საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდანი ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი (ლოცვა გასაჭირში შეწევნისათვის)
georoyal.ge

13 (ახალი სტილით 26) დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს ევსტრატისა, ავქსენტისა, ევგენისა, მარდარისა და ორესტისა (284-305).

ქართველებს დღეს არა ერთი გასაჭირი გვაქვს, ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი კი ღვთის წინაშე ჩვენი შემწეები არიან. ამიტომ გთავაზობთ ამ ლოცვას.

ლოცვა გასაჭირში შეწევნისათვის

წმიდანო ღვაწლისმძლენო მოწამენო და მხურვალენო შუამდგომელნი წინაშე საღმრთოსა საყდრისა - ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი, მოჰხედეთ ჭირთა და იწროებათა ჩვენ ზედა მოწევნულთა, და გვიხსენოთ მოსწრაფებით, სარწმუნოებით და სურვილით პატივისმცემელი თქვენნი (სახელები).

წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ. უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაბადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობების ჩასაცხრობად მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნეს და, რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან - კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ.

ქალაქ სატალიონში სხვა ქრისტიანებთან ერთად ავქსენტი ხუცესიც შეიპყრეს. სასამართლოს დღეს ციხეში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული და მდიდარი მოხელე - ევსტრატი მივიდა თავისი რაზმით და ტყვე ქრისტიანები სამსჯავრო მოედანზე გამოიყვანა. თავად ევსტრატი ქრისტეს მიმდევარი იყო, მაგრამ მანამდე თავის სარწმუნოებას ფარულად ინახავდა. ახლა ნეტარმა შესაფერი ჟამი ჰპოვა და მტარვალ ლისიუსის წინაშე აშკარად აღიარა მაცხოვარი. მსაჯულმა ბრძანა, დაუყოვნებლივ აეყარათ მისთვის სამხედრო წარჩინების ნიშნები და საწამებლად გადაეცათ. წმიდა ევსტრატი სასტიკად გვემეს, მაგრამ იგი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს. მოწამემ მადლობა უთხრა ჯალათს: „სატანჯველებით სული ცოდვებისაგან გამიწმინდე და მარადიულობისათვის განმამზადებინეო“. ჯალათმა უპასუხა, შენს ღმერთს შენთვის უკვდავების მონიჭება რომ შეძლებოდა, წყლულებისგანაც განგკურნავდაო. ამის თქმა და ევსტრატის განკურნება ერთი იყო. ამ სასწაულის ბევრმა მხილველმა ადიდა უფალი, ხალხში მდგარმა ევსტრატის მეგობარმა და მისი რაზმის მეომარმა, ევგენიმ კი ხმამაღლა შესძახა: „ლისიუს! მეც ქრისტიანი ვარ, როგორც ჩემი ბატონი ევსტრატი!“ მაშინ ევსტრატისა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ისიც შეიპყრეს. მეორე დღეს ლისიუსმა, რომელიც ნიკოპოლში მიემგზავრებოდა, ბრძანა, ტყვე ქრისტიანებიც თან გაეყოლიებინათ. ევსტრატის ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს, ასე რომ, მთელი გზა მისთვის საშინელი წამება იყო.

ორი დღის შემდეგ ჩააღწიეს ევგენისა და ევსტრატის მშობლიურ ქალაქ არავრაკში. უამრავი ხალხი გამოეფინა ქუჩებში, მათ სურდათ, მიახლოებოდნენ ევსტრატის, რომელიც ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მაგრამ დასჯის შიშით ამას ვერ ბედავდნენ; ერთმა ღარიბმა ქრისტიანმა, მარდარიმ კი გასაოცარი საღვთო შური გამოავლინა. მას ახალი სახლი აეშენებინა და მის გადახურვაზე მუშაობდა. როცა ტყვეები და, მათ შორის, ევსტრატიც შენიშნა, წმიდანი საჩქაროდ ჩამოვიდა სახურავიდან და მეუღლეს მიმართა: „ხედავ ამ დიდებულ კაცს?! ის არც ხარისხს დაერიდა, არც სიმდიდრეს, ყველაფერი დაუტევა და უფალს შეეწირა მსხვერპლად! ნეტარ ხარ, ევსტრატი - ამქვეყნადაც სახელოვანი იყავი და იმქვეყნადაც გამოუთქმელ სიხარულს მიემთხვევი!“ ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა ქალმა უპასუხა: „შენ რა გიშლის, რომ იმავე გზას დაადგე?“ მარდარი სწორედ ამაზე ფიქრობდა. მან მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ“ (ეს ლოცვა ეკლესიაში დღესაც იკითხება მესამე ჟამნის ბოლოს და შუაღამიანზე). ამის შემდეგ წმიდანი გამოემშვიდობა ღვთისმოშიშ მეუღლეს, გადაკოცნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილები და ხმამაღლა შესძახა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ეს რომ ესმათ, იგი დაუყოვნებლივ შეიპყრეს და სხვა ტუსაღებთან ერთად საპყრობილეში გამოკეტეს.

დილით მსჯავრდებულები გასასამართლებლად გაიყვანეს. პირველად ავქსენტის გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და თავი მოჰკვეთეს. არავრაკელმა მღვდლებმა ღამით ფარულად გადაასვენეს წმიდანის ცხედარი და პატივით დაკრძალეს.

შემდეგ მარდარის წამება დაიწყეს. უსჯულოებმა მას ფეხები დაუხვრიტეს, შიგ ბაწრები გაუყარეს, თავდაყირა დაკიდეს და გახურებული ლურსმნებით ჩხვლეტა დაუწყეს. დიდხანს გასტანა ნეტარის წამებამ. ბოლოს წმინდანმა მადლობა შეაწირა ღმერთს: „უფალო! გმადლობ, რომ ამგვარ სიკეთეთა ღირსი გამხადე. მშვიდობით შეივედრე სული ჩემი!“ - და აღესრულა.

შემდეგ ევგენი წარდგა სამსჯავროს წინაშე. მას ჯერ ენა ამოგლიჯეს, შემდეგ ხელ-ფეხი დააჭრეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

ლისიუსმა ევსტრატის დასჯა დროებით გადადო და ქალაქში განლაგებული ჯარის ნაწილების დასათვალიერებლად გაეშურა. მისი ყურადღება მიიქცია მხედარმა ორესტიმ, რომელიც თავისი პირმშვენიერებით, ტანადობითა და სიმარჯვით მეტად გამოირჩეოდა სხვა მეომრებისგან.

 უღმრთო მხედართმთავარმა მას უბრძანა, წინ გამოსულიყო და შუბი ეტყორცნა მიზანში. მეომარმა იარაღი აიღო. ის-ის იყო, ბრძანება უნდა შეესრულებინა, რომ მკერდზე დაკიდული ჯვარი გამოუჩნდა. ლისიუსმა რისხვით იკითხა: „რა არის ეს? განა შენ იმათგანი ხარ, ვინც ჯვარცმულს სცემს თაყვანს?!“ „მე ჩემი ჯვარცმული მეუფისა და ღვთის მონა ვარ და ჯვარს ყოველგვარი ბოროტისაგან თავის დასაცავად ვატარებ!“ - უპასუხა ორესტიმ. მაშინ ისიც შეიპყრეს და სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოამწყვდიეს. ორესტის მიბაძვით მისი რაზმის ბევრმა სხვა მეომარმაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ლისიუსმა ყველა ციხეში ჩაყარა. შემდეგ მტარვალმა მოსალოდნელი სახალხო მღელვარების შიშით ბრძანა, ევსტრატი და ორესტი სებასტიაში გაეგზავნათ, მმართველ აგრიკოლასთან.

აგრიკოლა მართლმორწმუნეთა მიმართ სასტიკი და დაუნდობელი იყო, მაგრამ ევსტრატის ბრძნულმა და დამაჯერებელმა საუბარმა უფალზე და მის გამოუთქმელ სახიერებაზე, გული მოულბო. მრისხანე მსაჯული დამწუხრდა და მთელი ღამე არ უძინია. მან განიზრახა, ევსტრატი გადაერჩინა და თხოვდა, მოჩვენებით, სხვათა დასანახად მაინც ეცა კერპებისთვის თაყვანი, თან პატივსა და ძღვენს აღუთქვამდა; მაგრამ წმიდა მოწამე უდრეკი დარჩა.

მოთმინებადაკარგულმა აგრიკოლამ ბრძანა, ორესტი გახურებულ რკინის სარეცელზე დაეწვინათ. წმიდანი გაბედულად ავიდა სარეცელზე, ილოცა: „უფალო იესო ქრისტე! ხელთა შენთა შეივედრე სული ჩემი!“ - და აღესრულა.

ღამით ევსტრატი სებასტიელმა ეპისკოპოსმა, ვლასიმ მოინახულა საპყრობილეში და ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს აზიარა. ამასთან, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა საკანი და ზეგარდამო გაისმა: „ევსტრატი! კეთილი ღვაწლი განასრულე; აწ მოვედ ზეცად და დაიმკვიდრე შენთვის განმზადებული გვირგვინი!“

დილით აგრიკოლამ უფლის რჩეულს დაწვა მიუსაჯა. სანამ ჯალათები განაჩენის აღსასრულებლად ემზადებოდნენ, წმიდანმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც შემდგომ შაბათის შუაღამიანის საკითხავებში ჩართეს: „დიდებით გადიდებთ შენ, უფალო, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა ზედა, და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, არამედ იხსენ ჭირისაგან სული ჩემი; და აწ, მეუფეო, დამიფარენ ხელმან შენმან. და ნუმცა იხილავს სული ჩემი დაბნელებულსა მას პირსა ბოროტთა ეშმაკთასა, არამედ შეივედრებენ მას ანგელოსნი შენნი ბრწყინვალენი და ნათლისანი“. ამის შემდეგ ნეტარი მარტვილი თავად შევიდა გახურებულ ღუმელში და სული უფალს შეჰვედრა.

ეპისკოპოსმა ვლასიმ ცეცხლში უვნებლად დარჩენილი მისი პატიოსანი ცხედარი ორესტისა და სხვა მოწამეების წმიდა გვამებთან ერთად პატივით დაკრძალა. შემდგომში კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპოს მონასტრის გალავანში წმიდა მოწამეთა: ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარისა და ორესტის სახელობის ტაძარი აიგო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq