საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

აღმზრდელი მეფისა და "პრემიერ-მინისტრი" (კანცლერი) - გიორგი ჭყონდიდელი
georoyal.ge
12 (ახალი სტილით 25) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს (+1118 წელი).

გიორგი ჭყონდიდელი იყო "ყოველთა გზათა და საქმეთა და ღვაწლთა" მოზიარე ჩვენი დიდი იმპერტორის - დავით აღმაშენებლისა.

მასზე ცნობები ცოტაა, თუმცა ამ ცნობებიდანაც იკვეთება უდიდესი დამსახურების სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე, დიდი პატრიოტი და სარდალი. იგი იყო რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი - “კრების თვალი“. ქართული ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, „მთავრობის თავმჯდომარე“, "პრემიერ-მინისტრი"... და არა ერთი სამხედრო ოპერაციის მეთაური, რომლებიც შესანიშნავად დაგეგმა და ჩაატარა, სხვა მამულიშვილებთან ერთად.

დავითის ისტორიკოსი წერს: „შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე”. ე. ი. ისეთი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს მისი ხელმძღვანელობით ქართველებმა, რომ თურქები გაოგნებულნი დარჩნენ. ამ დროს დავით აღმაშენებელი, თურქთა თვალის ასახვევად და დასაბნევად დასავლეთ საქართველოში იყო გადასული, რაც თურქულმა მხარემ იცოდა... ასეთ ოპერაციებს ატარებდნენ ქართველნი.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასევე წერს: „და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა.” აქაც ჩანს, რომ გიორგი ჭყონდიდელი შესანიშნავი სარდალი გახლდათ.

საინტერესოა კიდევ ერთი ცნობა გიორგი ჭყონდიდელზე, როდესაც ის ახლდა მეფეს ჩრდილო კავკასიაში, ოსეთში. აქ რამდენიმე სიტყვითაა დახასიათებული გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, თუმცა ამ რამდენიმე სიტყვაში უდიდესი დამსახურება და მამულიშვილის ბიოგრაფია ჩანს:

„ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთჳს-ცა ბრძანა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყუასა-ვე თანა წარემართა და თანა-წარიტანა გ ი ო რ გ ი ჭ ყ ო ნ დ ი დ ე ლ ი დ ა მ წ ი გ ნ ო ბ ა რ თ - უ ხ უ ც ე ს ი თ ჳ ს ი, კ ა ც ი ს რ უ ლ ი ყ ო ვ ლ ი თ ა ს ი კ ე თ ი თ ა ს უ ლ ი ს ა დ ა ჴ ო რ ც თ ა ს ა, ს ა ვ ს ე ს ი ბ რ ძ ნ ი თ ა დ ა გ ო ნ ი ე რ ე ბ ი თ ა, გ ა ნ მ ზ რ ა ხ ი, ს ჳ ა ნ ი დ ა ფ რ თ ხ ი ლ ი, თ ა ნ ა - ა ღ ზ რ დ ი ლ ი ა ღ მ ზ რ დ ე ლ ი პ ა ტ რ ო ნ ი ს ა დ ა თ ა ნ ა - გ ა ნ მ კ ა ფ ე ლ ი ყ ო ვ ე ლ თ ა გ ზ ა თ ა, ს ა ქ მ ე თ ა დ ა ღ უ ა წ ლ თ ა მ ი ს თ ა. შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევალნი ორთაგან-ვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნი-ვე ნათესავნი. და ყო შორის მათსა სიყუარული და მშჳდობა ვითარცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშჳდობისა ყივჩაყთათჳს“.

ეს ნაწყვეტი კიდევ სხვა მხრით არის სასიამოვნო ქართველთათვის...

თუმცა ჩრდილო კავკასიში ყოფნისას დიდი უბედურება მოხდა:

„ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათათჳს; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა. რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან, ვითა მამა და უმეტეს-ცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიჴსნა გლოვა“.

მამასავით იგლოვა დიდმა იმპერატორმა გიორგი ჭყონდიდელი. ასეთი დიდი სიყვარული ჰქონდა უდიდეს ქართველს ერთ-ერთი უდიდესი ქართველისადმი...

 დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

გიორგი ჭყონდიდელი ქართული მამულიშვილობის სიმბოლოა, ქართული ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო. მის საეკლესიო და საერო „სახელოებში“, თანამდებობებში კარგად ცანს, რომ ჩვენს სახელმწიფოში საერო და სასულიერო ხელისუფლების სიმფონია იყო (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს).

წმინდა გიორგი ჭყონდიდელი იყოს ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს შემწე, დროებით დაკარული ტერიტორიების დაბრუნების, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში!

წმინდა გიორგი ჭყონდიდელმა დაგვილოცოს ოჯახები!







მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq