საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

8 ივნისი - ხსენება ღირსი იოანე ფსიხაიტისა, აღმსარებლისა (IX)

ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი  ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინოპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო. იმ დროს ხატთმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმიდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად დევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმიდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატთმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი გადაასახლეს. ხატთმებრძოლთაგან დევნილი და შევიწროებული გადასახლებაში აღესრულა.

სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq