საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)

წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს,  დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში.

როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისაც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქალაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს.

ამ დროს თვირსე, რომელიც კათაკმევლად იყო დადგენილი, მაგრამ ნათლისღება ჯერ არ მიეღო, კუმბრიკიუსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეგვემათ თვირსე, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ მისთვის, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ ზედ.

ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველას თვალწინ სრულიად განკურნა მოწამე. ამ სასწაულმა კუმბრიკიუსი გონს ვერ მოიყვანა. მან განკარგულება გასცა, თვირსე შეებოჭათ და დილამდე საპყრობილეში გამოემწყვდიათ.

ღამით ღვთაებრივმა ძალამ უფლის რჩეული სატუსაღოდან გაათავისუფლა. წმიდანმა დაუყოვნებლივ ქალაქის ეპისკოპოსს მიაშურა და მოინათლა, შემდეგ კი ისევ საკანში დაბრუნდა.

ამასობაში კესარიაში წარჩინებული კარისკაცი სილუანე ჩავიდა იმ განზრახვით, რომ კუმბრიკიუსს ქრისტიანობის ამოძირკვაში დახმარებოდა. მან თვირსე აპოლონის საკერპოში შეიყვანა. წმიდა მოწამემ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს მოუხმო შემწედ. მაშინვე საშინლად იჭექა და კერპი ფერფლად იქცა.

ამის შემდეგ უსჯულო სილუანე და კუმბრიკიუსი კიდევ დიდხანს ტანჯავდნენ თვირსეს, მაგრამ ბოლოს მოულოდნელად დასნეულდნენ და მოკვდნენ. მათ ნაცვლად წინამორბედთა მსგავსად ქრისტესმოძულე ბაბდა დანიშნეს. ბაბდამ ბრძანა, მხეცები ეშიმშილებინათ, შემდეგ კი თვირსე მიეგდოთ მათთვის საჭმელად, მაგრამ ცხოველებმა დაგლეჯის ნაცვლად ალერსი დაუწყეს წმიდანს.

წარმართმა ქურუმმა კალინიკემ თვირსეს მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, შეიცნო კერპთა უძლურება. იგი მმართველთან გამოცხადდა, დაგმო წარმართული ცრურწმენა და ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. ამის შემდეგ საკერპოში მიყვანილმა ქურუმყოფილმა გულში ილოცა: „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, ჩემგან მრავალგზის განრისხებულო და მაინც არა უკუქცეულო, აწ აღსდეგ შეწევნად ჩემდა და გამომიჩინე ძალი შენი“.

მაშინ კალინიკეს ჩაესმა ხმა უფლისა, რომელიც წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, მის წინ მდგარი კერპი კი ნამსხვრევებად იქცა. ამის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოკვეთეს. წმიდა თვირსე, მმართველის ბრძანებით, ჯალათებს უნდა გაეხერხათ. ისინიც ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. წმიდანს სახე ისე საოცრად გაუბრწყინდა, რომ ვერავინ ვერ გაბედა მასთან მიახლოება. მაშინ თვირსემ ილოცა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თომა მალეელი
7 (20) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი თომა მალეელის (X) ხსენების დღეს.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq