საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, 1990 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (მოკლე ისტორია)
დავით ზუკაკიშვილი


საქართველომ კურსის აღება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას მრავალი გამოწვევისა და სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის იყო რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგრესია, რომლის მთავარი მიზანი იყო  საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისათვის ხელის შეშლა.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სტრატეგიულ არჩევანი - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება, იყო სწორი მიმართულება, რომელსაც სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს ახალგაზრდა თაობამ არ იცის, თუ როგორი იყო საქართველოს, შეერთებული შტატებისა და NATO-ს თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები. მით უფრო, რომ "ვარდების რევოლუციით" მოსულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზა პირადად მათი დამსახურებაა. 

ამიტომაც, მიზანშეწონილად ჩავთვალე, გაგვეკეთებინა მოკლე მიმოხილვა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის შესახებ გასული საუკუნის 90-ი წლებიდან 2002 წლამდე.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1992 წელს აღიარა. თუმცა, შეერთებული შტატების მთავრობამ ჯერ კიდევ პირველი ეროვნული ხელისუფლების არსებობისას დაიწყო ნიადაგის მომზადება საქართველოსთან თანამშრომლობაზე.

1991 წლის  29 მარტს თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი.  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის უნდა მიეწოდებინა  საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაცია, დაადასტურა აშშ-ის ხელისუფლების პატივისცემა საქართველოს არჩეული მთავრობისადმი და გამოთქვა იმედი, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ დასრულდებოდა. ზ. გამსახურდიამ ამერიკელ სტუმარს უთხრა, რომ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს არ უნდა დაეშვათ კრემლის ძალადობა რესპუბლიკებზე.  რიჩარდ ნიქსონმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მიდგომას - ამერიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყოველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ თვითონ უნდა განაგოს თავისი ბედი.

1991 წლის დეკემბერს რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით დაწყებულმა სამოქალაქო ომმა დროებით შეაფერხა საქართველოს წინსვლა.

თუმცა, 1992 წლის მაისში, მაშინ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ სამოქალაქო დაპირისპირება მძვინვარებდა, ახალბედა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის, მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი იყო თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის ჩამოსვლა.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავდაპირველად წმინდა დახმარებითი იყო. ეს დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც წესი, ფინანსურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, ჰუმანიტარული დანიშნულების დახმარებაც ხშირად გაუწევია - იქნებოდა ეს ხორბალი თუ სხვა. ოდნავ მოგვიანებით კი შეერთებული შტატების მთავრობამ ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწესრიგებით თუ მოწყობის გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკური დახმარების წილმაც იმატა. აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით აქტიური 1995-1999 წლებში იყო, როდესაც საქართველოში წარმატებით მიმდინარეობდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეთანხმებული და აშშ-ს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები.

უნდა აღინიშნოს, რომ 1995-1999 წლები მნიშვნელოვანი პერიოდი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან სწორედ ამ დროს გააკეთა ქვეყანამ სტრატეგიული არჩევანი. ის იყო ერთმანეთთან დაკავშირებული პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული მიმართულებებით რამდენიმე ფუნდამენტალური გადაწყვეტილებების მიღებითა თუ პროექტის განხორციელებით გამოიხატა. აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, უზრუნველყოფილიყო საქართველოს მოქცევა დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესების არეალში.

გასული საუკუნის 90-ი წლების შუაში უკვე ნათელი იყო, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთში ნეოიმპერიული ძალები იმარჯვებდნენ და, მასთან პირისპირ დარჩენით, საქართველოს გაუჭირდებოდა არა თუ ცივილიზებული ქვეყნების გზით განვითარება, არამედ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც. შესაბამისად, საქართველო უნდა დაბრუნებულიყო ევროპულ ოჯახში. სულ მალე მოხდა საქართველოს გაწევრიანება NATO-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რომლის ფარგლებში დაიწყო შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობა. მოკლე ხანში საქართველო ამ პროგრამის ყველაზე აქტიური წევრი გახდა. პარალელულად ვითარდებოდა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზაც. 1997 წელს გაფორმდა მნიშვნელოვანი ჩარჩო-შეთანხმება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობა და სამხედრო კავშირების გარღმავების შესახებ. ამ ხელშეკრულებით, სხვასთან ერთად, საფუძველი ჩაეყარა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას, რომლის ფარგლებში, მოგვიანებით, თბილისში აშენდა თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია, რომელიც ცნობილია როგორც „ლუგარის ლაბორატორია“ და შეიქმნა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი წყაროების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორული სისტემა. აღსანიშნავია, რომ 2-3 წელიწადში, ხსენებული ჩარჩო-შეთანხმების გარდა, რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი სამთავრობო თუ უწყებათაშორისი დოკუმენტი გაფორმდა, რომლებმაც დასაბამი მიცეს სხვადასხვა პროგრამას. ასე მაგალითად, „სახელმწიფოთა შორის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში ასეულობით ღონისძიება გაიმართა.

ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის წარმატებით მიმდინარეობის დასტური იყო 1999 წელს საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც დაისახა სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გეგმები. ერთ-ერთი საკითხი კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში შეერთებული შტატების სექტორში ქართული ოცეულის მივლინება იყო. აქედან დაიწყო ქართული კონტინგენტების გაგზავნა სხვა კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, კერძოდ, ერაყსა და ავღანეთში. მას შემდეგ, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს, ცნობილი ტერაქტის შემდეგ, შეერთებული შტატების ლიდერობით შექმნილ საერთაშორისო კოალიციას საქართველო შეუერთდა. ამას მოჰყვა ქართული სამხედრო მოსამსახურეებისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების დაფუძნება, რომელსაც „წვრთნისა და აღჭურვილობის პროგრამა ეწოდა“. აღნიშნულ პროგრამას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან პირველად მოხდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკული სამხედრო ინსტრუქტორები ჩამოვიდნენ. იმავე წელს, პრაღაში გამართულ NATO-ს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად განაცხადა ალიანსში გაწევრიანების სურვილი.

ეს იყო სტრატეგიული არჩევანი, რომლის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა. მას საფუძველი ჩაუყარა 1993 წლის „ბრიუსელის დეკლარაციამ“, რამაც საფუძველი ჩაუყარა TRACECA-ს სახელით ცნობილ რეგიონალურ პოგრამას. პროგრამის მიზანი იყო სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კონვენციური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ევროპის სატრანსპორტო სისტემებთან ინტეგრაცია. TRACECA-ს ფარგლებში მრავალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია ის პროექტებიც, რომლებიც ხსენებული პროგრამის მიღმა ხორციელდებოდა. პირველ რიგში ეს იყო ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა და თბილისი-ახალქალაქის არსებული მაგისტრალის რეაბილიტაცია.

პარალელულად ვითარდებოდა სატრანზიტო დერეფნის ენერგეტიკული შემადგენელიც. მას შემდეგ, რაც 1994 წელს ხელი მოეწერა ე.წ. „საუკუნის პროექტს“, დაიწყო კასპიის ნავთობის მოპოვების ისტორიის ახალი ეტაპი. 7 ქვეყნის 11 ნავთობკომპანიისგან შემდგარმა კონსორციუმმა დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 870 კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა - ბაქო-თბილისი-სუფსა. 600 აშშ მილიონი დოლარის ღირებულების ობიექტი 1999 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

ხსენებული პროექტის განხორციელება სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა რუსეთის მხრიდან. რომ არა შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგობას საქართველო ვერ გაუმკლავდებოდა. ბაქო-სუფსის ნავთობსადენმა გზა გაუკაფა გაცილებით მნიშვნელოვან პროექტს - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და სამხრეთკავკასიური გაზსადენის მშენებლობას.

1999 წელს სტამბულში გამართულ ეუთოს სამიტს კიდევ ერთი დატვირთვა ჰქონდა - საქართველო-თურქეთის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლის შემდეგ გაგრძელდა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის შესახებ მოლაპარაკებები. შეერთებული შტატების აქტიური დიპლომატიური მხარდაჭერით მოხერხდა რუსეთის დაყოლიება და სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, რომლის შესაბამისად საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო. ამავე წელს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

ყოველივე ეს 2002 წელს დაგვირგვინდა საქართველოს ოფიციალური განცხადებით NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ეს იყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ლოგიკური ნაბიჯი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თომა მალეელი
7 (20) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი თომა მალეელის (X) ხსენების დღეს.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq