|
სად ცხოვრეობდნენ დღევანდელი აფხაზების წინაპრები 500 წლის წინათ
საბჭოთა ხანაში ქართულ და აფხაზ ისტორიკოსთა ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა. აფხაზი ისტორიკოსები რომლელთა უკან რუსეთი იდგა,ამტკიცებდნენ რომ ქართველები არასოდეს ცხოვრობდნენ აფხაზეთში,ხოლო ქართველი ისტორიკოსები როგორმე ამის საპირისპიროს დადასტურებას ცდილობდნენ.
გავიდა ხანი,სსრკ დაიშალა და უამრავი აღმოჩენაც გაკეთდა.ევროპის ბიბლიოთეკებსა და არქივებში დაცულია უამრავი საინტერესო რუკა.აქ ერთ-ერთ მათგანზე გარკვევით სჩანს ე.წ ''აფხაზების'' პირველსამშობლო - ABCVAS REGI - ყუბანის და ზელენჩუკის ზონში,მათ შორის პუნქტი ACUA [Аҟәа ],რომელიც დღესდღეობით სოხუმის ''აფხაზური'' სახელწოდებაა.ამასთანავე, დღევანდელი აფხაზეთის მხარე შედის სამეგრელოს შემადგენლობაში ,მათ შორის სოხუმიც. თანამედროვე აფხაზები საკუთარ თავს უწოდებს ''აფსუას'' ( Aҧсуаа ).
აღმოჩენილი დოკუმენტები ცხადჰყოფენ თუ სად ცხოვრობდნენ აფხაზების წინაპრები 500 წლის წინათ.
დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში : Il designo della prima parte delasia... / Giacomo di Gastaldi ; Fabio Licinio f. Gastaldi, Giacomo 1559
http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b550045073/f1.zoom.r=Giacomo%20Gastaldi.langEN |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|