საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მატიანეები

მიხეილ პანარეტოსი ბაგრატ V დიდის მეორე ქორწინების შესახებ ანა კომნენოსთან
მაკრიალი (ქემალფაშა) სავარაუდოდ X-XII საუკუნის ტაძარი.
მიხეილ პანარეტოსი ბაგრატ V დიდის ანა კომნენოსთან დაქორწინების და ბათუმში გამართული წვეულების შესახებ. 1367 და 1373 წლები:


"ივნისის მეხუთე ინდიქტიონს (1367) ჩავედით ლაზიკაში, ადგილს სახელად მაკროსეგიალოს (მაკრიალი), ჯარითურთ, ხმელეთითა და ზღვით, მეფესთან და დედამისთან, დედოფალთან ერთად; თან გვყავდა აგრეთვე დედოფალი ანა, დიდი კომნენე, რომელიც მისთხოვდა იბერთა და აფხაზთა მეფეს, ბატონ ბაგრატ ბაგრატიონს მაკრიალში*...''


'' 6 აგვისტოს წავედით ლაზიკაში და თვის ბოლოს 1373 წლის დასაწყისში შევხვდით ბაგრატ მეფეს. მას შემდეგ მივედით ბათუმში, სადაც კარვები გარეთ, ცის ქვეშ დავდგით. გვქონდა 2 კატარღა და ორმოცამდე ნავი. ბათუმშივე ვესაუბრეთ გურიელს,რომელიც მეფის პატივსაცემად მოვიდა.დავრჩით ექვს დღეს და უკან დავბრუნდით მე-11 ინდიქტიონს. ''
 
აქ ლაპარაკია ბაგრატ მეფის მეორე ქორწინებაზე. მანამდე მეფეს ჰყავდა ცოლი, ელენე დედოფალი, რომელიც შავმა ჭირმა იმსხვერპლა. ისტორიულ წყაროებში დედოფალ ელენეს წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ არის. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ის შეიძლება ყოფილიყო ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილის ასული, ელენე დიდი კომნენოსი.
–––––
* – მაკრიალი ახლა თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და ქემალფაშა ჰქვია.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV)
წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა, რომელთა ხსენება აღინიშნება 14 ნოემბერს, ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. წმიდა კვირიენა წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს.
კოზმა და დამიანე - ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველები
წმიდა უვეცხლონი კოზმა და დამიანე, რომელთა ხსენებაც აღესრულება 14 ნოემბერს, ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა. კეთილმსახურებით აღზრდილი ძმები საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ.
gaq