდა თავს ამპარტავან მნათეს - ბოროტმა სულმა დასცა და აყვირდა: „ისააკი განდევნის“. როგორც კი ღირსი ისააკი დაიხარა იატაკზე დამხობილი შეპყრობილისაკენ, უწმინდურმა სულმა მსწრაფლ დატოვა გვემული.

 მომხდარი ამბავი მთელ ქალაქს მოედო. წმიდანთან ხალხი მოდიოდა, სთავაზობდა დახმარებას და ფულს მონასტრის მოსაწყობად. თავმდაბალმა ბერმა ყველაფერზე უარი განაცხადა, ქალაქიდან გავიდა და განმარტოებულ ადგილას კელია აიშენა. მოღვაწის ირგვლივ მოწაფეები შეიკრიბნენ და მონასტერი დააარსეს. როცა მოწაფეები ეკითხებოდნენ, რატომ არ მიიღე შემოწირულობებიო, ღირსი ისააკი პასუხობდა: „მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“.

 ღირსი ისააკი წინასწარხედვით მადლით იყო დაჯილდოებული. ამის შესახებ წერს წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი თხზულებაში „იტალიელ მამათა ცხოვრებანი და სასწაულნი“. ერთხელ წმიდანმა ბერებს უთხრა, ბოსტანში დაეტოვებინათ ბარები, დილისთვის კი საჭმელი მოემ

ზადებინათ მუშებისთვის. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ქურდები აპირებდნენ მონასტრის გაძარცვას. ღვთის ნებით, მათ ბოროტი გადაწყვეტილება შეცვალეს, აიღეს ბარები და გულმოდგინედ დაიწყეს მუშაობა. დილით ბერები რომ მივიდნენ, მთელი ბოსტანი დაბარული იყო. ღირსმა ისააკმა „მუშებს“ საუზმე შესთავაზა და ურჩია, ქურდობისთვის თავი დაენებებინათ.

 მეორეჯერ ღირს მამასთან ძონძებში გახვეული მოგზაურები მოვიდნენ და ტანსაცმელი სთხოვეს. წმიდა ისააკმა მათ სთხოვა დალოდებოდნენ, თვითონ კი ერთი ბერი გაგზავნა ტყეში, სადაც მოგზაურებს თავიანთი ძვირფასი ტანსაცმელი ჰქონდათ გადამალული. წმიდანმა მოწყალების მთხოვნელებს მათივე ტანსაცმელი მისცა. შერცხვენილმა გამომძალველებმა პატიება სთხოვეს წმიდა ისააკს.

 ერთხელ ერთმა კაცმა ღირს ისააკს მსახურის ხელით ორი კალათა საჭმელი გამოუგზავნა. მსახურმა ერთი კალათა გადამალა. წმიდანმა მოტანილი კალათა აიღო და მომტანს ჩუმად უთხრა: „საჩუქრისთვის მადლობელი ვარ, შენ კი გადამალულ კალათას ნუ გაეკარები, მასში გველი ჩაძვრა და თუ ხელს მოკიდებ - დაგგესლავს“. ასე ბრძნულად ამხელდა წმიდანი ადამიანთა ცოდვებს და მათი ცხონებისთვის იღვწოდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq