საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
გაიოზ მამალაძე
 მეფე ერეკლე II-ის ძე - მირიან ბატონიშვილი დაიბადა 1767 (ან 1766) წლის 19 აგვისტოს. სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადრიდანვე ჩაერთო. 1783 წელს გარსევან ჭავჭავაძესთან და კათალიკოს ანტონ II-სთან ერთად ერეკლე II-მ რუსეთს მიავლინა, ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით. 

დარჩა რუსეთში, სადაც უბოძეს პოლკოვნიკობა და დაიწყო სამხედრო სამსახური. 1788 წლიდან ტფილისის მუშკეტერთა პოლკში იყო. 1790 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადაიყვანეს ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში. მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ ომში.

1791-1796 წლებში პეტერბურგში იყო. 1797 წელს დედისგან, დარეჯან დედოფლისგან მიიღო წერილი, რომელიც ატყობინებდა მამის მძიმე ავადმყოფობას და ექიმის ჩამოყვანას სთხოვდა. მირიან ბატონიშვილმა ექიმი ჩამოიყვანა საქართველოში, მაგრამ მეფე ერეკლე II გარდაცვლილი დახვდა.

1801 წლის მარტამდე საქართველოში იმყოფებოდა. ცდილობდა გამეფებულიყო იულონ ბატონიშვილი. ამ დროს, მოგეხსენებათ მეფე გიორგი XII გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრემ დავით უფლისწულმა კი მეფედ კურთხევა, რუსების ნებართვის გარეშე, ვერ გაბედა.

მირიან ბატონიშვილი დამპყრობლებმა გაამგზავრეს რუსეთს. სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. 1801 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1807 წლამდე სამსახური არ ჰქონდა. შემდეგ მიიღო „დეისტვილნი ტაინი სოვეტნიკის“ და სენატორის წოდება და მუშაობდა სენატში. 1811 წელს გადავიდა მოსკოვის დეპარტამენტში. 1813 წელს ისევ პეტერბურგის სენატში დაბრუნდა. 1814 წელს ცოლად შეირთო მარიამ ხალკოვა, რომელიც ერთი წლის მერე გარდაიცვალა.

ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დავით გურამიშვილთან, ბესიკთან. როგორც ცნობილია, დავით გურამიშვილის „დავითიანი“ სწორედ მირიან ბატონიშვილმა ჩამოიტანა საქართველოში.

წერდა, თარგმნიდა რუსულიდან ქართულად და პირიქით. ლექსები უძღვნა მამას - ერეკლე მეფეს, ბესიკს, ძმას - ანტონ მეორეს, ძმიშვილს, გიორგი XII ასულს - რიფსიმეს, იონა ხელაშვილს, ვარლამ მიტროპოლიტს და სხვა. შექმნა სახოტბო ნაწარმოები „სვეტიცხოვლის ქება“, „ფერისცვალების ქება“. წერდა სატრფიალო შინაარსის ლექსებსაც, „ქალო ნარგიზიანო“, „ტანო ტატანოს ხმაზედ“, „ოდეს გნახე“ და „ხელქმნილ ვარ“, რომლებსაც ბესიკის გავლენა ეტყობათ.

სიცოცხლის ბოლო წლები ავადმყოფობაში და ხელმოკლეობაში გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონიშვილი გახლდათ და რუსეთის იმპერიის გენერალ-ლეიტენანტი. „საპატიო“ გადასახლებაში იყო 1801 წელიდან. 

მირიან ბატონიშვილი გარდაციცვალა 1834 წელის 15 სექტემბერს, რუსეთში. დაკრძალულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში. 


გავიხსენოთ მისი ლექსი „მოვედით, მოყმენო“.

მოვედით, მოყმენო

მოვედით, მოყმენო, შეკრბით ჯომარდნო,
მწუხარეს მომხედეთ, შემიწყალენით,
მოყვარეთა მწენო, მტერთ გულის დარდნო,
მისმინეთ ნაღველნი, მით მიბრალენით.

მოვშორდი მშობელთა და ნათესავთა,
სწორთა, მეგობართა, მოყმეთა, თავთა,
მით საწუთრმან მიმცა ნაღველთა შავთა,
ამ დარდით მიხსენით, დამავალენით.

ესოდენ ხანს ვეძიე, ვერ ვპოვე მშველი,
ამისთვის ნიადაგ თვალნი მაქვს სველი,
აწ შემოქმედისგან შეწევნას ველი,
თქვენ გნახო მშვიდობით, ქება გძღვნათ ენით.

აწ ყარიბი მარტო დავიარები,
სიყრმის მეგობრებთან ვერ ვეხარები,
ამისთვის ვარ ყოველთ შესაბრალები,
მაცოცხლეთ თქვენც, ან მო-ცა-მკალენით.

ესოდენ უცხოობით მწუხარ არს გული,
თქვენის სიშორითა იურვის სული,
მანი რაესთან სმით შეიწრებული,
სიკვდილს მივწურვილვარ ამ დარდის სენით.

მამული, ენა, სარწმუნოება

8 ივნისი - ხსენება ღირსი იოანე ფსიხაიტისა, აღმსარებლისა (IX)
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინოპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო.
წმიდა მოწამე გიორგი ახალი (1515) ხსენება 8 ივნისს
წმიდა მოწამე გიორგი ახალი დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მის მამას ერქვა იოანე, დედას - მარიამი. ყრმა ღრმადმორწმუნე მშობლების მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მას დიდმოწამე გიორგის სახელი უწოდეს. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად განისწავლა წმიდა წერილი.
gaq